გასული კვირის ბოლოს, მარსის ზედაპირზე NASA-ს მოხეტიალე Perseverance წარმატებით დაეშვა. ეს კიდევ ერთი მოხეტიალეა, რომელმაც მარსი უნდა შეისწავლოს და ამასთან, ის აღჭურვილია დამატებითი ხელსაწყოებით იმისათვის, რომ წითელ პლანეტაზე სიცოცხლის კვალი აღმოაჩინოს.

Perseverance-მა ისტორიული დაშვების ვიდეო გადაიღო და დედამიწაზე, მის შემქმნელებს გამოგვიგზავნა. ასე, შეგვიძლია შევიქმნათ წარმოდგენა, თუ როგორია მარსზე დაშვება. ამ ვიდეოს NASA-ში "როგორ დავეშვათ მარსზეს" უწოდებენ და ეს ვიდეო მარსის ხმების მოსმენის საშუალებასაც გვაძლევს.

როვერ "შეუპოვრობაზე", შემოკლებით კი Percy-ზე დამაგრებულმა კამერებმა და მიკროფონმა პირველად აღბეჭდეს, თუ როგორია ხომალდის დაშვება წითელ პლანეტაზე. შესაბამისი ვიდეოს ნახვა კი ქვემოთ შეგიძლიათ.

ასევე იხილეთ: