დანიაში ვერტიკალური მეურნეობა შეიქმნა, სადაც მცენარეებს არ ემუქრებათ მავნებლები თუ სარეველები
ახალი ვერტიკალური მეურნეობა, რომელიც დანიაში, კოპენჰაგენის გარეუბანში გაიხსნება, აპირებს წელიწადში თითქმის 1000 ტონა საკვების წარმოებას.
დანიურმა სტარტაპმა Nordic Harvest, ითანამშრომლა ტაივანურ ვერტიკალური ფერმერული ტექნოლოგიით უზრუნველმყოფ კომპანიასთან — YesHealth Group, რათა შექმნან მსგავსი ტიპის მეურნეობა დანიაში.
ვერტიკალურ მეურნეობაში მცენარეები განლაგებულია 14 თაროზე, რომელთა ფართობი საერთო ჯამში 75000 კვადრატულ მეტრზე მეტია. თაროებზე მცენარეები მთლიანად ჰიდროპონიკურ ტექნოლოგიას იყენებენ, რაც გულისხმობს კომპიუტერული სისტემის საშუალებით, მცენარეებისთვის იმდენი წყლისა და საკვების მიწოდებას რამდენიც სჭირდებათ. ხოლო სინათლეს ისინი ხელოვნური წყაროდან, თაროებზე დამაგრებული LED განათებებიდან იღებენ და პესტიციდებსაც კი არ საჭიროებენ. ასეთ მცენარეებს არ ემუქრებათ მავნებლები და ვერ დაჩაგრავენ სარეველები.
შემქმნელების თქმით, მომავალი წლის ბოლოს, მეურნეობის სრული დატვირთვით მუშაობის შემდეგ, დაწესებულებას შეეძლება, ტონობით საკვების წარმოება. პროდუქტის მოსავლის აღება წელიწადში 15-ჯერ მოხდება, რადგან მცენარეები ბუნებრივ ნიადაგს და დღის სინათლეს არ საჭიროებენ. გარდა ამისა, მეურნეობაში ავტომატიზირებული რობოტები იქნება გამოყენებული, როგორც ნარგავების დასარგავად, ასევე მათ შესამოწმებლად.
Nordic Harvest ითვალისწინებს, რომ სხვადასხვა ფაქტორმა, შესაძლოა, დიდი გავლენა მოახდინოს გლობალურ სუფთა საკვებზე. როგორც სტარტაპი ამტკიცებს, ვერტიკალურ მეურნეობებს, რომლებიც 20 საფეხბურთო მოედნის ფართობზე მოეწყობა, შეეძლება სრულიად უზრუნველყოს ნაწარმით დანია.
კოპენჰაგენის ობიექტი, ალბათ, არ იქნება YesHealth-ის უკანასკნელი ვერტიკალური მეურნეობა. ტაივანური კომპანია იმედოვნებს, რომ 2021 წელს გაფართოვდება აღმოსავლეთ აზიისა და შუა აღმოსავლეთის ბაზრებზე.
კომენტარები