ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მომავალი კვირიდან მმართველი პარტიის ხელმძღვანელები რეგიონებში გავლენ. მისი თქმით, ამას შეიძლება თვითმმართველობის არჩევნებისთვის "ერთგვარი საარჩევნო კამპანიაც" დავარქვათ.

"რეგიონების ჭრილი გადავწყვიტეთ, რომ შემდეგი კვირიდან მმართველი პარტიის ხელმძღვანელები გავალთ რეგიონებში, მათ შორის, შეიძლება ერთგვარად დავარქვათ საარჩევნო კამპანიის დაწყებაც კი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, მაგრამ სხვა საკითხები იქნება, ასევე, პრიორიტეტული, რეგიონალური გამოწვევები და ჩვენ გვექნება თითქმის ყველა რეგიონში მომდევნო ორი თვის განმავლობაში შეხვედრები, მათ შორის, პირველ რიგში, პარტიულ აქტვითან და რა თქმა უნდა, სხვა საკითხებითაც დავინტერესდებით", — თქვა მან.

მმართველი პარტიის ოფისში პოლიტსაბჭოს და უმრვალესობის სხდომები მიმდინერობda. ადგილზე შეცვალეს აქტივისტები არიან მისულნი, რომლებიც რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის თბილისში ჩამოსვლაში ქართულ ოცნებას ადანაშაულებენ. აქციაზე 11 მოქალაქე ადმინისტრაციული წესით დააკავეს.