7 ნაბიჯი, როგორ გადავრჩეთ თეა წულუკიანის დაქვემდებარებაში მუშაობისას — თამაზ ახობაძე
ფოტო: Unsplash
2014 წელს ანა სუბელიანი და თამაზ ახობაძე დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან გაათავისუფლეს. ისინი გათავისუფლებას მინისტრის, თეა წულუკიანის პირად გადაწყვეტილებას უკავშირებდნენ. მათი თქმით, გათავისუფლება ფეისბუქზე გამოთქმულ მოსაზრებებს მოჰყვა. თამაზ ახობაძემ 5 წლის განმავლობაში იდავა სამსახურში აღსადგენად, ბოლოს კი პოზიცია საზეიმოდ დატოვა. ახლა, როცა თეა წულუკიანი კულტურის მინისტრად დაინიშნა, თამაზ ახობაძემ გადაწყვიტა, მასთან დაგროვებული გამოცდილება 7 ნაბიჯში შეეჯამებინა და თეა წულუკიანის ახალი თანამშრომლებისთვის გადაეცა.
1. იყავით სუფთა საჯარო მოხელე — არ დაემორჩილოთ უკანონო ბრძანებას/თხოვნას
სანამ კომფორტულად ხართ მმართველ ძალასთან, მანამდე ყველა უკანონობა შეიძლება შეგრჩეთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ სისტემა ამას იმახსოვრებს და როგორც კი განსხვავებულ აზრს გამოავლენთ, ყველაფერი შეიძლება თქვენ წინააღმდეგ იყოს გამოყენებული. ასე რომ არასოდეს დაემორჩილოთ უკანონო ბრძანებას, თუნდაც ერთი შეხედვით ეს იყოს ძალიან მარტივი რამ. მაგალითად: "კარგი ბიჭია, მოდი ცოტა ხნით შტატგარეშე თანამშრომლად ავიყვანოთ და ვნახოთ". არა! თუ კადრის დამატების საჭიროებაა, გამოცხადდეს ღია კონკურსი, მიიღოს მონაწილეობა და თუ საუკეთესო კანდიდატი იქნება, მაშინ დასაქმდეს.
2. შეაგროვეთ მტკიცებულებები — დასვით შეკითხვები
ნებისმიერ უკანონო მითითებაზე, შეინახეთ მტკიცებულებები. თუ მეილით არის მოწერილი, გადაიგზავნეთ პირად მეილზე. თუ სიტყვიერად გითხრეს, ეცადეთ წერილობითი შეკითხვები დასვათ. მაგ: ჩემს შემთხვევაში ორგანიზაციის დირექტორი მეილებზე არ მპასუხობდა, ამიტომ ოფიციალური წერილებით მივმართე იმ საკითხებზე, რომლებზეც პასუხი ძალიან გამომადგა სასამართლოში. შეიძლება არც იქ გიპასუხონ, მაგრამ ზოგჯერ პასუხის არგაცემა უკვე პასუხია.
3. ნუ შეიქმნით ცრუ იმედებს — ეს მხოლოდ დაგაზიანებთ
ნუ გგონიათ, რომ ყველა ის თანამშრომელი, რომელიც გიღიმოდათ, თქვენს პოზიციაზე იქნება, დაგიცავთ, თქვენს გამო სამსახურს დაკარგავს. არა! უამრავი ახსნა აქვს ამას: ოჯახი ჰყავს სარჩენი, კარიერა უნდა განივითაროს, უბრალოდ მედროვეა. არ დახარჯოთ ბრაზზე ენერგია.
4. იპოვეთ კარგი ადვოკატი — თუ ვერ იპოვეთ, იყავით ეს თქვენ!
ალბათ, ყველაზე რთული შესასრულებელია, მაგრამ თუკი თქვენს ადვოკატს არ სჯერა თქვენი, ემოციურად არ არის თქვენთან, ასეთ საქმეს ვერ მიიყვანს ბოლომდე. გამოიყენეთ ყველა რესურსი, მათ შორის, თავად იმუშავეთ ადვოკატთან ერთად. ისწავლეთ. საშუალო ადვოკატს სჯობს, თქვენ თავად გაერკვეთ და ლიდერობა აიღოთ საქმის მიმდინარეობისას.
5. სასამართლოს ყოველი სხდომის წინ მოემზადეთ — მოსამართლეებს მოსწონთ მომზადებული მხარე
შეიძლება გეგონოთ, რომ უკვე მილიონჯერ გაიარეთ საქმე და ზეპირად იცით ყველაფერი. არა! გადახედეთ და მოემზადეთ ყოველი სხდომის წინ. სისტემას ხშირად ჰგონია, რომ ყველაფერი მათ ხელშია და მარტივად მოიგებენ სასამართლოს. სწორედ ეს აქციეთ თქვენს უპირატესობად.
6. სასამართლო საკმარისი არაა — თქვენ ინფორმაციულ ომში შეხვედით
გახადეთ თქვენი ბრძოლა რეზონანსული. სისტემას ყველაზე მეტად ინფორმაციული დარტყმები არ მოსწონს. გამოიყენეთ ყველა რესურსი: მედია, პროფესიული ჯგუფები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, პოლიტიკოსები, საელჩოები. და არ დანებდეთ თუ მათგან მყისიერ რეაქციას არ ექნება ადგილი. გახსოვდეთ, თუ თქვენი ამბავი კულუარებში ტრიალებს, უკვე აწუხებთ სისტემას.
7. არ დაიღალოთ — გამოიზოგეთ ენერგია
გახსოვდეთ, პროცესი ხშირად ძალიან ხანგრძლივია. გამოიზოგეთ ფიზიკური და ფსიქიკური ენერგია. ჩემი პროცესი 5 წელი გაგრძელდა. სასამართლოს ყოველი ინსტანციის მოგება მიხაროდა, მაგრამ მახსოვდა, რომ სანამ გადაწყვეტილება არ აღსრულდებოდა, მანამდე მომიწევდა ბრძოლა.
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება
-
უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა
გადახედვა
-
OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა
გადახედვა
-
EU უკრაინაში ომს G20-ზე მაშინაც დაგმობს, თუ პუტინი სამიტს დაესწრება EU უკრაინაში ომს G20-ზე მაშინაც დაგმობს, თუ პუტინი სამიტს დაესწრება
გადახედვა
-
"თბილსერვის ჯგუფის" ავტოპარკს 40-მდე ერთეული ტექნიკა დაემატა "თბილსერვის ჯგუფის" ავტოპარკს 40-მდე ერთეული ტექნიკა დაემატა
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური: რუსთავის მე-17 ციხეში ოჯახის წევრს მსჯავრდებულისთვის ნარკოტიკები შეჰქონდა პენიტენციური სამსახური: რუსთავის მე-17 ციხეში ოჯახის წევრს მსჯავრდებულისთვის ნარკოტიკები შეჰქონდა
გადახედვა
-
საავტომობილო გზების დეპარტამენტი წყალმომარაგების 36 საათით შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი წყალმომარაგების 36 საათით შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ტრამპმა სი ძინპინს სახელმწიფო სადილზე უმასპინძლა — ღონისძებას ცუკერბერგი, მასკი, ალტმანი და ბეზოსი ესწრებოდნენ ტრამპმა სი ძინპინს სახელმწიფო სადილზე უმასპინძლა — ღონისძებას ცუკერბერგი, მასკი, ალტმანი და ბეზოსი ესწრებოდნენ
გადახედვა
კომენტარები