სიმართლე გითხრათ, ცოტა მაქვს სიახლე, მოლაპარაკებები გრძელდება — კარლ ჰარცელი
ფოტო: არჩილ თალაკვაძე / Facebook
საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ პოლიტიკურ პარტიებთან მოლაპარაკებები გრძელდება და გამოსავალს ჯერ კიდევ ეძებენ. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ს განუცხადა.
"სიმართლე გითხრათ, ცოტა მაქვს სიახლე, მოლაპარაკებები გრძელდება. ჩვენ ჯერ კიდევ ვცდილობთ ვიპოვოთ გზა, თუ როგორ გამოვნახოთ გამოსავალი. იმისათვის, რომ წინ წავწიოთ, ეს მნიშვნელოვანი დისკუსიაა. [...] ჯერ არ ვიცი მოლაპარაკების მესამე რაუნდი როდის გაიმართება, ეს განსაზღვრული არ არის, ამაზე ვმუშაობთ", — აღნიშნა ელჩმა.
ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და არაერთ დარღვევაზე საუბრობენ, მათ შორის ე.წ. კარუსელებზე, ამომრჩევლის მიმართ ზეწოლასა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე.
ბარიერგადალხული რვავე ოპოზიციური პარტია — ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო, მოქალაქეები, ლელო, გირჩი, სტრატეგია აღმაშენებელი, ლეიბორისტული პარტია და პატრიოტთა ალიანსი — უარს ამბობენ პარლამენტში შესვლაზე. ისინი ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციის, მათ შორის თავმჯდომარის ცვლილებასა და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.
ოპოზიციის ბოიკოტს არ იზიარებს მმართველი პარტია ქართული ოცნება. ისინი აცხადებენ, რომ არჩევნები დემოკრატიულად და სერიოზული დარღვევების გარეშე ჩატარდა.
ამის ფონზე, ოპოზიციურმა პარტიებმა მონაწილეობა არც არჩევნების მეორე ტურში მიიღეს მონაწილეობა. ისინი საპროტესტო აქციებს აწყობდნენ და ხელისუფლებას რიგგარეშე არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებდნენ.
პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩების შუამავლობით პოლიტიკურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო. უკვე გაიმართა შეხვედრის ორი რაუნდი.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ მოლაპარაკებების დროს მათი მოთხოვნა კვლავ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაა, თუმცა მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ამას არც განიხილავენ.
ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია აცხადებს, რომ არჩევნები კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდა და ადამიანის ძირითადი უფლებებიც დაცული იყო, მაგრამ ასევე დარღვევებზეც მიუთითებენ. ევროპარლამენტარები მოუწოდებენ პოლიტიკოსებს, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და "დემოკრატიულ არჩევანს" სცენ პატივი. ამავე დროს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები ოპოზიციას მიმართავენ, რომ პარლამენტში შევიდნენ და არჩევნების გზით მოპოვებული მანდატები მიიღონ.
არჩევნების დროს დარღვევებზე ისაუბრეს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტშიც. უწყების ორმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში საარჩევნო პრეტენზიები გადაწყვეტილი იქნებოდა. ამავე დროს, ოპოზიციის ბოიკოტს მათ "უკვე ნანახი ფილმი" უწოდეს და მათ პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდეს.
ამავე თემაზე:
- თუ მოლაპარაკებები დასრულდა უშედეგოდ, არავინ შევა პარლამენტში, სიას გავანულებთ — სამადაშვილი
- ამ არჩევნებზეც გამოიკვეთა დარღვევები: მოსყიდვა, ამომრჩევლის დაშინება, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება — სახ.დეპი
- ბოიკოტის გამოცხადება უკვე ნანახი ფილმის ყურებას ჰგავს, მოვუწოდებთ ოპოზიციას, შევიდნენ პარლამენტში — სახ.დეპი
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
-
საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში
კომენტარები