პირდაპირი დირექტივა პოლიტიკური რეპრესიების გასაგრძელებლად — მელია გავრილოვის განცხადებაზე
ფოტო: On.ge
ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის განცხადებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ეს არის პირდაპირი დირექტივა პოლიტიკური რეპრესიების გასაგრძელებლად.
"ეს არის პირდაპირი დირექტივა პოლიტიკური რეპრესიების გასაგრძელებლად დემოკრატიული ოპოზიციის წარმომადგენლებისა და 20 ივნისის აქციის მონაწილეთა დასასჯელად. წილი ნაყარია, ხაზები გავლებულია, ყველაფერი ნათელია. ერთ მხარეს დგას ოკუპანტი გავრილოვი და მეორე მხარეს — შეუპოვარი ქართველი ხალხის პროტესტი. როდის, თუ არა ახლა, ყველა ქართული ოცნების დეპუტატმა თავის თავს მნიშვნელოვანი კითხვა უნდა დაუსვას, რომელზეც პასუხის გაცემა მას მოუწევს მრავალი წლის განმავლობაში — რომელ მხარეს დგანან. დგანან გავრილოვების მხარეს, თუ დგანან ანწუხელიძის, მერაბ კოსტავების, ჟიული შარტავების, ზვიად გამსახურდიების და ეროვნული ღირსების მხარეს. ჩემზე ნუ იდარდებთ, ბატონო ქართული ოცნების დეპუტაციავ. მართლაც, თუ სადმე ოდესმე სანერვიულო ცხოვრებაში არ მქონია, სწორედ ახლა არ მაქვს", — განაცხადა მელიამ.
რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი ქართულ ოცნებას აქებს და ამბობს, რომ საქართველოში მმართველი პარტია აკეთებს ყველაფერს, რათა ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალებები, ამბოხებები, რეპრესიები და დიქტატურა აღარ იყოს. გავრილოვთან იტერვიუ TV პირველმა ჩაწერა. მისივე მტკიცებით, ოპოზიცია საქართველოს იმიჯის შელახვას ცდილობს.
რუსი კომუნისტი დეპუტატი, რომელის საქართველოში ჩამოსვლასაც სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა ამტკიცებს, რომ ოკუპანტი ქვეყანა მზად არის მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის თავისუფალ არჩევანს, დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს. ის ოკუპანტ ქვეყანას სტუმართმოყვარედ და მეგობრულად წარმოადგენს.
2019 წლის 20 ივნისს სამოქალაქო პროტესტი საქართველოში გავრილოვის ჩამოსვლას და მის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სკამის დაკავებას მოჰყვა. მთავარი მოთხოვნა პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა იყო, რომელიც აწერდა ხელს ასამბლეის დღის წესრიგს. მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეების მცირე ნაწილმა გააჟღერა მოთხოვნები პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, მათსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. მოქალაქეების დიდი ნაწილი ამ პროცესში ჩართული არ ყოფილა. ხელისუფლებამ სპეცრაზმი გამოიყვანა, ისე, რომ ამის შესახებ ტერიტორიაზე შეკრებილი ადამიანები არ გააფრთხილა. გამოიყენეს რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი. შედეგად, რამდენიმე მოქალაქემ თვალი, ზოგმა კი მხედველობა დაკარგა.
20 ივნისის შემდეგ გავრილოვმა რუსული პროპაგანდის გავრცელება არაერთხელ სცადა. ის იღებდა და ქართულ ჯგუფებში აქვეყნებდა ვიდეოებს, სადაც ამტკიცებდა, რომ ოკუპანტი სახელმწიფო მეგობრულია. პროპაგანდის გავრცელებაში რუსული მედიაც აქტიურად იყო ჩართული. ის 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს თავდასხმას უწოდებდა და თავის დროზე ქართული ოცნების ხელისუფლებისგან ბოდიშს მოითხოვდა.
-
რუსეთში მყოფი აფხაზი სტუდენტები შესაძლოა უკრაინის ომში გამოიძახონ რუსეთში მყოფი აფხაზი სტუდენტები შესაძლოა უკრაინის ომში გამოიძახონ
გადახედვა
-
პატარკაციშვილების ოჯახმა ყოფილი მაუდის ქარხანა გაყიდა პატარკაციშვილების ოჯახმა ყოფილი მაუდის ქარხანა გაყიდა
გადახედვა
-
ორსულობაში გადატანილი ზოგი ინფექცია ბავშვში აუტიზმის რისკთან დააკავშირეს ორსულობაში გადატანილი ზოგი ინფექცია ბავშვში აუტიზმის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
"ვერც მივხვდი, რომ ავატარს ველაპარაკებოდი" — Meta-მ ახალი თაობის ჰოლოგრამები წარადგინა "ვერც მივხვდი, რომ ავატარს ველაპარაკებოდი" — Meta-მ ახალი თაობის ჰოლოგრამები წარადგინა
გადახედვა
-
აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპს დაავალა, CNN-ს, MS NOW-ს და Politico-ს თეთრ სახლში აკრედიტაცია აღუდგინოს აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპს დაავალა, CNN-ს, MS NOW-ს და Politico-ს თეთრ სახლში აკრედიტაცია აღუდგინოს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა
გადახედვა
-
ტეილორ სვიფტი The Life of a Showgirl-სთვის 4 ახალ სიმღერას გამოუშვებს ტეილორ სვიფტი The Life of a Showgirl-სთვის 4 ახალ სიმღერას გამოუშვებს
გადახედვა
-
"ოქროს ვიზის" სკანდალი და საქართველოს საპატიო კონსულის კვალი — რა კავშირი აქვს საქმესთან შაბთაი მიქაელს? "ოქროს ვიზის" სკანდალი და საქართველოს საპატიო კონსულის კვალი — რა კავშირი აქვს საქმესთან შაბთაი მიქაელს?
გადახედვა
-
პოლიციამ კახეთში 100 კგ-მდე კანაფი და მარიხუანა ამოიღო — დაკავებულია 3 პირი პოლიციამ კახეთში 100 კგ-მდე კანაფი და მარიხუანა ამოიღო — დაკავებულია 3 პირი
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო
-
აშშ-მა პუტინი G20-ის სამიტზე მიიწვია აშშ-მა პუტინი G20-ის სამიტზე მიიწვია
გადახედვა
-
მერის მოადგილე აცხადებს, რომ ნოროვირუსი ბაღებში "გარედანაა შესული" მერის მოადგილე აცხადებს, რომ ნოროვირუსი ბაღებში "გარედანაა შესული"
გადახედვა
-
"განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა "განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა
გადახედვა
-
EU-მა და 50-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა — განცხადებას აშშ არ შეუერთდა EU-მა და 50-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა — განცხადებას აშშ არ შეუერთდა
გადახედვა
-
პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
კომენტარები