ქუთაისში, ნინოშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში On.ge-ს განუცხადეს, რომ ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. მათივე ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული იყო 6 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი. შედეგად სახლის მეპატრონემ სახის არეში მსუბუქი დამწვრობა მიიღო. ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.