რატომ არ მისცეს მელაშვილის ადვოკატს ციხიდან კორესპონდენციის გამოტანის უფლება
ფოტო: კადრი ვიდეო
ივერი მელაშვილის ადვოკატი, ედუარდ მარიკაშვილი აცხადებს, რომ პენიტენციური სამსახურის არგუმენტები, რომლითაც უწყება მელაშვილისა და ადვოკატის კომუნიკაციის შეფერხებას ხსნის, ან საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანაა ან არაკვალიფიციურობა. საქმე ისაა, რომ უწყებამ ივერი მელაშვილის მიერ მომზადებული საქმის წერილობითი ანალიზი ადვოკატს არ გადასცა, მიზეზად კი ის მოიყვანა, რომ ეს პირადი ხასიათის კორესპონდენცია იყო და ადვოკატს კანონით მისი გატანის უფლება არ ჰქონდა.
"პენიტენციურ სამსახურს კანონის განმარტებისას მითითებული აქვს, რომ ადვოკატი არ არის იმ ჩამონათვალში, რომელთან გასაგზავნი კორესპონდენციებიც პირადი ხასიათის არ არის. ამის საპირისპიროდ, ღიად და ცალსახად იკითხება ამ ნორმიდან, რომ ადვოკატი არის ის პირი, ვისთან კომუნიკაციაც არ წარმოადგენს პირადი ხასიათის კომუნიკაციას. ეს არის მიზანმიმართული ქმედება, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში თუ ეს ხდება არაკვალიფიციურობიდან გამომდინარე, ამის მტკიცება შეუძლებელია, თუმცა, ან ერთია ან მეორე. ცუდი ისაა, რომ იუსტიციის სამინისტროს სურს, ადვოკატთან კომუნიკაცია დაუქვემდებაროს მის კონტროლს. ეს არის წარმოუდგენელი და ძალიან მძიმე დარღვევა დაცვის უფლების", — განაცხადა ედუარდ მარიკაშვილმა On.ge-სთან.
ადვოკატის განმარტებით, პატიმრობის კოდექსის მე-16 მუხლშიც და სპეციალური პენიტენციური სამსახურის დებულების მე-40 მუხლშიც წერია, რომ ადვოკატთან კორესპონდენცია და კომუნიკაცია არ უნდა შეფერხდეს და არ უნდა შემოწმდეს.
"წერია, რომ ადვოკატთან კომუნიკაცია არ არის პირადი ხასიათის კომუნიკაცია და კორესპონდენცია, შესაბამისად, მნიშვნელობა არ აქვს, ბრალდებული ადვოკატს ადგილზე მისცემს წერილობით დოკუმენტს თუ ფოსტით გაუგზავნის. არცერთ შემთხვევაში ციხის ადმინისტრაციამ არ უნდა შეამოწმოს. ერთადერთი, ციხის ადმინისტრაცია ამოწმებს, რომ აკრძალული საგანი ან ნივთი არ გავიდეს ციხიდან ადვოკატის მეშვეობით. ეს ხდება მხოლოდ ვიზუალური დათვალიერებით" — აღნიშნა მელაშვილის ადვოკატმა.
On.ge დაუკავშირდა პენიტენციურ სამსახურს, რათა გაერკვია, რა მიზეზით ეზღუდებოდა ადვოკატს მელაშვილის მიერ მიწოდებული საქმის მასალების ანალიზის მიღება-გატანა.
"პენიტენციური დაწესებულებიდან წერილის ადრესატამდე გაგზავნას პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია უზრუნველყოფს, შესაბამისად, ადვოკატს ამ წერილის გამოტანი უფლება არ აქვს", — განაცხადეს პენიტენციურ დაწესებულებაში.
