Marvel-ის სუპერგმირი Black Panther ახლა უკვე ხელმისაწვდომია Fortnite-ში, თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ის და Captain Marvel, როგორც Marvel Royalty and Warriors Pack-ის ნაწილი, რომლის ღირებულება 24,99 აშშ დოლარია.

Epic Games-მა, Black Panther-ის საბოლოოდ გამოსვლის შესახებ ორშაბათს დილით შეატყობინა გეიმერებს. გეიმერებისთვის Fortnite-ის ეს განახლება სასიხარულოა, რადგან 2018 წელს ფილმის, Black Panther-ის გამოსვლის დღიდან, მრავალი თაყვანისმცემელი გამოუჩნდა Marvel-ის ამ პერსონაჟს.

Fortnite-ის გასულ სეზონშიც არსებობდა მოსაზრებები Black Panther-ის პერსონაჟის გამოსვლასთან დაკავშირდებით. წინა სეზონში გამოჩნდა რუკა, ხოლო მოთამაშეებს ევალებოდათ ეპოვნათ Black Panther-ის სახელმწიფო, მიუხედავად იმისა, რომ Black Panther აქამდე არასოდეს გამოჩენილა Fortnite-ის მაღაზიაში. ვარაუდობენ, რომ Black Panther-ის პერსონაჟი გასულ სეზონში იყო შემუშავებული, მაგრამ გადაიდო ჩადვიკ ბოზემენის გარდაცვალების შემდეგ, რომელიც 2018 წლის ფილმში სუპერგმირის როლს ასრულებდა. Marvel გეგმავს Black Panther გაგრძელებას და მისი დებიუტი, სავარაუდოდ, 2022 წელს იქნება.

Fortnite–ის უახლესი სეზონი, ძირითადად, კონცენტრირებულია ფილმების პერსონაჟებზე, მიუხედავად იმისა, რომ Epic-მა შექმნა მრავალი ორიგინალური პერსონაჟი ამ სეზონში, თქვენ ასევე შეგიძლიათ თამაშობდეთ როგორც Mandalorian-ით და Baby Yoda კი გვერდით მიცურავდეს თავის კაფსულაში. ამ სეზონში Epic-მა ასევე დაამატა Kratos , Master Chief Halo-დან და ორი პერსონაჟი The Walking Dead-დან.