200 სინათლის წლით დაშორებულ თეთრ ჯუჯაზე სიცოცხლის საშენი მასალა აღმოაჩინეს
ფოტო: University of Warwick
UCLA-ს ხელმძღვანელობით შექმნილმა მეცნიერთა გუნდმა განაცხადა, რომ მათ აღმოაჩინეს თეთრი ჯუჯა, რომლის ატმოსფეროც გამდიდრებულია ნახშირბადითა და აზოტით, ასევე ჟანგბადითა და წყალბადით (ეს ორი უკანასკნელი ელემენტი წყლის შემადგენელი ნაწილებია). თეთრი ჯუჯა დაახლოებით 200 სინათლის წლითაა დედამიწიდან დაშორებული და მენახირის თანავარსკვლავედის მიმართულებით მდებარეობს.
ასტრონომიის პროფესორმა ბენჟამინ ცუკერმენმა, რომელიც ამ კვლევის ერთ-ერთი თანაავტორია, თქვა, რომ ნაშრომი წარმოადგენს მტკიცებულებას იმისა, რომ თეთრ ჯუჯასთან მყოფი პლანეტური სისტემა სიცოცხლისთვის საჭირო საშენ მასალას შეიცავს. მისი თქმით, კვლევა მიუთითებს იმაზე, რომ სიცოცხლის ზოგიერთი აუცილებელი წინაპირობა საკმაოდ გავრცელებულია სამყაროში.
მეცნიერების განცხადებით, სიცოცხლის "ბლოკების" წარმომავლობა ასე იხსნება: თეთრი ჯუჯის გარშემო ბრუნავდა უმცროსი პლანეტა, რომელმაც მოულოდნელად შეიცვალა ტრაექტორია, რაც ამავე სისტემაში არსებული სხვა პლანეტის მიზიდულობას უნდა გამოეწვია. ცვლილების გამო ეს უმცროსი პლანეტა ძალიან ახლოს მივიდა თეთრ ჯუჯასთან, სადაც ვარსკვლავის ძლიერმა გრავიტაციულმა ველმა ის შუაზე გაგლიჯა - აირად და მტვრად აქცია. ნარჩენები თეთრი ჯუჯის გარშემო ორბიტაზე გავიდა (როგორც რგოლები სატურნის გარშემო), სანამ საბოლოოდ არ დაგროვდა თვითონ ვარსკვლავზე, რამაც სიცოცხლისთვის საშენი მასალა შექმნა.
კვლევის ერთ-ერთი თანაავტორის, ედუარდ იანგის თქმით, ეს მოვლენები სულ ახლახან, ბოლო 100 000 წლის განმავლობაში ხდებოდა. ასტრონომების შეფასებით, უმცროსი პლანეტის მასის დაახლოებით 30% წყალი და ყინული იყო, ხოლო დანარჩენი 70% - კლდოვანი მატერია. უმცროსი პლანეტის ანალოგი მრავლად უნდა გვხვდებოდეს ჩვენი მზის სისტემის კოიპერის სარტყელში. კოიპერის სარტყელი ნეპტუნის ორბიტის მიღმა მდებარეობს და კოსმოსური ობიექტების, კომეტებისა და უმცროსი პლანეტების უზარმაზარ გროვას წარმოადგენს. ასტრონომებს მრავალი ათწლეულის განმავლობაში აინტერესებდათ, ჰყავდათ თუ არა სხვა პლანეტურ სისტემებს კოიპერის სარტყელში არსებული ობიექტების მსგავსი სხეულები. ამ კვლევიდან ჩანს, რომ ამ საკითხში მზის სისტემა მარტო არაა.
თეთრი ჯუჯა არის მკვრივი, ნორმალური ვარსკვლავის საწვავამოწურული ნარჩენი. მისი ძლიერი მიზიდულობის ძალა იწვევს ნახშირბადის, ჟანგბადისა და აზოტის ჩაძირვას ატმოსფეროსა და ინტერიერში, ეს კი ტელესკოპებისთვის უხილავია. ეს არის ასტრონომიის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როცა თეთრ ჯუჯასთან აზოტი აღმოაჩინეს.
სი ჩუ, კვლევის მთავარი ავტორი ამბობს, რომ თუ სხვა ვარსკვლავების "კოიპერის სარტყელში" წყალია, ეს იმედისმომცემია.
"ახლა ჩვენ ვიყურებით მზის სისტემის გარეთ არსებულ პლანეტურ სისტემაში, სადაც უმცროს პლანეტებზე წყალი, აზოტი და ნახშირბადი უხვადაა. თუ დედამიწამ შეიძინა ეს ელემენტები მცირე ობიექტებთან შეჯახებით, სხვა პლანეტური სისტემის კლდოვანმა პლანეტებმაც შეიძლება იგივე ბედი გაიზიარონ", - ამბობს სი ჩუ.
ცუკერმენის თქმით, ეს კვლევა არ სცემს პასუხს, არის თუ არა დედამიწის გარდა სიცოცხლე სამყაროში. ამისთვის მეცნიერებმა დედამიწის მსგავსი პლანეტა უნდა აღმოაჩინონ, მსგავსი ზომით, მასითა და ვარსკვლავიდან დაშორებით.
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა

კომენტარები