დევიდ შვიმერმა დაადასტურა, რომ Friends-ის სპეცსერიის გადაღება აპრილში იწყება
ფოტო: NBC
სერიალ Friends-ის (მეგობრები) მაყურებლებისთვის კარგად ნაცნობმა მსახიობმა, დევიდ შვიმერმა ცოტა ხნის წინ მიცემულ ინტერვიუში გაამხილა, რომ სულ მალე ნანატრი სპეციალური ეპიზოდის გადაღებები დაიწყება.
ამ საკულტო სიტკომში როს გელერის როლის შემსრულებელმა თქვა, რომ კამერის წინ მუშაობას აპრილში შეუდგებიან:
"დაახლოებით ერთ თვეში ლოს-ანჯელესში მივემგზავრები. ვიპოვეთ გზა, რომ გადაღებები უსაფრთხოდ დაიწყოს და ამის გამო მეტ წილად გარე სივრცე შევარჩიეთ. ხომ გესმით, უსაფრთხოების პროტოკოლის გამო", — აღნიშნა მან ენდი კოენის რადიოშოუში სტუმრობისას.
ჯერ კიდევ 2020 წლის დასაწყისში დადასტურდა, რომ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სატელევიზიო შოუს გმირები ეკრანზე ბრუნდებოდნენ და მას შემდეგ ერთგული ფანები როგორც მის ხილვას, ისე პროექტთან დაკავშირებულ დეტალებს გაფაციცებული ელოდებიან.
როგორც ცნობილია, მომავალ ეპიზოდში კვლავ ვიხილავთ მთავარი როლის შემსრულებელ მსახიობებს: ჯენიფერ ენისტონს, კორტნი კოქსს, ლიზა კუდროუს, მეთ ლებლანკს, მეთიუ პერისა და დევიდ შვიმერს. თუმცა, სავარაუდოდ, მათ მეგობრების ერთ ჩვეულებრივ სერიაში ვერ ვიხილავთ: მათი შეხვედრა სცენარის გარეშე წარიმართება და მეტწილად უფრო ინტერვიუებისგან შედგება.
ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ზემოთ ხსენებულ ინტერვიუში სპეცსერიაზე საუბრისას დევიდ შვიმერმა წამყვანი ახსენა:
"არ ვიცი, ამის თქმა თუ შემიძლია. ის არ არის ელენ დეჯენერესი, ის არ არის ბილი კრისტალი. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, თუ ვინ არ იქნება წამყვანი", — განაცხადა მან.
შოუს ამ ერთგვარ გაგრძელებაზე WarnerMedia მუშაობს და მას ახალ სტრიმინგ სერვისზე — HBO Max-ზე ვიხილავთ. თითოეულ მსახიობს ამ პროექტში მონაწილეობისთვის 2,5-3 მილიონ დოლარს გადაუხდიან, რაც ორჯერ მეტია იმაზე, რასაც მეგობრებში თავდაპირველად მონაწილეობისთვის იღებდნენ.
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
კომენტარები