რა გავლენას ახდენს დიეტა ჩვენს მეტაბოლიზმზე
როდესაც დიეტაზე მიდგება საქმე, არაერთი კვლევა აჩვენებს, რომ ადამიანთა უმეტესობა დროთა განმავლობაში ისევ აღიდგენს ამ ხერხით დაკლებული წონის ნაწილს მაინც.
მიუხედავად იმისა, რომ დაკლების შემდეგ წონის მომატების ბევრი მიზეზი არსებობს, გავრცელებული აზრის თანახმად, დიეტების დაცვა სამუდამოდ შლის ჩვენს მეტაბოლიზმს. მიუხედავად იმისა, რომ დიეტები საკვების მომნელებელ სისტემას ნამდვილად ანელებენ, ისინი ასევე მრავალმხრივ აუმჯობესებენ მას.
ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ უფრო კონკტერულად დასვენების მეტაბოლურ სიჩქარეზე (RMR) — იმ კალორიების რიცხვზე, რომელსაც თქვენი სხეული დასვენებისას წვავს. რა თქმა უნდა, რაც უფრო აქტიურები ვართ, მით უფრო მეტ კალორიას წვავს ადამიანის სხეული.
იმისთვის, რომ დიეტით დაკლება შეძლოთ, საჭიროა იმაზე ნაკლები რაოდენობის კალორიების მიღება, ვიდრე აქამდე იღებდით. ეს აიძულებს სხეულს, რომ დანაკლისის დასაკმაყოფილებლად გამოიყენოს მასში დაგროვილი ენერგია — ცხიმი. შესაბამისად, მეტაბოლიზმის სიჩქარეც იმატებს.
კუნთის მასის დაკარგვა დიეტის დროს — რაც დაახლოებით ერთ კილოგრამზე 15-25 კალორიას წვავს დღეში — ამცირებს დასვენების მეტაბოლურ სიჩქარეს, რაც იმას ნიშნავს, რომ იმაზე ნაკლები რაოდენობით კალორიები გჭირდებათ, ვიდრე აქამდე. მაგრამ, სხეული ასევე განზრახ ამცირებს მეტაბოლიზმის სიჩქარეს — ამ გზით იგი უფრთხილდება ენერგიის მარაგს და მინიმუმამდე დაჰყავს წონის კლება.
როდესაც სხეული გრძობს, რომ ცხიმების მარაგი იწურება, იგი მიმართავს შემგუებლურ თერმოგენეზისს — პროცესს, რომელიც კიდევ უფრო ამცირებს დასვენების მეტაბოლიზმის სიჩქარეს და შესაძლოა, მკაცრი დიეტების მიუხედავად, წონის კლების შეჩერება გამოიწვიოს.
შემგუებლური თერმოგენეზისი დიეტის დაწყებიდან, დაახლოებით, სამი დღის შემდეგ აქტიურდება იმისთვის, რომ კიდევ უფრო ჯიუტად დახვდეს თქვენს დიეტას — დააბრკოლოს წონის შენარჩუნება და სხეულს დაკლებული წონის მომატებისკენ უბიძგოს.
შემგუებლური თერმოგენეზისის ეფექტის ერთი მაგალითი ჩანს 2016 წლის ფართოდ გასაჯაროვებულ კვლევაში, რომელიც აშშ-ს რეალითი გადაცემის — The Biggest Loser-ის ყოფილ მონაწილეებზე ჩატარდა.
კვლევამ აჩვენა, რომ მონაწილეების მეტაბოლიზმის სიჩქარე საგრძნობლად იყო შემცირებული, საწყისი წონის კლებიდან რამდენიმე წლის შემდეგაც კი. კონკურსის ფარგლებში მათ ევალდებოდათ, ყოველდღიურად 500 კალორიით ნაკლები თავიანთ ნორმალურ კვებასთან შედარებით. (ნორმალურ კვებაში იგულისხმება კალორიების ის რაოდენობა, რასაც ისინი კონკურსში მონაწილეობამდე იღებდნენ).
სხვა კვლევებში კი გამოიკვეთა მეტაბოლიზმის სიჩქარის შემცირება წონის კლებასთან ერთად, მაგრამ ამ შემთხვევაში მონაწილეები იღებდნენ მხოლოდ 100 კალორიით ნაკლებს თავიანთ ნორმალურ კვებასთან შედარებით, ამას კი ისინი არსებული წონის შესანარჩუნებლად მიმართავდნენ. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, ისევ შენელებულად განაგრძობს თუ არა სისტემა მოქმედებას, როდესაც წონა უკვე სტაბილურია.
კვლევებია იმასაც აჩვენებს, რომ შემგუებლური თერმოგენეზისი უმეტესად რეალური დიეტის ფაზის დროს აქტიურდება, როგორც დროებითი პასუხი იმ წონის რაოდენობაზე, რომელიც დაიკარგა. მთლიანობაში, არ არსებობს იმის საფუძვლიანი მტკიცებულება, რომ დიეტის დასრულებიდან, მაგალითად, ერთი წლის შემდეგ, მეტაბოლიზმის სიჩქარე ისევ დაბალი რჩება.
