წყალდიდობის გამო, ჟირაფი ნიანგებით სავსე მდინარეზე გადაყავთ — ვიდეო
44 000 აკრიანი ნაკრძალი წყალდიდობებმა პატარა კუნძულად აქცია. რუკოს ველური ბუნების კონსერვაციის ჯგუფი ამ კუნძულზე მცხოვრებ ცხოველებს ზედამხედველობს, მათ შორის უიშვიათეს როთშილდის ჟირაფებს.
ლონგიჩაროს კუნძულზე რამდენიმე ჟირაფი ჯერ კიდევ 2011 წელ გადაიყვანეს, თუმცა ინტენსიური დატბორვების გამო, იქ მკვიდრი ადამიანები და ცხოველებიც საფრთხის წინაშე არიან. იმის გამო, რომ წყალდიდობებმა ჟირაფების საკვები არეალის დიდი ნაწილი დატბორა, თვეების მანძილზე, ნაკრძალის თანამშრომლებს ჟირაფებისთვის საკვები მოჰქონდათ, თუმცა დროთა განმავლობაში ეს სტრატეგია არახელსაყრელი გახდა და გადაწყდა, რომ ჟირაფებისთვის ახალი სახლი შეერჩიათ.
ნაკრძალის თანამშრომლებმა სპეციალური ტივი გააკეთეს, რომელიც ჟირაფს, რამდენიმე ადამიანის თანხლებით, ნიანგებით სავსე მდინარეზე უსაფრთხოდ გადაიყვანდა. დაზღვევისთვის ცხოველს მცირე დოზით სედატივი შეუყვანეს და თვალებზე ნაჭერი ააფარეს.
ჟირაფი სახელად ასივა პირველი იყო, რომელიც ნაკრძალის თანამშრომლებმა, ადგილობრივების დახმარებით, წარმატებით გადაიყვანეს. მდინარის მეორე მხარეს, ახალი ნაკრძალი კიდევ 8 როთშილდის ჟირაფს მიიღებს.
კომენტარები