ვცდილობ თავდაუჯერებლობა პოზიტიური მიდგომით გამოვასწორო — ჯასინდა არდერნი
ფოტო: Hannah Peters / Getty Images
ახალი ზელანდიის პრემიერმინისტრმა, ჯასინდა არდერნმა გაამხილა, რომ იმპოსტერის, იგივე თვითმარქვიას სინდრომი აქვს, რომლის კონტროლსაც კრიმინალური შოუების ყურებით ახერხებს.
როგორც 2020 წლის ერთ-ერთმა წარმატებულმა ლიდერმა თქვა, წინასაშობაო პერიოდი არც ისე მარტივი იყო, თუმცა მარტოსულობა სულაც არ უგრძვნია, რადგან გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად არ იღებს და ადამიანთა გარემოცვაში ყოფნა ბედნიერებით ავსებს.
არდერნის სიტყვებით, მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის კარგი ძილი და დაბალანსებული საკვები უმთავრესია და იღბლიანად გრძნობს თავს, რომ დამქანცველი დღეების მიუხედავად ძილის პრობლემა არ ჰქონია.
პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ თვითდაეჭვების დადებითად გარდაქმნას ცდილობდა.
"ადამიანთა ნაწილი, რომელსაც პატივს ვცემ, თვითდაეჭვებითა და ნაკლები თავდაჯერებით იტანჯება, ეს ყველა ჩვენგანში მცირე დოზით მაინც არის", — განაცხადა არდერნმა და დაამატა: — "ვცდილობ შეგრძნებას ლოგიკური ახსნა მოვუძებნო. რატომ ვწუხვარ ამ საკითხზე, მეტი მომზადება ხომ არ მჭირდება, მეტი ხომ არ უნდა ვიფიქრო გადაწყვეტილების მიღებამდე?"
ახალი ზელანდიის პრემიერმინისტრის თქმით, ახლა დაძინებამდე და ახალგაღვიძებულზე ცეკვავს, რადგან ვარჯიშის რუტინა შეეცვალა. არდერნმა შვილთან ურთიერთობისთვის დროის გამონახვის პრობლემაზეც ისაუბრა:
"ეს ყოველდღიური პრობლემაა, დილას მისი დატოვება მიწევს და ტირის, ზოგჯერ მშვიდად მაცილებს. ვიცი, რომ ერთადერთი არ ვარ, ვისაც ეს პრობლემა აქვს, ყველა მშობელს ჰქონია ეს საწუხარი. თავს იმით ვიმშვიდებ, რომ სიყვარულით სავსე გარემოში იზრდება".
როგორც ამბობს, ჯერ კიდევ გააზრებული არ ჰქონდა მისი მმართველობისას მომხდარი ბევრი ტრაგედია და ვერც ვაკაარის ვულკანის ამოფრქვევისას დაღუპული ადამიანების მოსაგონარი დღისთვის გამონახა დრო.
საშობაო არდადეგებს რეცეპტების წიგნებს და კერძების მომზადებას დაუთმობს და ასე ჩაანაცვლებს "აქტიურ დასვენებას".
"ზაფხულობით მეტად კონტაქტური ვარ, მაგრამ ცოტა ხნით მაინც უნდა მივატოვო ეს მდგომარეობა", — აღნიშნა მან.
ახალი ზელანდიის პრემიერმინისტრმა ჯასინდა არდერნმა ოქტომბერში მეორე ვადით მოიპოვა მანდატი, მას შემდეგ, რაც კორონავირუსის გამოწვევებს 30-ზე ნაკლები სიკვდილის შემთხვევით გაუმკლავდა.
-
საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებით, საქართველოში მოქმედი 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებით, საქართველოში მოქმედი 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
-
ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
-
როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება
-
NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე
გადახედვა
-
პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება
გადახედვა
-
ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გადახედვა
-
მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს" მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
კომენტარები