Diablo II ყველასათვის საყვარელი, საკულტო თამაშია. Blizzard-მა დაადასტურა ინფორმაცია, რომ ისინი თამაშის განახლებულ ვერსიაზე მუშაობენ და თამაშის შესახებ ტრეილერიც გვანახა.

Diablo II Resurrected — ასე ერქმევა ლეგენდარული თამაშის განახლებულ ვერსიას და ის თითქმის ყველა პლატფორმაზე გამოვა. ბლიზარდი გეგმავს, რომ თამაში გადაჯაჭვული იყოს პლატფორმებს შორის. ანუ, თუ თქვენ თამაშს PS5-ზე დაიწყებთ და შემდეგ PC-ზე გააგრძელებთ, ეს არანაირ პრობლემას არ შეგიქმნით, თქვენი პროგრესი ყველა სისტემაზე შეინახება.