აპლიკაცია Robinhood-მა აქციების შესყიდვა შეზღუდა — პოლიტიკოსები უკმაყოფილებას გამოთქვამენ
მას შემდეგ, რაც r/WallStreetbets-მა Gamestop-ის და AMC-ის აქციების შესყიდვა დაიწყო, რამაც Wall Street-ზე ქაოსი გამოიწვია და დიდ ფონდებს პრობლემები შეუქმნა, სავაჭრო აპლიკაცია Robinhood-მა ტრანზაქციების შეზღუდვა დაიწყო.
Robinhood აპლიკაციაა, რომელიც მომხმარებლებს საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის საშუალებას აძლევდა, ახლა კი აქციების შესყიდვებზე მოულოდნელად შეზღუდვები დაწესდა. ამ გადაწყვეტილებას ამერიკელი პოლიტიკოსები გამოეხმაურნენ.
დემოკრატმა სენატორმა ალექსანდრია ოკასიო-კორტესმა ტვიტერზე დაწერა, რომ Robinhood-ის გადაწყვეტილება მიუღებელია. ტვიტი რესპუბლიკელმა სენატორმა ტედ კრუზმა გააზიარა.
პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ Robinhood დიდი ფონდების და ინტერესებს იცავს და სტატუს ქვოს შენარჩუნებას ცდილობს. ამგვარად, უბრალო მოვაჭრეები იზღუდებიან, მაშინ როცა დიდი საფინანსო კომპანიები საფონდო ბირჟით მანიპულაციას თავისუფლად აგრძელებენ.
"ისინი ვაჭრობას ზღუდავენ, რათა Wall Street-ის ფონდები დაიცვან... რომელიც საფონდო ბირჟას როგორც კაზინოს ათწლეულებია იყენებს", — განაცხადა რაშიდა ტალებმა.
ასევე იხილეთ:
კომენტარები