რა არის ის მწვანე ტაბლეტები The Queen's Gambit-დან?
Netflix-ის ახალმა მინისერიალმა The Queen's Gambit მაყურებელთა გულები უკვე მოიგო და საზოგადოების ყურადღება ცივი ომის თანმდევი საჭადრაკო ბატალიებისკენ კიდევ ერთხელ მიმართა. სერიალში ნაჩვენებია სამყარო, რომელშიც ჭადრაკი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდ სპორტული ღონისძიებას წარმოადგენს და სადაც გმირები იბადებიან, ხოლო ოცნებები კი ხდება. თუმცა, ამის გარდა ჩვენ ნათლად ვხედავთ პერსონაჟების შინაგან ტკივილებს და მათ ემოციურ თუ ფიზიკურ ბრძოლას, რაც სერიალში საკვანძო როლს თამაშობს.
The Queen's Gambit-ის მთავარი კონფლიქტი მთავარ პერსონაჟსა და მის ოპონენტებს შორის, საჭადრაკო მაგიდასთან არ ვითარდება. ბეთ ჰარმონის ყველაზე დიდი გამოწვევა მისივე წამალდამოკიდებულებაა. ობოლთა თავშესაფარში მას ყოველდღიურად მწვანე ფერის მედიკამენტს აძლევდნენ, რომლის მავნედ გამოყენებას იგი მალევე მიეჩვია. სწორედ ეს აძლევდა მას საშუალებას, რომ ჰალუცინაციის გზით საჭადრაკო პარტიები წარმოედგინა და საკუთარი სათამაშო სტილი უფრო დაეხვეწა. მოგვიანებით, მსგავსი დამოკიდებულება მას ზრდასრულ ცხოვრებაშიც მიჰყვება და რასაც მალე ალკოჰოლი თუ სხვა სახის ნარკორტიკებიც ემატება. მიუხედავად ამისა, მაყურებლისთვის ბოლომდე გასაგებია არ არის, თუ კონკრეტულად რა მედიკამენტზეა საუბარი.
სერიალის დასაწყისში ჩანს, რომ ამ სამკურნალო საშუალებას იარლიყზე "Xanzolam" აწერია, მაგრამ ეს რეალური მედიკამენტი არ გახლავთ. მოგვიანებით, მექსიკაში ყოფნისას ბეთი სპეციფიკურ წამალს, ლიბრიუმს (რის საპასუხოდაც მას ქლორდიაზეპოქსიდს აძლევენ), რეალურ ბენზოდიაზეპინს ეძებს. ამ მედიკამენტს შფოთვისა და მწვავე ალკოჰოლური აბსტინენციის (ალკჰოლური დამოკიდებულება) სამკურნალოდ იყენებენ. ფიქციური ქსანზოლამი და რეალური ლიბრიუმი იმ პერიოდის პოპულარულ დეპრესიისა და შფოთვის საწინააღმდეგო საშუალებებს აღწერს. როგორც სერიალიდან ვიგებთ, ობოლთა თავშესაფრის ხელმძღვანელობა იძულებული ხდება, რომ ბავშვების დასამშვიდებლად "ტრანკვილიზატორების" მიცემის პრაქტიკა შეუწყვიტოს. ეს 1950-60-იან წლებში იმდენად გავრცელებული რამ გახლდათ, რომ მას მეტსახელიც კი ჰქონდა: "დედას პატარა დამხმარე".
1950-იან წლებში შექმნილი ბენზოდიაზეპინების (ტრანკვილიზატორების სახე, რომელშიც ისეთი მედიკამენტები მოიაზრებიან, როგორიცაა: ვალიუმი (დიაზეპამი), ატივანი (ლორაზეპამი) და ლიბრიუმი (ქლორდიაზეპოქსიდი)) ბუმი 60-იან წლებში დაიწყო. 1965 წელს იგი პოპ-კულტურაშიც, Тhe Rolling Stones-ის სიმღერით, Mother's Little Helper გამოჩნდა. მედიკამენტს ბევრი ექიმი უწევდა რეკომენდაციას და იგი მშობლებისთვის აღზრდასთან დაკავშირებული ბევრი პრობლემის გადაჭრის გზა გახლდათ.