ადვოკატი დღეს კიდევ ერთხელ შეხვდა ივერი მელაშვილს და მელაშვილის მიერ წერილობითი კორესპონდენციის გამოტანა ისევ ვერ შეძლო. მისი განმარტებით, მსგავსი ტიპის, წერილობითი კომუნიკაცია აქამდე შეუფერხებლად ჰქონდა მისი დაცვის ქვეშ მყოფთან. მარიკაშვილი აღნიშნავს, რომ თუ ადგილზე საუბრის, ჩანაწერების მომზადებისა და ამ ჩანაწერის გამოტანის უფლება აქვს, გაუგებარია, რა სიკეთეს იცავენ და რისი დაზღვევა უნდათ, როცა ამბობენ, რომ ადვოკატამდე წერილობითი კორესპონდენცია მხოლოდ ციხის ადმინისტრაციის მეშვეობით უნდა მივიდეს.
"აბსურდია. თუკი საქმის მასალების შეტანის უფლება მაქვს, იმავე მასალებზე გააკეთა კომენტარები და მაწვდიდა უკან. არ არსებობს არგუმენტი იმისა, რომ გაქვს უფლება, შეხვდე, ელაპარაკო, გააკეთო ჩანაწერები, მაგრამ არ გაქვს უფლება, მისი ჩაწერილი მოსაზრებები საქმესთან დაკავშირებით ციხიდან გამოიტანო. როცა რაღაც შეზღუდვას აწესებ, უნდა გქონდეს კონკრეტული მიზანი. რა იციან, პირადი ხასიათის წერილია თუ არა. უნდათ, რომ შინაარსთან წვდომა ჰქონდეთ. ეს წარმოუდგენელია", — აღნიშნა ედუარდ მარიკაშვილმა.
რა წერია კანონში
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მე-8 პენიტენციური დაწესებულების დებულების მე-40 მუხლის მე-21 ნაწილში წერია:
პირადი ხასიათის არის ნებისმიერი სახის კორესპონდენცია, მათ შორის საჩივარი, გარდა ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ გასაგზავნი იმ კორესპონდენციისა, რომლის ადრესატი არის:
- საქართველოს პრეზიდენტი;
- საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ან/და საქართველოს პარლამენტის წევრი;
- საქართველოს პრემიერ-მინისტრი;
- სასამართლო;
- ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო;
- საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე;
- საქართველოს სამინისტრო;
- პენიტენციური დეპარტამენტი;
- საქართველოს სახალხო დამცველი ან/და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი;
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი;
- ბრალდებულის/მსჯავრდებულის ადვოკატი;
- პროკურორი;
- სამინისტროს ადგილობრივი საბჭო;
- ის კომერციული ბანკი, რომელიც დაწესებულებაში ახორციელებს საბანკო საქმიანობას;
- უცხო ქვეყნის მოქალაქე ბრალდებულის/მსჯავრდებულის შემთხვევაში, მისი ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება ან იმ ქვეყნის უფლებამოსილი დიპლომატიური წარმომადგენელი, რომელიც საქართველოში ითავსებს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ქვეყნის ინტერესების დაცვას;
- სსიპ — იურიდიული დახმარების სამსახური.
პენიტენციური დაწესებულების მიერ მოყვანილ განმარტებაში კი წერია, რომ დაწესებულების დებულების მე-40 მუხლის თანახმად, პირადი ხასიათის არის ნებისმიერი სახის კორესპონდენცია, მათ შორის საჩივარი, გარდა იმისა, რომლის ადრესატი არის კანონით დადგენილ პირთა წრე (საქართველოს პრეზიდენტი; საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ან/და საქართველოს პარლამენტის წევრი; საქართველოს პრემიერ-მინისტრი; სასამართლო და ა.შ.) და რომელთა შორის არ არის ადვოკატი.
