თიბისი კაპიტალი Global Finance-მა საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
ფოტო: TBC
საერთაშორისო გამოცემამ - Global Finance, თიბისი კაპიტალი საქართველოში 2021 წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა. გამოცემამ წელს 22-ედ გამოავლინა მსოფლიოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკები ქვეყნების, რეგიონებისა და სექტორების მიხედვით.
Global Finance-ის რედაქტორებმა, ინდუსტრიის წამყვანი ანალიტიკოსებისგან და ექსპერტებისგან დაკომპლექტებულ ჟიურისთან ერთად, 2020 წლის განმავლობაში როგორც დაგეგმილი, ასევე დასრულებული გარიგეგები განიხილეს და გამარჯვებული ფინანსური ინსტიტუტები შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით გამოავლინეს: ბაზრის წილი, გარიგებების რაოდენობა და მოცულობა, მომსახურება და რჩევები, გარიგებების სტრუქტურირების შესაძლებლობები, ინოვაციური მიდგომა, კონკურენტუნარიანი ფასები და რეპუტაცია ბაზარზე.
"მსოფლიო მასშტაბით, მსხვილ სექტორებში კონსოლიდაციის მოლოდინი დიდია. სწორედ ამიტომ, საინვესტიციო ბანკები წამყვან როლს შეასრულებენ პოსტპანდემიური ეკონომიკის ფორმირების პროცესში. კომპანიებს, ისე როგორც არასდროს, ახლა ყველაზე მეტად სჭირდებათ საინვესტიციო ბანკების სპეცილისტები და მათი უნარები, რაც არსებული ვითარებისთვის საჭირო შესაძლებლობებს ქმნის. Global Finance-ის ჯილდო ღირებული გზამკვლევია ახალ რეალობაში", — აცხადებს ჯოზეფ ჯიარაპუტო, Global Finance-ის გამომცემელი და მთავარი რედაქტორი.
"თიბისი კაპიტალი აქტიურად ზრდის კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტების ცნობადობას და კორპორაციების წვდომას დაფინანსების დივერსიფიცირებულ წყაროებზე. შედეგად, გასული წლის განმავლობაში, 1 მილიარდ ლარამდე მოცულობის ობლიგაციები გამოვუშვით. აღსანიშნავია ისიც, რომ თიბისი კაპიტალი კრიზისულ პერიოდში აქტიურად აქვეყნებდა კვლევებს სხვადასხვა მიმართულებით, რაც ჩვენს ბიზნეს პარტნიორებს გადაწყვეტილების მიღებას უმარტივებდა", — გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.
2020 წელს, თიბისი კაპიტალის დახმარებით, თიბისი ლიზინგმა საფონდო ბირჟაზე - 58,4 მილიონი ლარის ობლიგაციები, საინვესტიციო კომპანია საქართველოს კაპიტალის ჰოლდინგურმა კომპანიამ - Georgia Global Utilities კი (რომელიც წყლის, წყალარინებისა და ენერგეტიკულ აქტივებს მართავს), ირლანდიის საფონდო ბირჟაზე 250 მლნ დოლარის საერთაშორისო მწვანე ევროობლიგაციები განათავსა. ასევე, თიბისი კაპიტალმა წარმატებით დახურა ორი კერძო განთავსება — ჯამში 25 მილიონი დოლარის ოდენობით.
აქტიური საინვესტიციო საქმიანობის პარალელურად, თიპისი კაპიტალმა კრიზისულ ვითარებას პანდემიის პირველივე დღეებში უპასუხა. პირველი ვებინარი ეკონომიკაზე COVID-19-ის გავლენის შესაფასებლად, აპრილში ჩატარდა. წლის განმავლობაში თიბისი კაპიტალმა ონლიან კონფერენციას სხვადასხვა ბიზნესსექტორთან დაკავშირებული მოლოდინებისა და სავარაუდო სცენარების შესახებ, 6-ჯერ უმასპინძლა. ამასთანავე, თიბისი კაპიტალი ახლაც განაგრძობს ეკონომიკის აღდგენის დინამიკის შესახებ ყოველკვირეული ანგარიშების მომზადებას, რომლებიც კომპანიებისთვის დამატებითი ინსტრუმენტია არსებული მდგომარეობის შესაფასებლად და საქმიანობის უკეთ დასაგეგმად.
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს" მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, მათი F-16-ების ნახევარი დიდი ხანია ევროპაშია რემონტის მიზნით ზელენსკის თქმით, მათი F-16-ების ნახევარი დიდი ხანია ევროპაშია რემონტის მიზნით
გადახედვა
-
დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის მხარდასაჭერად ლისის ტბაზე მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის მხარდასაჭერად ლისის ტბაზე მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
-
ირაკლი მეგრელიძე WMO-ს ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს ირაკლი მეგრელიძე WMO-ს ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
გადახედვა
-
მაკო არაბული აცხადებს, რომ 7-წლიანი სამსახურის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატიდან რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლეს მაკო არაბული აცხადებს, რომ 7-წლიანი სამსახურის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატიდან რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლეს
გადახედვა
-
აბიტურიენტების "მეორად ჩარიცხვებზე" მიღება კიდევ ერთხელ გამოცხადდა აბიტურიენტების "მეორად ჩარიცხვებზე" მიღება კიდევ ერთხელ გამოცხადდა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი, რომელი სახელი უფრო პოპულარულია ქვიზი: გამოიცანი, რომელი სახელი უფრო პოპულარულია
-
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
-
საფრანგეთში 400-ზე მეტი სკოლა დახურულია, სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს — პროტესტის შედეგები საფრანგეთში 400-ზე მეტი სკოლა დახურულია, სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს — პროტესტის შედეგები
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ასაჯაროებს | ვიდეო პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ასაჯაროებს | ვიდეო
გადახედვა
-
თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება — ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება — ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი
-
მთავრობა ტაილანდური კონგლომერატის Charoen Pokphand Group-ის ხელმძღვანელს შეხვდა მთავრობა ტაილანდური კონგლომერატის Charoen Pokphand Group-ის ხელმძღვანელს შეხვდა
გადახედვა
-
"თავისთავად ასეც უნდა იყოს" — პაპუაშვილი ბერას სარჩელზე "თავისთავად ასეც უნდა იყოს" — პაპუაშვილი ბერას სარჩელზე
გადახედვა
-
როგორ ფოტოებს იღებს ახალი iPhone Duo? — Apple კადრებს გვიზიარებს როგორ ფოტოებს იღებს ახალი iPhone Duo? — Apple კადრებს გვიზიარებს
გადახედვა
-
ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ პატიმრის საქმეში არასათანადო მოპყრობის მტკიცებულება ვერ ნახეს ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ პატიმრის საქმეში არასათანადო მოპყრობის მტკიცებულება ვერ ნახეს
გადახედვა
-
ხვალ, 4 მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნები ჩატარდება ხვალ, 4 მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნები ჩატარდება
გადახედვა
კომენტარები