ჩვენც ამას ვითხოვთ წლებია — ნათელაშვილი წერეთელზე მიკროსაფინანსოზე სავარაუდო თავდამსხმელზე
ფოტო: კადრი ვიდეოდან / რადიო თავისუფლება
"ჩვენც ამას მითხოვთ წლებია" — ასე ეხმაურება ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC-ზე სავარაუდო თავდამსხმელის განცხადებას. შენობიდან გავრცელებულ ვიდეოში ისმის, რომ კაცი აზარტული თამაშების აკრძალვას, ბანკებში 7%-იან სესხს და წამლებზე დაბალ ფასებს ითხოვს.
"ჩვენც ამას ვითხოვთ წლებია:
- აზარტული თამაშების აკრძალვას;
- ბანკებში სესხის წლიური მაქსიმალური ზღვარი 7 პროცენტი;
- პენსიონერებისთვის წამლები ხელმისაწვდომ ფასებში.
ხელისუფლებას მოვუწოდებ დააკმაყოფილოს მძარცველის მოთხოვნები", — წერს ნათელაშვილი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.
ინტერნეტში წერეთელზე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC-ზე სავარაუდო თავდამსხმელის კადრები ვრცელდება. ამ ეტაპზე შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს, რომ თავდამსხმელი ის არის. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მძევლები დაშავებულები არ არიან და სავარაუდო თავდამსხმელი მათ მიმართ აგრესიას არ იჩენს. არ ჩანს აქვს თუ არა სავარაუდო თავდამსხმელს ცეცხლსასროლი იარაღი. სავარაუდოდ, მას ხელში ყუმბარა უჭირავს, თუმცა ამ ინფორმაციის დადასტურება ვერ ხერხდება.
სავარაუდო თავდამსხმელი მძევლებს ეუბნება, რომ პირდაპირი ეთერი ჩართონ, რათა მედიებმა კადრები ნახონ და გააშუქონ. ის მოითხოვს, პარლამენტის დეპუტატები და ამ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკოსები შეიკრიბონ და 3 კანონი მიიღონ: აზარტული თამაშების აკრძალვა, სესხის პროცენტად მაქსიმუმ 7%-ის განსაზღვრა და წამლების ფასის შემცირება. გავრცელებულ კადრებში ის არ ასახელებს, რა შემთხვევაში გაათავისუფლებს მძევლებს და არც მომლაპარაკებელს ითხოვს.
თბილისის პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით, წერეთელზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრილია 1 პირი და მას 9 მძევალი ყავს. ამის შესახებ მან ადგილზე ჟურნალისტებთან განაცხადა.
"წერეთლის გამზირზე მოხდა შეიარაღებული თავდასხმა ერთ-ერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში. ადგილზე იმყოფება პოლიციური ჯგუფები. ჩვენი ინფორმაციით, მიკროსაფინანსოში არის 9 მძევალი და 1 შეიარაღებული პირი", — განაცხადა მან.
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC-ში, სადაც თავდამსხმელია შეჭრილი, აცხადებენ, რომ შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს გააკეთებენ, პროცესის მშვიდობიანად დასასრულებლად.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები