ჭკვიან საათს შეუძლია სიმპტომების გამოვლენამდე დაადგინოს, გაქვთ თუ არა კორონავირუსი
ბოლო კვლევების თანახმად, სმარტ საათებსა და ფიტნეს ტრეკერებს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს COVID-19 ადრეულ გამოვლენაში. Mount Sinai-ს მკვლევრებმა ცხადყვეს, რომ Apple Watch-ს შეუძლია დაადგინოს მომხმარებლის ორგანიზმში მცირედი ცვლილებები, რითაც შესაძლებელია მოხდეს კორონავირუსის დიაგნოსტიკა, ავადმყოფობამდე ერთი კვირით ადრე — CBS-ის თანახმად. ერთ-ერთმა კომპანიამ შეიმუშავა მსგავსი პროდუქტი COVID-19-ის დასადგენად, რაც ხელს შეუწყობს დაავადების გავრცელების შეჩერებასა და ასიმპტომურ ადამიანებში კორონავირუსის სწრაფ დიაგნოსტიკას.
კვლევაში, სახელწოდებით Warrior Watch, მკვლევარებმა 297 ჯანდაცვის მუშაკი, 29 აპრილიდან 29 სექტემბრის ჩათვლით გამოიკვლიეს. მათ ეკეთათ Apple Watch-ები, რომლებიც აღჭურვილი იყო სპეციალური აპებით და ზომავდა მათი გულისცემის ცვალებადობას (HRV).
"საათმა გამოავლინა მნიშვნელოვანი ცვლილებები HRV მეტრიკაში შვიდი დღით ადრე, ვიდრე პირებს გამოუვლინდებოდათ COVID ინფექცია", — თქვა კვლევის ავტორმა რობერტ ჰირტენმა.
სტენფორდის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა ანალოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომ კვლევის იმ მონაწილეთა 81%-ს, რომელიც Garmin-ის, Fitbit-ის, Apple-ის და სხვა კომპანიების ჭკვიან საათებს ატარებდა და კორონავირუსზე დადებითი პასუხი მიიღო, ჰქონდა გამოხატული ცვლილებები გულისცემაში, ვირუსის დადასტურებამდე რამდენიმე დღით ადრე.
კვლევების შედეგები ნათელია. "ახალი გზა ვირუსის იდენტიფიცირებისათვის, რომელიც შეძლებს ვირუსის გამოვლენას, სანამ დაინფიცირებულს ეცოდინება ამის შესახებ. მართლაც დიდი გარღვევა იქნება COVID-19 მენეჯმენტში", — თქვა დოქტორმა ჰირტენმა.
მკვლევარებმა მხოლოდ ის როდი შეამჩნიეს, რომ COVID-19-ის ადრეული სიმპტომების, გამოვლენა შეუძლია სმარტ საათს. კომპანიამ NeuTigers, რომელიც პრინსტონის უნივერსიტეტის კვლევის შედეგად შეიქმნა, შეიმუშავა ხელოვნური ინტელექტი, სახელად CovidDeep, რომელიც დაგვეხმარება ვირუსის მქონე ადამიანების იდენტიფიცირებაში, კლინიკურ სიტუაციებში ან სახლის მოვლის პირობებში.
კომპანიამ გამოიყენა პაციენტის კლინიკური ხარისხის მონიტორინგი Empatica E4, სახის კანის მდგომარეობის, გულისცემისა და არტერიული წნევის მაჩვენებლების მისაღებად. ამ ინფორმაციის CovidDeep-ში შენახვით მათ აღმოაჩინეს, რომ შეუძლიათ ვირუსის დიაგნოსტკა 90 პროცენტიანი სიზუსტით. ისინი საბოლოოდ აპირებენ საკუთარი აპლიკაციის წარმოებას, რომელიც შეიძლება მუშაობდეს Fitbit, Withings, Apple, Samsung და სხვა ჭკვიან საათებზე.
მორგებული ალგორითმების გარეშეც, ჭკვიანი საათი შეიძლება იყოს სასარგებლო. გოლფის ტურნირმა PGA Tour-მა ცოტა ხნის წინ დაიწყო Whoop ჯანმრთელობის ტრეკერების გამოყენება და ამან ტურნირის მონაწილეს გააცნოებიერებინა, რომ მას ჰქონდა კორონავირუსი. "მათ ჩაატარეს კვლევები, და დაადგინეს, რომ თუ სუნთქვის სიხშირე მოიმატებს ღამით ... ეს ერთგვარი სასიგნალო ნიშანია იმის შესახებ, რომ შეიძლება ვირუსი გქონდეთ", — თქვა გოლფის ჩემპიონმა რორი მაკლიროიმ ივნისში.
კომენტარები