გარდა ამისა, პატიმრობის კოდექსის მე-16 მუხლის მე-6 ნაწილში ვკითხულობთ:
პენიტენციურ დაწესებულებას ეკრძალება, შეაჩეროს ან/და შეამოწმოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის კორესპონდენცია, რომლის ადრესატი ან ადრესანტი არის:
- საქართველოს პრეზიდენტი;
- საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე;
- საქართველოს პრემიერ-მინისტრი;
- საქართველოს პარლამენტის წევრი;
- სასამართლო;
- ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო;
- საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე;
- საქართველოს სამინისტრო;
- სამსახური;
- საქართველოს სახალხო დამცველი;
- ადვოკატი;
- პროკურორი;
- სამსახურის ადგილობრივი საბჭო.
ამავე კანონის მე-5 ნაწილში წერია, რომ დახურული კონვერტით მიღებული კორესპონდენცია უნდა გაიხსნას ბრალდებულის/მსჯავრდებულის თანდასწრებით. აღნიშნული კორესპონდენცია ექვემდებარება ვიზუალურ დათვალიერებას, შინაარსის გაცნობის გარეშე.
მიუხედავად ამისა, პენიტენციურ სამსახურს განმარტება შემდეგნაირად აქვს მოყვანილი:
"პატიმრობის კოდექსის მე-16 მუხლის თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, შეუზღუდავი რაოდენობით გაგზავნოს და მიიღოს წერილები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელზე შემოსული წერილის მისთვის ჩაბარებას, აგრეთვე ბრალდებულის/მსჯავრდებულის წერილის ადრესატისთვის გაგზავნას უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულება".
უწყებამ ეს განმარტება ადვოკატის განცხადების შემდეგ გააკეთა. პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, მელაშვილის მიერ მომზადებული დოკუმენტი პირადი ხასიათის იყო და ამ ტიპის კორესპონდენციების გაგზავნას თავად ადმინისტრაცია უზრუნველყოფს. თუმცა, პენიტენციურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში არ იყო ახსნილი, რის საფუძველზე დაასკვნეს, რომ მელაშვილის მიერ მომზადებული დოკუმენტი პირადი ხასიათის იყო.
ადვოკატის თქმით, მელაშვილის მიერ მომზადებული საქმის წერილობითი ანალიზის მისთვის არგადაცემა ადმინისტრაციის მხრიდან ცალსახად დარღვევაა. მარიკაშვილმა ამაზე საჩივარიც დაწერა.
"ის პრობლემაა, რომ ადვოკატთან კომუნიკაციის შინაარსის კონტროლის უფლება არ აქვს ციხის ადმინისტრაციას და ეს არის დაცვის უფლების უხეში დარღვევა, მეორე, ბრალდებულს აქვს უფლება, ყველა დოკუმენტი, რაც საქმეს უკავშირდება, შეუფერხებლად გადასცეს მის ადვოკატს. აქვთ მხოლოდ ვიზუალურად შემოწმების უფლება, შინაარსის კონტროლის უფლება ცალსახად არ აქვს და წარმოუდგენელი დარღვევაა", — განაცხადა ედუარდ მარიკაშვილმა.
კარტოგრაფების საქმე
29 სექტემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ 17 აგვისტოს თავდაცვის სამინისტროსგან მიიღეს ინფორმაცია, რომელიც ეხებოდა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის საქმიანობას. მათივე განცხადებით, დაიწყო გამოძიება, რომელიც უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გაცემისკენ მიმართული მოქმედებას ეხებოდა. როგორც უწყებაში ამბობენ, საქართველოს საზიანოდ მეზობელი ქვეყნისთვის 3 500-მდე ჰა ფართობი მიწის გადაცემის საფრთხე შეიქმნა.
2 ოქტომბერს, პირველმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორიგინალი რუკებისა, რომლის საფუძველზეც პროკურატურამ აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის საქმეზე გამოძიება დაიწყო, ქართულ მხარეს ბიზნესმენმა, დავით ხიდაშელმა გადასცა. ვრცელდება ინფორმაცია იმაზეც, რომ რუკების დედნები მან რუსეთში საგარეო დაზვერვის დახმარებით მოიპოვა.
