15 სცენა ტიტანებთან შერკინებიდან, რომელიც მას საუკეთესო ანიმედ აქცევს
სტატიაში შეგხვდებათ უამრავი სპოილერი ანიმეს სხვადასხვა სეზონიდან.
9 აპრილს ანიმე, Attack on titan-ის (AOT) მანგის ბოლო თავი გამოვიდა. ამ მოვლენას გულშემატკივრები უკვე წლების განმავლობაში ელოდნენ. მანგის მკითხველებმა უკვე იციან, როგორ დასრულდება ეს საოცარი თავგადასავალი. მაგრამ, ვიცით, რომ ზოგიერთი გულშემატკივარი მხოლოდ ანიმეს უყურებს, ამიტომ დასასრულზე არ ვისაუბრებთ, რომ სპოილერები ავირიდოთ თავიდან.
უბრალოდ გვსურს რომ ამ ღირსშესანიშნავი მომენტის აღსანიშნავად გავიხსენოთ ეპიზოდები, რომელიც ამტკიცებს რომ ის ერთ-ერთი საუკეთესოა თავის ჟანრში. ასე რომ, სანამ მოწყენილობისგან, თითზე იკბენთ იმის შესამოწმებლად, ტიტანი ხართ თუ არა, ამ სტატიას გადაავლეთ თვალი.
ტიტანებთან შერკინებამ ფანებს თავი კომპლექსური პერსონაჟებით, ჩახლართული და მისტიური ისტორიების ხაზით, არაჩვეულებრივი ანიმაციით და მნიშვნელოვანი იდეებით დაამახსოვრა. ყოველთვის, როცა ფიქრობდი რომ სიუჟეტის განვითარება ვეღარ გაგაოცებდა, ჰაჯიმე ისაიამა კიდევ ერთხელ ახერხებდა ყველაფერი თავდაყირა დაეყენებინა. ანიმეს პერსონაჟები ყოველთვის იდგნენ მორალური არჩევანის წინაშე, სადაც გარკვევით არ ჩანს, რა არის სწორი და რა — არასწორი. ყველა დაპირისპირებულ მხარეს თავისი მიზეზი აქვს.
სცენარის მსგავსი განვითარება მაყურებელშიც უფრო მეტ ინტერესს იწვევს. არასდროს არ იცი, ვის უნდა მიენდო ბოლომდე, რა თქმა უნდა, გარდა ლივაისა, რომელსაც შეგიძლიათ მთელი თქვენი ცხოვრება ანდოთ.
ბევრი გასაოცარი, გულისამაჩუყებელი და ემოციური სცენიდან ეს 15 ამოვარჩიეთ: მომენტები, რომლებსაც მეხსიერებიდან ვერანაირი ტიტანის ძალა ვერ ამოგვიშლის.
1. ერენის ტიტანად ტრანსფორმაცია
რა თქმა უნდა, არავინ დაიჯერებდა, რომ მთავარი პერსონაჟი, სერიალის დასაწყისშივე მოკვდებოდა. ვერც იმას წარმოვიდგენდით, რომ ის ტიტანად გადაიქცეოდა. მიუხედავად იმისა, რომ ანიმე თავიდანვე საიდუმლოებით მოცული იყო, ამ მომენტმა კიდევ უფრო ბევრი კითხვა გააჩინა, არა მარტო მაყურებლისთვის, არამედ თავად პერსონაჟების ცხოვრებაშიც.
2. მიკასას ერენის გულის ცემა ესმის
მიკასას და ერენის ურთიერთობა სიუჟეტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. მიკასა ბავშვობიდან ერენის გვერდითაა, იცავს მას და ხანდახან ნერვებსაც კი უშლის. რა თქმა უნდა, ის იყო პირველი, ვინც ერენის დასახმარებლად სულმოუთქმელად გაიქცა. მაყურებელში ეს მეტ ემოციებს იწვევს და კიდევ ერთხელ მიგვახვედრებს, რამდენად დაკავშირებულია ერთმანეთთან ამ ორი პერსონაჟის ცხოვრება.
3. ანის ტიტანად ტრანსფორმაცია
თითქოს საკმარისი არ იყო, ის შოკისმომგვრელი ინფორმაცია, რომ ქალი ტიტანი არსებობს, ამას ისიც დაემატა, რომ ეს ჩვენთვის კარგად ნაცნობი პერსონაჟი იყო. იმ მოკლე დროში, რაც ანისთან გავატარეთ, შევიტყვეთ ის, რომ იგი მზადაა ბოლომდე იბრძოლოს და თუ სიტუაცია მოითხოვს თავიც კი გაწიროს. ეს სცენა, მისი მოხერხებულობის და ბრძოლისუნარიანობის კიდევ ერთი გამოვლინებაა, რომელმაც ჩვენც ისეთი გაოცებულები დაგვტოვა, როგორც არმინი.
4. რაინერის და ბერთჰოლდის ტრანსფორმაცია
ტიტანებთან შერკინების პირველი სეზონი ძირითადად სამ პერსონაჟზე იყო ფოკუსირებული. მაგრამ მეორე სეზონიდან მეორეხარისხოვანი პერსონაჟებით გავიცანით და მათზე ბევრი რამ შევიტყვეთ. ისინი უკვე ცალკე პიროვნებებად ჩამოყალიბდნენ საკუთარი ისტორიით, მიზნებით, შიშებით და დილემებით. შესაბამისად, მაყურებელიც უფრო დაინტერესდა და მეტი ნდობა გაუჩნდა მათ მიმართ. თუმცა, გაცნობის ეს სასიამოვნო პერიოდი დიდხანს არ გაგრძელდა. მალე გავიგეთ რომ ჯარისკაცები, რომლებიც ჩვენ ასე შეგვიყვარდა, არა მხოლოდ მოღალატეები, არამედ სწორედ ის ტიტანები არიან, რომლებმაც პირველი შეტევა განახორციელეს.
მოვლენების მსგავსი განვითარება ყველასთვის შოკისმომგვრელი იყო და მაყურებელი გაოცებული დატოვა.
5. ზიკის პირველი გამოჩენა
ამ ათლეტური აღნაგობის, ქერა და ცისფერთვალება კაცმა მაშინვე მონუსხა Attack on titan-ის მაყურებელი. სეზონის ბოლოს ჩვენ მასთან მხოლოდ რამდენიმე წამი გავატარეთ. ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ფანებს, პერსონაჟთან დაკავშირებით, უამრავი თეორია შეექმნათ. ანიმეს შეუძლია ყველაზე საინტერესო მომენტში დასრულდეს, რათა კიდევ უფრო მეტად ჩაგითრიოს და მიუხედავად იმისა რომ უკვე ღამის 4 საათია, მაინც თქვა "ერთი სერიაც და..."
6. ლივაის და კენის დაპირისპირება
მიუხედავად იმისა რომ ჩვენ ზიკის მისტიური პერსონაჟის ინტერესი გვკლავდა, ტიტანებთან შერკინების შემქმნელები ჯერ კიდევ არ აპირებდნენ საიდუმლოს გამჟღავნებას. ამის ნაცვლად, მათ სრულიად ახალი კუთხით განავითარეს ისტორია.
სწორედ მსგავსი გადაწყვეტილებები აქცევს ტიტანებთან შერკინებას ერთ-ერთ საუკეთესო ანიმედ. ის არ უშინდება სიახლეები შემოტანას და ისეთი კონფლიქტების წარმოჩენას, რომელიც ამჯერად უკვე რეალურ ცხოვრებასთან უფრო ახლოსაა. თუკი თქვენ გარშემო ტიტანებზე არავინ ნადირობს, ადამიანებს შორის დაპირისპირება ახალი ხილი არავისთვის იქნება.
ისევე როგორც სხვა მომენტებში, ამ შემთხვევაშიც ახალი პერსონაჟები ქარიზმატული, საინტერესო და საკუთარი მოტივაციის მქონდე პირები არიან. კენის გამოჩენამ თითქოს უფრო გაახალისა ანიმე, მისი სარკასტული კომენტარები და განსაკუთრებული უნარები უფლებას არ გაძლევს არ მოგწონდეს პერსონაჟი. სწორედ კენის დახმარებით, უფრო მეტ ინფორმაციას ვიგებთ კაპიტან ლივაის შესახებ, რომელიც აქამდე მისტიური და ჩუმი მებრძოლი იყო.
7. ლივაის არჩევანი
რადგან ლივაიზე ვისაუბრეთ, აუცილებელია ეს მომენტიც გავიხსენოთ. არჩევანი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთული რამაა რისი გაკეთებაც ადამიანებს უწევთ. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე შენი მეგობრების სიკვდილ-სიცოცხლის თემას ეხება. ლივაიც სწორედ მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა, სადაც მას ან ლოგიკური ან ემოციური გადაწყვეტილება უნდა მიეღო. პერსონაჟის მსგავს სიტუაციაში ჩაყენება, რა თქმა უნდა, მაყურებელსაც ორ ბანაკად გაყოფს. მაგრამ ვეთანხმებით თუ არა ლივაის გადაწყვეტილებას, ერთი რამ ფაქტია: ეს ურთულესი არჩევანი იყო და მსგავს სიტუაციაში ყოფნას არავინ ვისურვებდით.
8. რა ხდება სარდაფში?
კითხვა "რა იმალება სარდაფში?" ყველას, პირველივე სეზონიდან უტრიალებდა თავში. საბოლოოდ, ალბათ ყოველი ჩვენგანი მზად იყო, ლივაის მსგავსად, შეეტეხა კარი და ამოეხსნა საიდუმლო.
ამ სცენაში, ჩვენც პერსონაჟებთან ერთად ვიგებთ ახალ ინფორმაციას. ისტორიის თხრობის მსგავსი სტილის არჩევა გვეხმარება მეტი ემპათია გაგვიჩნდეს მათ მიმართ. თითქოს ჩვენც იმას ვგრძნობთ რასაც პერსონაჟები გრძნობენ, შესაბამისად უფრო მეტად ვგულშემატკივრობთ მათ.
მას შემდეგ, რაც გავიგეთ რა იმალებოდა სარდაფში და გრიშა იაგერის მოგონებებში ვიმოგზაურეთ, ნამდვილად დაგვებადა შეგრძნება, რომ ანიმეში ერთი ეტაპი დასრულდა და ახლა უკვე, ახალი საოცარი თავგადასავლებისკენ მიიწევენ ჩვენი გმირები. ეს ძალიან სასიამოვნო მომენტი იყო და საიდუმლოება იმდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რომ არც მაყურებელი დარჩა იმედგაცრუებული.
9. ჰისტორიას ისტორია
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ხშირია მომენტები როცა პერსონაჟები რთული არჩევანის წინაშე დგანან. ჰისტორიაც სწორედ მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა. მას ბედის წინააღმდეგ უწევს ბრძოლა, რაც ნამდვილად მხოლოდ ძლიერი პერსონაჟის შესაძლებლობაა.
ჰისტორია მუდამ საიდუმლოებით მოცული იყო. პირველი გამოჩენისას, მისი რეალური სახელიც კი არ ვიცოდით. თუმცა დროთა განმავლობაში ის გაიზარდა და კომპლექსურ პერსონაჟად ჩამოყალიბდა. ერენიც კი გაოცებული იყო ჰისტორიას ნებისყოფით და უნარით, მიეღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც საუკუნეების მანძილზე ჯერ არავის მიუღია. პერსონაჟის მსგავსი ტრანსფორმაციის უნარი ანიმეს ერთ-ერთი ძლიერი მხარეა. ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ირიმი ნამდვილად იამაყებდა ჰისტორიათი.
10. მესამე სეზონის დასასრული
ნამდვილად ვერ დავიჯერებ, თუკი იტყვით, რომ ამ სცენის ყურებისას ისე არ ტიროდით, როგორც პატარა ბავშვი, რომელსაც კანფეტს წაართმევენ. ეს თითქოს გამოსამშვიდობებელი სცენა იყო იმ ლიმიტირებულ სამყაროსთან, რომელიც აქამდე ვიცოდით. ამის შემდეგ ჩვენთვის უკვე ძალიან საყვარელი პერსონაჟების ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება.
11. "ან ახლა ან არასდროს, მიკასა"
თუკი შეიძლება ამ სიაში, მთლიანი სერიის შეტანა, სწორედ ეს არის ის სერია.
მეოთხე სეზონის დასაწყისი ყველასთვის შოკისმომგვრელი იყო. პერსონაჟები, რომლებსაც ერთადაც ამდენ დროს ვატარებდით, საერთოდ აღარ ჩანდნენ და მაყურებელმა ახალი სამყაროს შესწავლა დაიწყო. სწორედ ამიტომ, მათი გამოჩენას კიდევ უფრო მეტი მოლოდინით შევხვდით. არაჩვეულებრივი გრაფიკა და საოცარი ვიზუალი დაპირისპირების ამ სცენებს უფრო ემოციურსა და რეალისტურს ხდის. მომენტებში საერთოდ გავიწყდება რომ ანიმაციას უყურებ და მონუსხული შესცქერი ეკრანს.
