Apple AirPods Pro-ს ახალ რეკლამას — "Jump" გვიზიარებს
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
დღეს ეფლმა AirPods Pro-ს ახალი რეკლამა წარმოგვიდგინა, რომელიც თავისივე YouTube გვერდზე განათავსა. რეკლამაში აქცენტი ყურსასმენის აქტიურ ხმისჩამხშობ და Transparency რეჟიმებზეა გაკეთებული. ეს უკანასკანელი ავტომატურად ხვდება თუ რა გარემოში ხართ თქვენ. მაგალითად გზაზე გადასვლილას მანქანების ხმას მაინც გაიგებთ, რათა გადაადგილება უსაფრთხოდ შეძლოთ.
უნდა აღინიშნოს, რომ გავრცელებული ჭორების მიხედვით, ახალი AirPods შეიძლება ამავე თვეში ვიხილოთ. AirPods 3 ვიზუალურად AirPods Pro-ს მსგავსი იქნება, შედარებით მოკლე ტანითა და მომცრო ქეისით, თუმცა AirPods Pro-ს მსგავსი აქტიური ხმისჩამხშობი ფუნქცია მაინც არ ექნება.
თუ გავრცელებულს ხმებს დავუჯერებთ, ეფლი AirPods Pro-ს ახალ ვერსიაზეც უნდა მუშაობდეს, თუმცა ჯერ უცნობია როდის ვიხილავთ მათ.
კომენტარები