რამდენიმე საათის წინ, Jeep-მა ტვიტერზე ფოტო დადო, სადაც მისი ახალი მოდელი Wrangler 4xe და იუტას შტატში აღმოჩენილი მისტიკური ობელისკის მსგავსი ინსტალაცია ჩანს. ობელისკი, რომლის მიმართაც ბოლო დღეებია მსოფლიოს ყურადღებაა მიპყრობილი, Jeep-ის ახალი ელექტრომანქანის დასამუხტ სადგურადაა წარმოჩენილი, ხოლო პოსტის წარწერა — "ახალი დამუხტვადი Jeep® Wrangler 4xe ამ სამყაროში შეიქმნება (2021 წლის დასაწყისიდან)", არ გვაუწყებს იმის შესახებ, რომ მისტიკური ობელისკის "კამპანიის" უკან Jeep-ის ბრენდი დგას.

რა თქმა უნდა, ეს კითხვა რელევანტურია, ასეთი პოსტის შემდეგ. თუმცა, ჯერ არც ერთი წყარო ადასტურებს ამ კავშირს. ხოლო როგორც, Autoindustriya.com წერს, რომ Jeep-მა ამ პოსტით ობელისკის მარტივი ახსნა მოიფიქრა, ის წარმოაჩინა დასამუხტ სადგურად და ეს მისი მხრიდან სახალისო სვლა იყო. ამ ჟესტით, Jeep-მა ამ მისტიკური ობელისკის იდეა უსარგებლოდან რაღაც სასარგებლოდ აქცია. წყარო იმასაც აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით, არ ვიცით პასუხი კითხვაზე, თუ რატომ მოხვდა მისტიკური ობელისკი იუტას უდაბნოში. მათი თქმით, ეს შეიძლება რომელიმე ბრენდის კამპანიას, ან არტისტის გადაწყვეტილებას უკავშირდებოდეს. არ გამორიცხავენ უცხოპლანეტელებთან დაკავშირებულ გავრელებულ ვერსიასაც, თუმცა, გასულ დღეებში ნამდვილად გაბათილდა თეორიები მისტიკური მონოლითის უცხოპლანეტური წარმომავლობის შესახებ. ეს მაშინ მოხდა, როცა გაირკვა, რომ იუტას უდაბნოში ნაპოვნი ობელისკი 4-მა ადამიანმა მოიპარა.

ამავე თემაზე: