მარსის მოხეტიალე, Perseverance მარსის ზედაპირზე, თბილისის დროით, პარასკევს დაეშვა. მისი დაშვებიდან სულ ორიოდე დღეა გასული, თუმცა აპარატმა უკვე მოგვაწოდა წითელი პლანეტის რამდენიმე ფერადი ფოტო.

Perseverance ორ წელს ჯეზეროს კრატერის გამოკვლევაში დახარჯავს, მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მარსზე მყოფი უძველესი ცოცხალი არსებების კვალს მიაგნებენ.

მარსის ზედაპირს პირველად, 45 წლის წინ, ნასას მოხეტიალე — Viking 1 შეეხო, ფოტოები მანაც გამოაგზავნა და მარსზე გადაღებული პირველი ფოტო ასე გამოიყურებოდა