თუნდაც მხოლოდ ეს კადრი, ანიმეს სამყაროში, დაუვიწყარი ვიზუალია.
12. ერენის და რეინეარის საუბარი
როგორც სხვა ანიმეებში, AOT-ში, პერსონაჟების განვითარებას და მათ მოტივაციას დიდი დრო ეთმობა. ამის საუკეთესო მაგალითია რეინეარის და ერენის შეხვედრა, რომელიც ერენის მოულოდნელი ტრანსფორმაციით დასრულდა. დიალოგი ამ ორ პერსონაჟს შორის სევდიანი, ემოციური და დაძაბულია. ისინი მედლის ორ სხვადასხვა მხარეს წარმოადგენენ, ამიტომ რთულია, ამ მომენტში რომელიმე პერსონაჟის მხარე დაიჭირო. ორივე აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას ერთმანეთის წინაშე. ორივე მათგანი გარემოებების მსხვერპლია. სწორედ მსგავსი კომპლექსური სიტუაციებით იზიდავს ტიტანების შერკინება მაყურებელს.
13. ლივაის და ზიკის დაპირისპირება
ტიტანებთან შერკინების ფანებმა იციან, რომ ამ ორი პერსონაჟის შეხვედრა არასდროს იქნება მოსაწყენი. მათი დაპირისპირება ძირითადად ლივაის გამარჯვებით მთავრდება, თუმცა ზიკი მუდამ ახერხებს თავის გადარჩენას. მათი დინამიკა ძალიან საინტერესოა, მიუხედავად იმისა, რომ უბრალოდ ერთმანეთის დახოცვა უნდათ. ნაკლებად ექსპრესიული ლივაი სწორედ ზიკთან გამოხატავს ყველაზე მეტ ემოციას. ეს ორი პერსონაჟი მართლაც რომ ერთმანეთის ღირსეული მეტოქეები არიან.
14. "მიკასა, მეზიზღები"
თუკი, ყველა ზებუნებრივ ასპექტს მოვაშორებთ, ტიტანებთან შერკინება, არის ადამიანურ ურთიერთობებზე, მეგობრობაზე, სიყვარულზე და პერსონაჟებზე რომლებიც იმას აკეთებენ რისიც სჯერათ. ისინი არასდროს ნებდებიან და მზად არიან საკუთარი რწმენისთვის ყველაფერი დათმონ.
სწორედ ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდა ერენი, რომლის პერსონაჟის განვითარებაც ერთ-ერთი საუკეთესოა ანიმეს ისტორიაში. პატარა გაბრაზებული ბიჭი, ძლიერ მებრძოლად ჩამოყალიბდა, რომელიც სიძულვილისგან დაბრმავებული აღარაა. იგი ხედავს მომავალს და ცდილობს იბრძოლოს არა საკუთარი თავისთვის, არამედ მისთვის ყველაზე საყვარელი ადამიანებისთვის.
შეიძლება გარკვეულ მომენტში ერენი გამაღიზიანებელი პერსონაჟიც კი ყოფილიყო, მაგრამ ერთი რამ რაც მის შესახებ ყოველთვის ვიცოდით, მისი ერთგულების უნარია. ამიტომ ძალიან შოკისმომგვრელი იყო ეს სცენა ანიმეს ფანებისთვის. დაპირისპირებას სამ მეგობარს შორის, არავინ მოელოდა. შესაბამისად უამრავი თეორია ჩამოყალიბდა, თუ რა იყო ერენის მოტივაცია ამ მომენტში. თუმცა ეს საკითხი ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშაა. მაყურებელი კი მოთმინებით ელოდება ანიმეს დასასრულს, იმისთვის რომ ყველა საიდუმლოს ფარდა აეხადოს.
15. "სად არის მტერი?"
"სად არის მტერი?" ალბათ ამ კითხვაზე რეალურად პასუხი არავის აქვს. მეოთხე სეზონის პირველი ნაწილი სწორედ ამ კითხვით მთავრდება. ამჯერად მაყურებელს მოუწევს 2022 წლამდე დაელოდოს საბოლოო სეზონს. მანამდე კი თავი მივუძღვნათ ამ ანიმეს და მოთმინებით დაველოდოთ ისტორიის დასასრულს. დარწმუნებული ვარ, იმედებს არ გაგვიცრუებენ.
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: რომ ვთქვა, რეალურად 6 ათასი იყო-თქო, მთელი ღამე კლავიატურასთან და ბანერების მომზადებაში უნდა გაათენონ და იყოს 400 000 მამუკა მდინარაძე: რომ ვთქვა, რეალურად 6 ათასი იყო-თქო, მთელი ღამე კლავიატურასთან და ბანერების მომზადებაში უნდა გაათენონ და იყოს 400 000
-
გადახედვანინო წილოსანი: ხალხი ვერ შეუკრიბეს, მიკროფნი ვერ ჩაურთეს, ლიაკა ხოშტარიას და ანა ნაცვლიშვილის დონის აქტივისტად აქციეს… ნინო წილოსანი: ხალხი ვერ შეუკრიბეს, მიკროფნი ვერ ჩაურთეს, ლიაკა ხოშტარიას და ანა ნაცვლიშვილის დონის აქტივისტად აქციეს…
-
გადახედვაჯო უილსონი: ეუთო/ოდირის დასკვნის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ იმას, რაც უკვე ვთქვი: “ქართული ოცნების” დე ფაქტო ხელისუფლება არალეგიტიმურია ჯო უილსონი: ეუთო/ოდირის დასკვნის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ იმას, რაც უკვე ვთქვი: “ქართული ოცნების” დე ფაქტო ხელისუფლება არალეგიტიმურია
-
გადახედვათეოდოროს რუსოპულოსი: ირაკლი კობახიძეს მინდა შევახსენო, რომ მისი ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრია თეოდოროს რუსოპულოსი: ირაკლი კობახიძეს მინდა შევახსენო, რომ მისი ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრია
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: მოვიდეს ორბელიანის სასახლეში ივანიშვილი, რადგან ის მართავს ქვეყანას სალომე ზურაბიშვილი: მოვიდეს ორბელიანის სასახლეში ივანიშვილი, რადგან ის მართავს ქვეყანას
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: ილია და აკაკი უყურებენ ახალ საქართველოს, რომელიც თქვენით დაიბადა, ხვალ, ზეგ ძლიერი და ევროპული იქნება, ამას ვერავინ გააჩერებს სალომე ზურაბიშვილი: ილია და აკაკი უყურებენ ახალ საქართველოს, რომელიც თქვენით დაიბადა, ხვალ, ზეგ ძლიერი და ევროპული იქნება, ამას ვერავინ გააჩერებს
-
გადახედვამარტა კოსი: ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სერიოზულ ხარვეზებზე მიუთითებს მარტა კოსი: ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სერიოზულ ხარვეზებზე მიუთითებს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ორბელიანის მოედანზე მოწყობილი საახალწლო სოფლის სცენაზე ავიდა და კახელების მარშს მიმართა სალომე ზურაბიშვილი ორბელიანის მოედანზე მოწყობილი საახალწლო სოფლის სცენაზე ავიდა და კახელების მარშს მიმართა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: იქ ვარ, სადაც ხართ, იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო! სალომე ზურაბიშვილი: იქ ვარ, სადაც ხართ, იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო!
-
გადახედვარასა იუკნევიჩიანე: საჭიროა 29 დეკემბრამდე სასწრაფო საერთაშორისო მოქმედება მცოცავი დიქტატურის წინააღმდეგ ქართველების მხარდასაჭერად რასა იუკნევიჩიანე: საჭიროა 29 დეკემბრამდე სასწრაფო საერთაშორისო მოქმედება მცოცავი დიქტატურის წინააღმდეგ ქართველების მხარდასაჭერად
-
გადახედვამაიკლ კარპენტერი: სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს მაიკლ კარპენტერი: სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს
-
გადახედვათურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა — არის მსხვერპლი თურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა — არის მსხვერპლი
-
გადახედვა"ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილს გასამართლებით ემუქრება "ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილს გასამართლებით ემუქრება
-
გადახედვაირაკლი კობახიძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს ირაკლი კობახიძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს
-
გადახედვაკობახიძის მტკიცებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 3 000-მდე კაცი იღებს კობახიძის მტკიცებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 3 000-მდე კაცი იღებს
-
გადახედვაპუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია პუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია
-
გადახედვაწილოსანი: გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა წილოსანი: გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა
-
გადახედვაუკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
-
გადახედვასაგანგებო: ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა საგანგებო: ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა
-
გადახედვარაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს რაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს
-
გადახედვაუწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი უწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი
კომენტარები