საპატრიარქოს პრესსამსახურმა უცნობის აქცია Facebook Live-ით "გააშუქა", მღვდლებმა მონაწილეები აკურთხეს
ფოტო: On.ge
მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გია გაჩეჩილაძის, უცნობის აქცია Facebook Live-ით გააშუქა, სასულიერო პირებმა კი შეკრების მონაწილეები აკურთხეს. კადრებში ჩანს, რომ აქციის მონაწილეები ამ დროს საპატრიარქოსთან არიან და ისმის მათი "მადლობა".
ფოტო: On.ge
On.ge დაუკავშირდა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელ ანდრია ჯაღმაიძეს კითხვით, რატომ "გააშუქეს" აქცია და აკურთხეს შეკრებილები. მან გვითხრა, რომ კითხვის შინაარსი არ ესმის.
"რა ვიცი რა, რაღაცა ისეთი შეკითხვაა, არ მესმის შინაარსი. ყველაფერს ვაშუქებთ, რაც სიახლეა და რა გასაკვირია. [...] იქნებ ცოტა მაინც იფიქროთ და თქვენ თვითონვე გააკეთებთ დასკვნას. რა შეკითხვაა, რაღაცა ამბავი ხდება და ვაშუქებთ, საინფორმაციო გვერდი აშუქებს და რატომ მისვამთ ამ შეკითხვას. სიახლეა, შედით ჩვენს გვერდზე და მრავალ სიახლეს ნახავთ, თითოეულზე დამისვით მაშინ შეკითხვა", — თქვა ჯაღმაიძემ.
კითხვას, აშუქებენ თუ არა ყველა აქციას, რომელიც საპატრიარქოსთან იმართება, ჯაღმაიძემ დადებითად უპასუხა, თუმცა დასძინა, რომ შესაძლოა, გაშუქება Facebook Live-ს არ გულისხმობდეს.
მისი მოწოდების შესაბამისად, შევედით და ვნახეთ, მაგრამ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის Facebook გვერდზე, რომელიც 2019 წლის სექტემბერში შეიქმნა, არცერთი აქციის გაშუქება არ დაგვხვდა. ქვეყნდება საპატრიარქოს განცხადებები, ინფორმაცია შეხვედრებისა თუ სხვადასხვა პროექტის შესახებ, მილოცვები და სამძიმრები, სასულიერო პირების ქადაგებები, ინტერვიუები სხვადასხვა მედიასთან, გამოხმაურება მათ შესახებ გავრცელებულ ცნობებზე და სხვადასხვა პირის მოსაზრება დავით გარეჯის საქმის შესახებ.
On.ge-მ ჯაღმაიძეს, ასევე, ჰკითხა, აკურთხებენ თუ არა სასულიერო პირები საპატრიარქოსთან გამართული ყველა აქციის მონაწილეს, რაზეც ჯაღმაიძე პასუხობს:
"ყველას როგორ ახლა, ჩვენთან რომ მოვა ადამიანი და გვლანძღავს იქიდან, ის კურთხევისთვის მოვიდა? ვინც მოდის კურთხევისთვის, იმას რა თქმა უნდა, აკურთხებენ, აბა ვისაც არ უნდა კურთხევა, იმას როგორ აკურთხებენ".
მისივე თქმით, დღევანდელი კურთხევა გასაკვირი არ არის და საპატრიარქო თბილისის ქუჩებსაც აკურთხებს.
"მოვიდა ხალხი, აპკურეს ნაკურთხი წყალი და რა?".
სხვა კითხვებზე პასუხის გაცემა მან არ ისურვა.
აღსანიშნავია, რომ Facebook-ზე პოსტების აღწერაში წერია სიტყვა "მადლობა", რომელსაც ჯაღმაიძე თავის ფეისბუქზე გამოეხმაურა. მისი თქმით, "ეს ადამიანები პატრიარქისადმი სიყვარულს გამოხატავდნენ დაუფარავად" და მათ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სახელით მადლობას უხდის.
"ეს ადამიანები არ იღებენ პატრიარქისადმი გამოხატულ შეურაცხყოფას და მოსახლეობის უდიდესი ნაწილია ეს. მადლობა მათ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სახელით, რომ მათ ესმით ჩვენი. უამრავი უცხო ადამიანი დღეს ქუჩაში მაჩერებდა და მადლობას გვიხდიდა და პატრიარქთან თბილ სიტყვებს მაბარებდა. როდესაც თბილ სიტყვებს გეუბნებიან, მადლობას უხდი, ეს მარტივი თავაზიანობაა. დარწმუნებული ვარ ასევე იქცევიან თავად ისინი, ვინც ეს გაიკვირვა", — წერს ჯაღმაიძე
დღეს, 9 აპრილს უცნობმა ევროპის მოედნიდან, საპატრიარქოს გავლით, დედაენის ბაღისკენ აქცია-მსვლელობა გამართა. შეკრებილები ერთმანეთისგან განსხვავებულ გზავნილებს აჟღერებდნენ, მათ შორის იყო ოპოზიციის საწინააღმდეგო განცხადებები, ასევე, დადებითად მოიხსენიებდნენ საპატრიარქოს და შენობასთან მისულები სასულიერო პირებმა აკურთხეს კიდეც. გარდა ამისა, როგორც აქციის მონაწილეები, ასევე, გაჩეჩილაძე მედიას მუშაობაში ხელს უშლიდნენ, ჟურნალისტებს აყენებდნენ შეურაცხყოფას. აქციის ბოლოს, უცნობმა თქვა, რომ ქმნის საზოგადოებრივ ძალას, რომელიც "იტვირთებს სამოქალაქო კონტროლის ფუნქციას და არ დაუშვებს ქვეყნის ცივილიზებული განვითარების არჩევანიდან გადახვევას".
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
კომენტარები