კომპანია Korg მუსიკოსებს სტუდიის ნაცვლად VR გარემოს სთავაზობს
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
წლების განმავლობაში, Korg-ის Gadget აპლიკაცია საშუალებას აძლევდა მუსიკოსებს, შეექმნათ პროგრამულ უზრუნველყოფაზე დაფუძნებული მუსიკა, მათ ეს შესაძლებლობა iOS-ზე და სხვა ოპერაციულ სისტემებზე ჰქონდათ, მათ შროის Switch-ზეც. ახლა კი ეს უკვე ვირტუალურ რეალობაში გადადის. ჩვენ არ ვიცით ბევრი რამ Gadget-VR–ის შესახებ, მაგალითად, რამდენი ეღირება ან რა პლატფორმებზე იქნება ხელმისაწვდომი, მაგრამ იდეა საკმაოდ დამაინტრიგებელია.
Korg-ის აზრით, Unreal Engine-ით აღჭურვილი ინსტრუმენტი საშუალებას მისცემს მუსიკოსებს გარს შემოირტყან ნებისმიერი ტიპის ვირტუალური გარემო და შექმნან მუსიკა, მათივე ვირტუალური მაგიდიდან. სავარაუდოდ, კომპანია VR-ით უფრო გაფართოებულ შესაძლებლობებს შეთავაზებს მუსიკოსებს, ვიდრე უბრალოდ სტუდიაში ჯდომაა.
კომენტარები