გაიგეთ მეტი რუკებზე:
- 1936-37 წლის რუკა უვარგისია, ვერ გამოდგება მეორე მხარესთან არგუმენტად — მელაშვილი
- დეკანოზი ჭიკაიძე: რუკებისთვის მამა კირიონმა ღარიბაშვილს მიმართა, რომლის თხოვნით ივანიშვილი ხიდაშელს დაუკავშირდა
საგამოძიებო ორგანოებმა ამ საქმეზე საზღვრის დამდგენი კომისიის წევრების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სახლები და სამუშაო ოფისები გაჩხრიკეს. ორივე მათგანი გამოძიების დაწყებას პოლიტიკას და არჩევნებს უკავშირდება.
7 ოქტომბერს კომისიის წევრები დააკავეს. 9 ოქტომბერს კი ილიჩოვასა და მელაშვილის აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
ოპოზიცია მიმდინარე გამოძიებას წინასაარჩევნო პროცესს უკავშირებს. ნაწილი აცხადებს იმასაც, რომ ყარაბაღში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე მსგავსი გამოძიება პარტნიორ ქვეყანასთან ურთიერთობის დაძაბვის მცდელობაა. არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ საზღვარზე გამოძიება აჩენს ეჭვს პოლიტიკურ მოტივაციებზე.
მმართველ გუნდში ამას უარყოფენ და ამტკიცებენ, რომ მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობას ვერაფერი დააზიანებს.
გაიგეთ მეტი:
- ბრალდება, რაც წარგვიდგინეს, ჩვენთვის ძალიან უცხოა — ილიჩოვა
- ვერც გაქცეული, ვერც აქ მყოფი, ამისთანა ბრალდებით ვერ ვიცოცხლებ, არ შემიძლია — მელაშვილი
- შიდასახელმწიფოებრივი საქმეა — კალაძე აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაციის საქმეზე დაკავებულებზე
- ვინ თუ არა მე ვწუხვარ, როგორც უწყების ხელმძღვანელი — ზალკალიანი მელაშვილის დაკავებაზე
- ეკლესია ვერ გაჩერდება, ვიდრე საკითხი სასიკეთოდ არ გადაწყდება — საპატრიარქო დავით გარეჯზე
- სახალხო დამცველი დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული კომისიის წევრების საქმეს შეისწავლის
-
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს. ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს.
გადახედვა
-
სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა
გადახედვა
-
შავი ხვრელების მძლავრი ნაკადების საიდუმლო ამოიხსნა — რა ხდება ვარსკვლავის შთანთქმისას შავი ხვრელების მძლავრი ნაკადების საიდუმლო ამოიხსნა — რა ხდება ვარსკვლავის შთანთქმისას
გადახედვა
-
ტუტანხამონის აკლდამის მიღმა ფარული ოთახები შეიძლება იყოს — ნეფერტიტის საფლავი? ტუტანხამონის აკლდამის მიღმა ფარული ოთახები შეიძლება იყოს — ნეფერტიტის საფლავი?
გადახედვა
-
კობახიძე აცხადებს, რომ ნამახვანჰესის საწინააღმდეგო კამპანია უცხოეთიდან გრანტებით იყო დაფინანსებული კობახიძე აცხადებს, რომ ნამახვანჰესის საწინააღმდეგო კამპანია უცხოეთიდან გრანტებით იყო დაფინანსებული
გადახედვა
-
რას ამბობს კიტ ჰარინგტონი ჰარი პოტერის სერიალში მონაწილეობაზე? რას ამბობს კიტ ჰარინგტონი ჰარი პოტერის სერიალში მონაწილეობაზე?
