ღამით დაგუგვლისას თვალები აღარ გეტკინებათ — Google ვებვერსიაში ღამის რეჟიმს ტესტავს
Google დესკტოპ ვერსიაში ღამის რეჟიმს ტესტავს. ამის შესახებ 9to5Google წერს. როგორც ჩანს, ღამის რეჟიმის გამოცდა რამდენიმე მომხმარებელმა უკვე შეძლო ვებვერსიაში დაგუგვლისას. მისი შემჩნევა ბრაუზერ Firefox-ში მოახერხეს.
ჯერჯერობით, Google-ს ამ საკითხზე ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა, ცხადია, რომ ვებვერსიაში ღამის რეჟიმის გამოცდას სულ უფრო მეტი ადამიანი ახერხებს. არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ამ ფუნქციის გამოყენება შეიძლება უკვე რამდენიმე თვეში შევძლოთ.
აღსანიშნავია, რომ Google-ის მობილურ აპლიკაციას უკვე აქვს ღამის რეჟიმი, ვებვერსიისთვის კი ეს ჯერ კიდევ არააქტიური ფუნქციაა. მიუხედავად იმისა, რომ Windows-ზე ცალკე შეგვიძლია ღამის რეჟიმის გააქტიურება და სხვადასხვა ბრაუზერზეც ცალკე, Google-ის საძიებო სისტემის ვებვერსიისთვის ამ ფუნქციის ამოქმედება მაინც მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს. ასე, სხვადასხვა ინფორმაციის ღამით დაგუგვლისას ჩვენი თვალების დაცვას შევძლებთ.
კომენტარები