მეუფე სტეფანემ 5 სასულიერო პირი ეკლესიის წინააღმდეგ ამბოხში დაანაშაულა და მღვდელმსახურება აუკრძალა
ფოტო: საპატრიარქო
ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ ხუთ სასულიერო პირს მღვდელმსახურება აუკრძალა. სტეფანე კალაიჯიშვილი მათ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ ამბოხსა და სასულიერო პირთათვის შეუფერებელ საქციელში ადანაშაულებს.
მღვდელმსახურება აეკრძალა:
- იღუმენ დანიელს (გვილავა);
- მღვდელ მირიან მესხაძეს;
- მღვდელ-მონაზონ ლუკას (იბრაგიმოვი);
- დიაკონ ანანია კალანდიას.
მეუფე სტეფანე ბრძანებაში მიუთითებს, რომ მათთვის მღვდელმოქმედების უფლების აღდგენის საფუძველი შეიძლება გახდეს საჯარო სინანული.
რაც შეეხება კიდევ ერთ სასულიერო პირს, არქიმანდრიტ ათინოგენს, ბრძანებაში აღნიშნულია, რომ მისთვის მღვდელმოქმედების დაბრუნება შეუძლებელია, თუმცა უფლება აქვს მოინანიოს ცოდვები და ეზიაროს. სტეფანე მიუთითებს, რომ მას მღვდელმსახურება აკრძალული ჰქონდა, მაგრამ, მრავალი გაფრთხილების მიუხედავად, "განაგრძობდა ეკლესიის საწინააღმდეგო ქმედებებს". ბრძანების მიხედვით, ამიერიდან მას აღარ ეწოდება არქიმანდრიტი ათინოგენი და იქნება მონაზონი ათინოგენი.
"რაც მათ მიმართ განვახორციელე, არის ეკლესიის ერთობის შესანარჩუნებლად და ეკლესიის კეთილწყობილების გასაძლიერებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, როცა ასეთი ვაკხანალია ზღვარს გადადის და უღირსი სასულიერო პირები ჩირქს სცხებენ ეკლესიას, პატრიარქს, მღვდელმთავრებს, იძულებული ვხვდებით, რომ გარკვეული ზომები მივიღოთ და ეს ზომები იქნა მიღებული", — თქვა სტეფანე კალაიჯიშვილმა ქადაგებისას.
არქიმანდრიტი ათინოგენი კი ამბობს, რომ ასეთი არც ეპისკოპოსი უნდა, არც სინოდის წევრი და არ ემორჩილება.
"ჩემგან გადაეცით, მატყუარას, ცრუს, ურცხვს და იმ პირით, რაც მისი პირიდან სიტყვები გამოდის — ასეთი მე არც ეპისკოპოსი მინდა, არც სინოდის წევრი მინდა და არ ვუსმენ. იმან შეიძლება ბევრი რამე მოიფიქრა და გამოთქვა, მაგრამ ყველა უნდა დავემორჩილოთ?! მე არ ვემორჩილები", — უთხრა მან ჟურნალისტებს.
მღვდელ მირიან მესხაძის თქმით, სტეფანეს გადაწყვეტილება უკანონობის ზეიმი იყო და ისინი პრობლემის საეკლესიო წესებით გადაწყვეტას ითხოვენ.
"ჩვენს ეპარქიაში, მმართველ საკათედრო ტაძარში ვნახეთ უკანონობის ზეიმი, როცა გამოვიდა მიტროპოლიტი და რაღაც კანონებს თავისი ინტერპრეტაციით კითხულობდა. არანაირი ამბოხების მომწყობები ჩვენ არ ვართ, ჩვენ ვითხოვთ ერთადერთ რამეს — საეკლესიო წესებით გადაწყდეს პრობლემა, წამოჭრილს საკითხებს კანონიკურად გაეცეს პასუხი. ეს გადაწყვეტილებები არის უსამართლო, ჩვენ ამას არ ვეთანხმებით, მაგრამ ეკლესიაში შფოთის და ერთმანეთთან დაპირისპირების გამო ვღებულობთ ამ დასჯას და არ ვაპირებთ, რაღაც პროვოკაციები მოვაწყოთ", — ამბობს ის.
რა ხდება ჭყონდიდის ეპარქიაში
დღევანდელი გადაწყვეტილება მეუფე სტეფანეს მხრიდან ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებისთვის მღვდელმსახურების შეჩერების პირველი შემთხვევა არ არის. 8 მარტს მან ორ დიაკონს — კონსტანტინე გაბისონიასა და პეტრე ღუდუშაურს — მღვდელმსახურება შეუჩერა. საპატრიარქოს ინფორმაციით, ბრძანება მღვდელმთავარმა მას შემდეგ გამოსცა, რაც დიაკვნებმა, წერილობითი თუ პირადი გაფრთხილებების მიუხედავად, უარი განაცხადეს ეპარქიის ახალ მმართველ მიტროპოლიტთან ერთად მსახურებაზე.
გარდა ამისა, მიტროპოლიტმა სტეფანემ მონაზონი სოსანა ბოლქვაძე და მორჩილი ნინო გამყრელიძე მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრიდან გარიცხა და სინანულისთვის ლასურიაშის ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტერში განაწესა. ისინი მონასტრიდან გამოაგდეს და შენობაში მთელი ღამის განმავლობაში არ უშვებდნენ. მონაზონი სოსანა და მორჩილი ნინო ახლა სხვა ეკლესიამ შეიფარა.
ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირება მიტროპოლიტ პეტრე ცაავასთვის მღვდელმსახურების შეჩერებიდან მალევე დაიწყო. 2019 წელს სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მან თქვა, რომ ეკლესიაში "მამათმავლობის ცოდვის" მხილების გამო პატრიარქმა მღვდელმთავრობიდან გადააყენა. ის ეპარქიას ჩამოაშორეს და "მოსანანიებლად" შიომღვიმის მონასტერში განამწესეს.
მეუფე პეტრემ შიომღვიმეში წასვლაზე უარი განაცხადა და ეპარქია მის შემცვლელს, ეპისკოპოს გრიგოლ კაციას გადააბარა. 2021 წლის თებერვალში კი ცნობილი გახდა, რომ ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობას ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მმართველი, მიტროპოლიტი სტეფანე შეითავსებდა. ეპარქიაში დაპირისპირება სწორედ ამის შემდეგ გამწვავდა. მიიჩნევა, რომ ის სასულიერო პირები, რომლებსაც მეუფე სტეფანემ მღვდელმსახურება შეუჩერა, პეტრე ცაავას მხარდამჭერები არიან. ამასთან, პეტრე ცაავას მრევლის წევრები აცხადებდნენ, რომ მეუფე სტეფანეს წირვებზე დასწრებას არ აპირებდნენ.
8 მარტს მეუფე სტეფანემ ეპარქიის წევრები მოიწვია, მას რეზიდენციის მეორე სართულზე კრება ჰქონდა და მოქალაქეთა ნაწილი შესვლას ცდილობდა, რა დროსაც მეორე სართულის აივნის მოაჯირი დაინგრა და 10-მდე ადამიანი გადავარდა. შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ჟურნალისტებიც.
გარდა ამისა, ეპარქიაში ერთ-ერთი სასულიერო პირი მთავარი არხის ჟურნალისტსა და ოპერატორს ფიზიკურად შეეხო.
-
ივა კუზანოვი, გია მურღულია, ნუგზარ რუხაძე — ვის მიენიჭა "საპატიო თბილისელის" წოდება? ივა კუზანოვი, გია მურღულია, ნუგზარ რუხაძე — ვის მიენიჭა "საპატიო თბილისელის" წოდება?
გადახედვა
-
ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ნაპოლეონის საიდუმლო წერილი გაშიფრეს — აი, რა წერია შიგნით ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ნაპოლეონის საიდუმლო წერილი გაშიფრეს — აი, რა წერია შიგნით
გადახედვა
-
"თანამესაკნემ დილით საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვა, სასჯელს 20-კაციან საკანში იხდიდა" — პენიტენციური გარდაცვლილ პატიმარზე "თანამესაკნემ დილით საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვა, სასჯელს 20-კაციან საკანში იხდიდა" — პენიტენციური გარდაცვლილ პატიმარზე
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური რუსთავის N17 დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალებას ადასტურებს — უწყების ვერსიით, პატიმარმა თავი მოიკლა პენიტენციური სამსახური რუსთავის N17 დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალებას ადასტურებს — უწყების ვერსიით, პატიმარმა თავი მოიკლა
გადახედვა
-
მოქალაქის განცხადებით, ოზურგეთში სასწრაფოს მანქანა ტრაქტორის დახმარების გარეშე პაციენტამდე ვერ მიდის — ვიდეო მოქალაქის განცხადებით, ოზურგეთში სასწრაფოს მანქანა ტრაქტორის დახმარების გარეშე პაციენტამდე ვერ მიდის — ვიდეო
გადახედვა
-
"მე კოლეჯიდან არ წავსულვარ! გამაგდეს!" — თსუ-ის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის დამფუძნებელი გათავისუფლების დეტალებზე საუბრობს "მე კოლეჯიდან არ წავსულვარ! გამაგდეს!" — თსუ-ის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის დამფუძნებელი გათავისუფლების დეტალებზე საუბრობს
გადახედვა
-
"ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით "ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით
გადახედვა
-
ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს
გადახედვა
-
კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან
გადახედვა
-
ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება
გადახედვა
-
გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
გადახედვა
-
ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი
გადახედვა
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს
გადახედვა
-
მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია
გადახედვა
-
ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს
გადახედვა
კომენტარები