გადახედვა
-
"[აჭარაში] 2027 წელს კიდევ 10 ახალი სკოლის მშენებლობასა და 50-ის რეაბილიტაციას ვგეგმავთ" — ირაკლი კობახიძე "[აჭარაში] 2027 წელს კიდევ 10 ახალი სკოლის მშენებლობასა და 50-ის რეაბილიტაციას ვგეგმავთ" — ირაკლი კობახიძე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის შემთხვევებზე კომენტარს აკეთებს ირაკლი კობახიძე თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის შემთხვევებზე კომენტარს აკეთებს
გადახედვა
-
საქართველომ რუს დეზერტირს ერთწლიანი საერთაშორისო დაცვა მიანიჭა — მედია საქართველომ რუს დეზერტირს ერთწლიანი საერთაშორისო დაცვა მიანიჭა — მედია
გადახედვა
-
სანქტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალურმა საკონსულომ მუშაობა შეწყვიტა სანქტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალურმა საკონსულომ მუშაობა შეწყვიტა
გადახედვა
-
სააკაშვილი: ელიზბარაშვილი "ციხის კადრების" საიდუმლოს გათქმისთვის დააკავეს სააკაშვილი: ელიზბარაშვილი "ციხის კადრების" საიდუმლოს გათქმისთვის დააკავეს
გადახედვა
-
ტრამპმა თეთრ სახლში სომეხი რელიგიური ლიდერები მიიღო ტრამპმა თეთრ სახლში სომეხი რელიგიური ლიდერები მიიღო
გადახედვა
-
სახლში შეჭრილ მძარცველს ცუგა სათამაშოთი მიეგება, კუდს უქიცინებდა და არც პოლიციის გამოჩენისას დაუყეფია — ნახეთ ვიდეო სახლში შეჭრილ მძარცველს ცუგა სათამაშოთი მიეგება, კუდს უქიცინებდა და არც პოლიციის გამოჩენისას დაუყეფია — ნახეთ ვიდეო
-
შალვა პაპუაშვილი "ნამახვანჰესის" პროექტის ჩაშლაში NGO-ებს ადანაშაულებს შალვა პაპუაშვილი "ნამახვანჰესის" პროექტის ჩაშლაში NGO-ებს ადანაშაულებს
გადახედვა
-
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავა შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავა
გადახედვა
-
"ნებართვა არ ჰქონდათ" — მგფ ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს "ნებართვა არ ჰქონდათ" — მგფ ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
"გახარია საქართველოსთვის": ანექსიასთან დაკავშირებით, "ოცნების" ხელისუფლება აგრძელებს დანაშაულებრივ დუმილს და უმოქმედობას "გახარია საქართველოსთვის": ანექსიასთან დაკავშირებით, "ოცნების" ხელისუფლება აგრძელებს დანაშაულებრივ დუმილს და უმოქმედობას
გადახედვა
-
ე.წ. მეორად ჩარიცხვებზე რეგისტრაცია დღეს სრულდება — NAEC-ის განცხადება ე.წ. მეორად ჩარიცხვებზე რეგისტრაცია დღეს სრულდება — NAEC-ის განცხადება
გადახედვა
-
ფაშინიანი ყოფილ პრეზიდენტ ქოჩარიანს დაემუქრა, რომ უკანონოდ შეძენილ "ფეხსაცმელსაც კი" ჩამოართევს ფაშინიანი ყოფილ პრეზიდენტ ქოჩარიანს დაემუქრა, რომ უკანონოდ შეძენილ "ფეხსაცმელსაც კი" ჩამოართევს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: უსამშობლოების მიზანია, ევროკავშირის "მენიუში" აღმოვჩნდეთ და დავაკვირდეთ, ვინ როგორ შეგვახრამუნებს შალვა პაპუაშვილი: უსამშობლოების მიზანია, ევროკავშირის "მენიუში" აღმოვჩნდეთ და დავაკვირდეთ, ვინ როგორ შეგვახრამუნებს
გადახედვა
-
ბოლო 100-ზე მეტ წელში პირველად, კატის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ბოლო 100-ზე მეტ წელში პირველად, კატის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
კომენტარები