გაიგე, რა იცი ვაქცინაციაზე — ქვიზი
პლანეტაზე ადამიანების რაოდენობა სულ უფრო იზრდება. მეტიც, მატულობს სიცოცხლის ხანგრძლივობის საშუალო ასაკიც. ამაში უდიდესი წვლილი ტექნოლოგიებს და მედიცინას მიუძღვით — მედიცინის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი კი, ამ საქმეში ვაქცინაციაა.
ვაქცინა უმნიშვნელოვანესი გამოგონებაა, რომელმაც უკვე მილიონობით ადამიანი გადაარჩინა სიკვდილს და სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდაც გამოიწვია. კვლევების მიხედვით, 2030 წლამდე ვაქცინაცია 120 მილიონი სიკვდილის პრევენციის საშუალებას მოგვცემს.
თუმცა, ის კიდევ უფრო მეტს შეძლებდა, რომ არა დეზინფორმაცია და ანტივაქსერების აქტიურობა. ვაქცინაციის აუცილებლობა დღეს ძალიან აქტუალურია და ამის წინაშე უხილავმა მტერმა — კორონავირუსმა კიდევ ერთხელ დაგვაყენა. როგორც მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) და სხვა ავტორიტეული ორგანიზაციები გვეუბნებიან, კორონავირუსის დამარცხების გზა ვაქცინაციაზე გადის.
ამის პარალელურად კიდევ უფრო აქტიურობენ ანტივაქსერები და დეზინფორმაციას ავრცელებენ. სიმართლის და დეზინფორმაციის გასარჩევად საჭიროა ვაქცინაციაზე სწორი ინფორმაცია მივიღოთ. ამ ტესტით, გაიგებთ თუ რამდენად კარგად იცით ვაქცინაციის ისტორია და როგორ ერკვევით მედიცინის ამ ინსტრუმენტში.
გაიგე, რა იცი ვაქცინაციაზე — ქვიზი
ტესტის დაწყება1 / 11 ძველად ჩინეთში, მაშინ, როცა ვაქცინა ჯერ არ არსებობდა, რას შვებოდენ იმისთვის, რომ ჩუტყვავილა არ დამართნოდათ?
- მაგ დროს ეგ დაავადება საერთოდ არ არსებობდა
- ცხივრში სხვა ადამიანის კანისგან აღებულ ქსოვილს ითავსებდნენ
- არც არაფერს. საერთოდ არ ადარდებდათ
2 / 11 ვის სახელს უკავშირდება პირველი ვაქცინა?
3 / 11 ვინ იყო ლუი პასტერი?
- მსოფლიოში პირველი ანტივაქსერი
- ფრანგი მეცნიერი, რომელმაც ცოფის აცრა გამოიგონა
- მსოფლიოში პირველი პასტორი, რომელიც საჯაროდ აიცრა
4 / 11 საიდან მოდის ვაქცინის სახელწოდება — Vaccinus?
5 / 11 რა მოხდა 1978 წელს? (ვაქცინაციასთან დაკავშირებით)
- იმუნიზაცია დეკლარირებული იქნა როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამების აუცილებელი კომპონენტი
- ვაქცინაციის საწინააღმდეგოდ მასობრივი აქციები დაიწყო
- საქართველოში პირველი ადამიანი აიცრა
6 / 11 რა კავშირშია ერეკლე მეორე აცრებთან?
- აცრების კატეგორიული მოწინააღმდეგე იყო
- თავისი ვაჟი ააცრევინა
- აცრის ექსპერიმენტი ჩაატარა და ტყვე ჯარისკაცი აცრა
კომენტარები