ყველამ კარგად ვიცით, თუ რამდენად დიდი რაოდენობით რესურსს მოიხმარს ბიტკოინი. ამ კრიპტოვალუტაზე უკვე აქტიურად საუბრობენ პლანეტის ყველაზე გავლენიანი ადამიანები, ამის პარალელურად კი სულ უფრო მეტი ფინანსური ინსტიტუტი იწყებს კრიპტოვალუტის მიღებას.

"ბიტკოინი ერთ ტრანზაქციაზე იმაზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს, ვიდრე ნებისმიერი სხვა გადახდის მეთოდი, რომელიც დღემდე კაცობრიობისთვის არის ცნობილი", — განაცხადა ცოტა ხნის წინ Microsoft-ის დამფუძნებელმა, ბილ გეიტსმა, The New York Times-სთან ინტერვიუში.

"კლიმატის ცვლილებების ფონზე მისი გამოყენება არც ისე კარგი გადაწყვეტილებაა", — დაამატა მან.

კრიპტოვალუტის შესახებ ადამიანთა დიდი ნაწილის შეფასებები განსხვავებულია, თუმცა ერთი რამ ნათელია: ბიტკოინის წარმოება ძალიან დიდ რესურსებს მოითხოვს, რაც თავის მხრივ, იმ რაოდენობის ნახშირბადს წარმოქმნის გლობალურად, რამდენსაც ერთი განვითარებული ქვეყანა.

ასევე იხილეთ: ბილ გეიტსის აზრით, ილონ მასკი თუ კლდიდან გადახტება, თქვენც არ უნდა მიჰყვეთ

ამ თემის გარშემო აზრთა სხვადასხვაობაა — ერთ ნაწილს იგი დეცენტრალიზებული ბუნების გამო მოსწონს, სხვები კი მას გარემოზე მავნე ზემოქმედების გამო არ უჭერენ მხარს. მეორე ნაწილის აზრით, ბიტკოინის მოხმარება კიდევ უფრო გაზრდის ფინანსური სექტორის მიერ გამოწვეულ ატმოსფერულ დაბინძურებას.

ადამიანთა ნაწილი, მათ შორის Twitter-ის დამფუძნებელი ჯეკ დორსი, ახლა უფრო მწვანე ალტერნატივებს ეძებს, თუმცა ჯერჯერობით, მსგავსი არაფერი არსებობს.

მალე, ალბათ, ესეც გამოსწორდება. მაგალითად, Ethereum, ბიტკოინის ერთ-ერთი ალტერნატივა, ცდილობს უფრო მდგრადი წარმოების მოდელზე გადაერთოს.

"თუ მწვანე ალტერნატივაა იქნება, რომელიც სხვა ფუნქციებით არ გადაიტვირთება, მაშინ მაგას კიდევ არაუშავს", — განუცხადა გეიტსმა Times-ს.

ასევე იხილეთ: შემდეგი პოდკასტი: ფულის ევოლუცია — კრიპტოვალუტები