აღსანიშნავია ბევრი ფაქტორი, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს მეტაბოლიზმის სიჩქარეზე, ამიტომ ცვლილებები მომნელებელ სისტემაში დიეტის შემდეგ ადამიანებში განსხვავებულად მიმდინარეობს. მაგალითად, ერთმა კვლევამ, რომელიც "პერიოდულ შიმშილს" (intermitent fasting) იკვლევდა, აჩვენა, რომ ასეთი დიეტის დაცვის შედეგად მეტაბოლიზმის სიჩქარე მართლაც იკლებს — მაგრამ იმ ადამიანებში, რომლებშიც მეტაბოლიზმის სიჩქარემ დაიკლო, აღსანიშნავია რომ მათ დიეტამდე უკვე ჰქონდათ მაღალი მეტაბოლური სიჩქარე.
კვლევაში მეტაბოლური სიჩქარისთვის ზედმეტად დიდი მნიშვნელობის მინიჭებამ ან მისი სიჩქარის არასწორმა პროგნოზირებამ წონის კლების შემდეგ შესაძლოა კვლევის შედეგებზე არც ისე კარგი გავლენა მოახდინოს. სადაო არაა, რომ წონის კლება მეტაბოლიზმის შენელებას იწვევს, როგორც სხეულის ზომის შემცირების, ასევე მთავარი ქსოვილებისა და "საწვავის რეზერვის" შენახვის ხარჯზე. თუმცა, ჯერჯერობით არ არიან შეთანხმებულნი მეცნიერები იმაზე, თუ რამდენად იკლებს ეს სიჩქარე.
შენელების რაოდენობრივ ანგარიშსა და მის პროგნოზირებაზე ამჟამად სიურეის უნივერსიტეტში ატარებენ კვლევას.
მეტაბოლური ცვლილებები
მეტაბოლიზმის შენელება, უბრალოდ, ერთ-ერთი ცვლილებაა, რომელიც წონის კლებას მოსდევს.
წონის კლებისას, ყველაზე თვალსაჩინო ცვლილება სხეულში ცხიმის რაოდენობის შემცირებაა. თუმცა, ამ შემთხვევაში ცხიმის უჯრედები არ ქრებიან — ისინი უბრალოდ იკუმშებიან, რაც სხეულისთვის ერთგვარ გაფრთხილებას წარმოადგენს იმის შესახებ, რომ მისი ენერგიის მარაგი ნელნელა იწურება. საპასუხოდ ეცემა ორგანიზმში ჰორმონი ლეპტინის დონე.
ჩვეულებრივ, ლეპტინი აფერხებს მადას და აჩქარებს მეტაბოლიზმს, მაგრამ როდესაც მისი დონა მცირდება, მეტაბოლური სიჩქარე ნელდება და გვიძლიერდება შიმშილის შეგრძნება.
გარდა ამისა, წონის კლებისას ნაწლავებში უფრო ნაკლები რაოდენობით გამოიყოფა მადის მარეგულირებელი ჰორმონები — რაც ასევე აბრკოლებს დიეტის გაგრძელებას. ლეპტინისა და მადის მარეგულირებელი ჰორმონების შემცირებამ, შესაძლოა, უფრო მეტი შიმშილის გრძნობა გამოიწვიოს, რის შედეგადაც საბოლოოდ იმაზე მეტ საკვებს ვიღებთ, ვიდრე გვჭირდება.
როდესაც ცხიმის უჯრედები იკუმშება, ისინი უფრო ეფექტიანად იწყებენ ცხიმის დაგროვებას, რათა აღიდგინონ დაკარგული რესურსები. ადამიანის სხეული ასევე იწყებს მეტი ცხიმის უჯრედის წარმოქმნას იმისთვის, რომ მომავალში უფრო ეფექტიანად გაუმკლავდეს კალორიების "კრიზისს".
მაგრამ, რამდენად უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ყველა ეს ცვლილება საბოლოოდ გვაძლევს უფრო ეფექტიანად მომუშავე და ჯანსაღ მეტაბოლიზმს.
მაგალითად, პატარა ცხიმის უჯრედები უკეთესია ჩვენი ჯანმრთელობისთვის, რადგან ზედმეტად გაბერილი ცხიმის უკრედები კარგად არ მუშაობენ შაქრისა და ცხიმის გამოდევნის საქმეში. ამან შესაძლოა გამოიწვიოს სისხლში შაქრის და ცხიმისა მაღალი დონე, ინსულინის მიმართ რეზისტენტულობა, დიაბეტი და გულსისხლძარღვთა დაავადებები.
აქედან გამომდინარე, დიეტა არ ანადგურებს ადამიანის მეტაბოლიზმს — პირიქით, იგი ეხმარება მას უკეთ მუშაობაში. თუმცა, სწორი მიდგომის გარეშე, ამ გაუმჯობესებულმა მუშაობამ შესაძლოა პირიქით, წონის მატება გამოიწვიოს და საწყის წონასაც კი გადააჭარბოთ.
კვლევები აჩვენებს, რომ ვარჯიში (ან უბრალოდ ფიზიკური აქტივობა) შესაძლოა იყოს ყველაზე ეფექტიანი გზა წონის დასაკლებად, რადგან იგი გვეხმარება წონის შენარჩუნებაში და მინიმუმამდე დაყავს მეტაბოლიზმის მოქმედების შენელების რისკი. იგი ასევე გვეხმარება მადის დარეგულირებაში.
კომენტარები