AstraZeneca-ს რამდენ დოზას მივიღებთ თავიდან და რა ვაქცინების შემოტანაზე გრძელდება მუშაობა
ფოტო: Reuters
ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ დღეს, 11 მარტს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვაქცინის შემოტანის თარიღმა ერთი კვირით გადმოიწია და 22 მარტის ნაცვლად, მოწოდება ამ შაბათიდან დაიწყება. მისი თქმით, პირველ ეტაპზე ქვეყანაში AstraZeneca-ს ვაქცინა შემოვა და მოსალოდნელია, რომ მეორე Pfizer-ის დოზები იყოს.
გარდა ამისა, მინისტრმა უპასუხა კითხვებს, რა დოზით შემოვა AstraZeneca და კიდევ რა სახის ვაქცინების შემოტანის შანსი არსებობს ქვეყანაში.
AstraZeneca
"ამ ეტაპისთვის UNICEF-ის მხრიდან მიღწეული იქნა შეთანხმება AstraZeneca-ს ვაქცინის დაჩქარებულ მოწოდებაზე. მოწოდებული იქნება დათქმული დოზა 43 200 დოზა, რომელიც გადანაწილდება შესაბამისად იმ არსებული პროტოკოლით, რომელიც შემუშავებული არის", — განაცხადა მან.
Pfizer
მას შემდეგ, რაც Pfizer-ის ვაქცინის შემოტანა რამდენჯერმე გადაიდო, გაჩნდა კითხვა, ამჯერადაც ხომ არ არსებობს შემოტანის დაგვიანების საფრთხე, თუმცა მინისტრმა თქვა, რომ მუშობენ პროცესის დასაჩქარებლად.
"შემდეგი არის Pfizer-ის ვაქცინა, ამასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა მიღწეული იქნას შეთახმება, რომ Pfizer-ის ვაქცინის დაჩქარება მოხდეს. ამ ეტაპისთვის არ გადახედილა ვადები [თვის ბოლომდე შემოტანა], პირიქით ვმუშაობთ იმასთან დაკავშირებით, რომ რაც შეიძლება დაჩქარებით მოხდეს", — აღნიშნა მან.
Sinopharm
ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ აწარმოებენ მოლაპარაკებებს ჩინური ვაქცინის შემოსატანად, რომელმაც უკვე გაიარა ერთ-ერთი მარეგულირებლის ავტორიზაცია და ელოდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აკრედიტაციას. მისი თქმით, საწყის ეტაპზე 100 000 დოზა აქვთ შეკვეთილი.
"ჩინური ვაქცინაც, ჩვენ როგორც ვიცით, უკვე არის იმ ვაქცინების რიცხვში, რომელიც უახლოეს მომავალში მიიღებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან აკრედიტაციას. ჩვენ როგორც AstraZeneca-ს და Pfizer-ის შემთხვევაში, წინასწარი მოლაპარაკებები, რა თქმა უნდა, დაწყებული გვაქვს, როგორც ჩინურ მხარესთან, ასევე, Covax პლატფორმასთან. ასევე, ჩინურ ვაქცინას მიღებული აქვს ერთ-ერთ მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან ავტორიზაცია, რაც ჩვენ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ინტენსიურად გავაგრძელოთ მოლაპარაკებები.
პირველი ეტაპისთვის ჩვენ გვაქვს მცირე დოზა შეკვეთილი მწარმოებელთან, ეს არის 100 000 ვაქცინა და უკვე Covax პლატფორმიდან შესაძლებლობა გაგვიჩნდება დამატებით დოზებზე. ეს არის Sinopharm".
დამატებითი დოზები და სხვა მწარმოებლები
ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ მუშაობენ როგორც სხვა მწარმოებლებთან, ასევე, ზევითხსენებულ კომპანიებთან დამატებითი დოზების შემოსატანად. კერძოდ, ცდილობენ AstraZeneca მიიღონ როგორც ინდოელი, ასევე, კორეელი მწარმოებლებისგან. მისივე თქმით, აქვთ მოლაპარაკებები Moderna-სა და ჯონსონ და ჯონსონთან.
"მე კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენ გვაქვს გაუთქმელობის ხელშეკრულებაზე ხელი მოწერილი. აქედან გამომდინარე ჩვენ არა გვაქვს უფლება, რომ სრული ინფორმაცია გავცეთ, თუმცა ვადასტურებთ, რომ სხვადასხვა მომწოდებლებთან გვაქვს მოლაპარაკებები. ეს არის, როგორც AstraZeneca-ს სხვადასხვა მწარმოებელი, როგორც ინდოეთის, ასევე კორეის.
ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები Moderna-სთან, ჯონსონ და ჯონსონთან. კოვაქს პლატფოფრმაზეც შემდეგ რაოდენობებზეც უკვე მიმდინარეობს დადგენა, როდის იქნება ისინი მოწოდებული.
ასევე, 2 მარტს NCDC-ის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები Novavax-ის ვაქცინის მისაღებად.
ფოტო: On.ge / BBC
პარტნიორი ქვეყნები
მინისტრმა აღნიშნა, რომ გრძელდება ინტენსიური მოლაპარაკებები პარტნიორ ქვეყნებთან და ამ ეტაპზე ისრაელისა და გერმანიისგან ცდილობენ ვაქცინის შესყიდვას.
"ასევე, გვაქვს პარტნიორ ქვეყნებთან მოლაპარაკებები, კერძოდ, ინტენსიური მოლაპარაკება მიმდინარეობს ისრაელთან. ისრაელთან ჩვენ გვაქვს მოლაპარაკება 2 მიმართულებით: ერთი არის Pfizer და მეორე Moderna, რომელიც დამატებითი დოზების შეძენა და ასევე, შესაძლებელია, დონაცია მოხდეს ისრაელის სახელმწიფოს მხრიდან.
ასევე, ინტენსიურად არის ჩართული გერმანიის მთავრობა, რომელთანაც ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები უკვე მათ მიერ წარმოებულ ვაქცინებათნ დაკავშირებით, თუმცა ამ მიმართულებით ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ მოწოდებები შესაძლო შეიძლება გახდეს მხოლოდ მესამე კვარტალში და არა უფრო ადრე", — თქვა ტიკარაძემ.
მისივე თქმით, პარალელურ რეჟიმში საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან მიმდინარეობს მოლაპარაკლებები სხვა პარტნიორ ქვეყნებთან.
თავდაპირველად ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებდნენ, რომ თებერვლის ბოლოს საქართველო 29 250 დოზა Pfizer-ის ვაქცინას მიიღებდა, რომელიც 14 500-მდე სამედიცინო პერსონალზე იქნებოდა გათვლილი. თუმცა, ვაქცინის შემოტანა დაგვიანდა.
5 მარტს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ Pfizer-ის ვაქცინა ქვეყანაში, წინასწარი ინფორმაციით, 22 მარტის კვირაში გამოიგზავნება. გარდა ამისა, 2 მარტს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველო Novavax-თანაც აწარმოებდა მოლაპარაკებებს.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
კომენტარები