სანტას ოფიციალური ნებართვა აქვს, საერთაშორისო კოსმოსური სადგურის სტუმრობისთვის
ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ (FAA), სანტასა და მის სასრიალო სპეციალურ მარხილზე კომერციული ფრენის ნებართვა გასცა, სანტას უკვე კანონის ფარგლებში შეუძლია საჰაერო ტვირთის გადაზიდვა, შეერთებული შტატების მასშტაბით, დამატებით FAA სანტას უფლებას აძლევს მოინახულოს საერთაშორისო კოსმოსური სადგური.
FAA–ს განცხადებაში ნათქვამია, რომ შობას, სანტას შეუძლია ისარგებლოს: "სპეციალური ოპერაციული უფლებამოსილებით, რაც ითვალისწინებს სახელმწიფოთაშორისი საჰაერო ტვირთის მიწოდების უფლებამოსილებას, შეერთებული შტატების მასშტაბით".
FAA–ს თანახმად, კლაუსი გამოიყენებს StarSleigh-1 კოსმოსურ კაფსულას, რომელიც ენერგიას იღებს რუდოლფის სარაკეტო საშუალებით.
"მოხარული ვართ, რომ სანტას დავეხმარებით ეროვნულ საჰაერო სივრცეში ორიენტირებისა და ნავიგაციის პროცესში, რათა მან უნიკალური და უნივერსალური, კეთილგანწყობა და სიხარული მოუტანოს ყველა ასაკის ბავშსა და მოზარს — დედამიწის გარშემოც კი", — თქვა FAA-ს ადმინისტრატორმა სტივ დიკსონმა. "მოდით გავითვალისწინოთ, რომ 2020 წელი რთული წელი იყო და ვფიქრობთ, რომ ყველას უნდა შეგვეძლოს მივიღოთ განსაკუთრებული სადღესასწაულო მხიარულება, რომლის შექმნასაც მხოლოდ სანტა შეძლებს."
საბედნიეროდ, სანტა დათანხმდა ფრენას, მაგრამ პირბადე აუცილებელია ყველასთვის, მათ შორის იმათთვის, ვინც დღესასწაულების სეზონზე თუნდაც საჰაერო გზებით გადაადგილდება.
FAA-ის ამ ნებართვის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც აშშ-ს წამყვანმა ინფექციონისტმა, ენტონი ფაუჩმა დაარწმუნა ბავშვები, რომ მან უკვე აცრა სანტა კლაუსი.
"მე გავზომე მისი იმუნიტეტის დონე და ვფიქრობ რომ ის მზადაა შობისთვის", — თქვა ფაუჩმა. "მას შეუძლია ჩამოვიდეს ბუხრით, შეუძლია დატოვოს საჩუქრები და თქვენ სანერვიულო არაფერი გაქვთ, რადგან ის ჯანმრთელია."
კომენტარები