სწორედ ამ პერიოდში გახდა ბენზოდიაზეპინები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოწერადი მედიკამენტი. თუმცა, მის მიმართ დამოკიდებულების გაჩენის შესახებ მეცნიერებმა მხოლოდ 1980-იან წლებში შეიტყვეს. ეს მედიკამენტები იმისთვის არის შექმნილი, რომ მან სედაციური, ანუ დამამშვიდებელი ეფექტი გამოიწვიოს, თუმცა, ამას გარდა ისინი ეიფორიის მძაფრ შეგრძნებაზეც არიან პასუხისმგებელნი. სწორედ ამის გამო ხდებიან მასზე დამოკიდებულნი.
ადამიანებმა სწრაფადვე შენიშნეს, რომ იმ მედიკამენტს, რომელსაც ფსიქოაქტიური ეფექტი აქვს, ასევე ეიფორიის განცდაც ახასიათებს. დროთა განმავლობაში ბენზოდიაზეპინები პოპულარული გახდა არა მხოლოდ როგორც მხოლოდ ჯანმრთელობის პრობლემების სამკურნალოდ მედიკამენტები, არამედ როგორც რეკრეაციული ნარკოტიკული საშუალებები, რომლებიც ეიფორიული განცდის ან "კაიფის" მისაღწევად შეიძლება იქნეს გამოყენებული. რეკრეაციული, ან თუნდაც თერაპიული მიზნით ბოროტად გამოყენების შემთხვევაში ბენზოდიაზეპინებს ტოლერანტობის, შეჩვევისა და წამალდამოკიდებულების გამოწვევა შეუძლიათ, შენიშნავს ამერიკის ადიქციების ცენტრი.
სერიალში მკაფიოდ არ ჩანს, განიცდის თუ არა ბეთ ჰარმონი მსგავს ეფექტებს ტრანკვილიზატორების მიღების შემდეგ. თუმცა, როგორც სიუჟეტი გვკარნახობს, მედიკამენტების მიღებით იგი ღრმა ემოციური ტრავმების თვითმკურნალობისა და ჭადრაკის თამაშზე კონცენტრაციისთვის იღებს. მას შემდეგ, რაც საჭადრაკო დაპირისპირება უფრო ინტენსიური ხდება, ბეთი ტრანკვილიზატორებს თამაშის თანმდევი დაძაბულობის მოსახსნელადაც იღებს.
ამის შედეგად უფრო მკაფიო წარმოგენა გვექმნება, თუ რამდენად სტრესული შეიძლება ყოფილიყო 1960-იანი წლების საჭადრაკო სივრცე. სერიალი აღწერს სამყაროს, სადაც ჭადრაკს მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანები თავიანთ პირად დემონებთან ბრძოლის პარალელურად თამაშობენ. The Queen's Gambit ნათლად წარმოაჩენს დამარცხებასთან ასოცირებულ იმედგაცრუებასაც, რასაც მოთამაშეები საკუთარ ინტელექტუალურ არასრულფასოვნებად აღიქვამენ. ეს უკანასკნელნი საკუთარ თავებს გენიოსებად მიიჩნევდნენ და მათი ნაწილი, რა თქმა უნდა, იყო კიდეც. ამის ფონზე წაგება მათ თავიანთი გონებრივი შესაძლებლობების ლიმიტთან მტკივნეულად აჯახებდა. სწორედ ამ ტკივილისგან თავის დასაღწევად იყენებს ბეთ ჰარმონი ალკოჰოლსა და რეკრეაციულ ნარკოტიკებს.
The Queen's Gambit ნათლად აჩვენებს, რომ ჭადრაკი სახალისო თამაში არ არის. მისი სათამაშო კომბინაციების შესახებ წიგნები იწერება და პროფესიონალ სპორტსმენებს მათი სრულად დაზეპირება უწევთ. ისინი საკუთარ გონებაში მთლიან პარტიებს თამაშობენ და წინასწარ არა 2 სვლას, არამედ ათეულობით კომბინაციას თვლიან. ამის ფონზე ნაჩვენები წამალდამოკიდებულება კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩენს რეალური პრობლემის სიმწვავეს. სერიალი მაყურებელს მკაფიოდ აჩვენებს მენტალურ ჯანმრთელობასთან და წამალდამოკიდებულებასთან ასოცირებულ სირთულეებს და ასე წარმოაჩენს, რომ ჭადრაკის პროფესიონალურ დონაზე სათამაშო ინტელექტუალური შესაძლებლობები ყველას არ აქვს.
კომენტარები