23 მარტს Apple, სავარაუდოდ, ახალ iPad Pro-ს, AirPods 3-სა და AirTags წარადგენს
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ცნობილი ჩინელი ინფორმატორის, "Kang"-ის თქმით, Apple 2021 წლის პირველ ღონისძიებას 23 მარტს გამართავს და ახალ მოწყობილობებს წარმოგვიდგენს.
სავარაუდოდ, ღონისძიებაზე ახალ iPad Pro-ს, განახლებულ AirPods-სა და დიდი ხნის წინ დაანონსებულ AirTag-ს ვიხილავთ.
თავიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ Apple ივენთს 16 მარტს გამართავდა, თუმცა ეს ინფორმაცია ბლუმბერგის ჟურნალისტმა, მარკ გურმანმა უარყო.
ეფლს ღონისძიებაზე დასასწრები მოსაწვევები ჯერ კიდევ არ დაურიგებია, რაც გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ ის თვის ბოლოს, 23 მარტს გაიმართება. ეფლს ჩვენებების გამრთვა სამშაბათობით უყვარს, ამიტომ შეიძლება ის 30 მარტსაც ჩატარდეს.
გასულ წელს, Kang აღმოჩნდა ადამიანი, რომელმაც ზუსტად გაავრცელა ინფორმაცია ეფლის გეგმების შესახებ და აუდიტორიას MagSafe-ის გამოჩენის შესახებ ამცნო.
კომენტარები