ჩრდილოეთის ციალის 10 მომაჯადოებელი ფოტო, რომელიც 2020 წლისგან დაგვრჩა
ერთ-ერთი ყველაზე მაგიური, იდუმალი და მომაჯადოებელი სანახაობა, რომლის გამოც ნამდვილად ღირს, ნორდიკულ ქვეყნებს ესტუმროთ, ჩრდილოეთის ციალია. აურორა ბორეალისს, როგორც ამ ციურ შოუს მოიხსენიებენ, არაერთ მითოსში სწორედ ღმერთებს მიაწერდნენ. სკანდინავიურ თქმულებებში ჩრდილოეთის ციალი ვალკირიების აბჯრიდან არეკლილი შუქი იყო და, თუმცაღა, დღესდღეობით უკვე ვიცით, რა ქმნის ამ შთამბეჭდავ სანახაობას, მისი ხილვისას მართლაც რთულია, დაიჯერო, რომ ასე ახლოს მყოფი გოლიათი ნათება მიწიერია.
მიუხედავად იმისა, რომ ტურისტები ირწმუნებიან, საკუთარი თვალით ნანახს განსაკუთრებული ეფექტი აქვს და აღფრთოვანებული ემოციები ახლავსო, იმედგაცრუებულები არც ფოტოებში ასახული მაგიით ვრჩებით, მით უმეტეს, თუკი სურათები ამ მოვლენაზე შეყვარებული პროფესიონალების გადაღებულია. ამ სტატიაში ფოტოგრაფების მიერ 2020 წელს გადაღებულ აურორა ბორეალისის 10 საუკეთესო ნამუშევარს წარმოგიდგენთ.
კომენტარები