ეგვიპტეში 2 500 წლის აკლდამა აღმოაჩინეს, რომელშიც 100-ზე მეტი მუმია იყო
ეს წელი ეგვიპტეში მომუშავე არქეოლოგებისთვის ძალიან პროდუქტიული აღმოჩნდა. ახლახან კიდევ ერთი აღმოჩენა გაკეთდა: მკვლევრებმა 100-ზე მეტ ახალ მუმიას მიაგნეს. ფერადი დალუქული სარკოფაგები 2 500 წლით თარიღდება, როცა ეგვიპტეს პტოლემაური დინასტია მართავდა.
სარკოფაგები დროებით დჯოსერის პირამიდასთან არის გამოფენილი. ეგვიპტის ტურიზმის მინისტრის, ხალედ ელ-ანანის თქმით, სარკოფაგები მალე კაიროს სამ სხვადასხვა მუზეუმებში განთავსდება.
სექტემბრიდან მოყოლებული, ეგვიპტეში 140-ზე მეტი სარკოფაგი იპოვეს, რომელთა უმეტესობაში კარგად შენახული მუმიები იყო. ყველა ახალი აღმოჩენა საქარას რეგიონში გაკეთდა.
საქარა ეგვიპტის უძველესი დედაქალაქის, მემფისის ნეკროპოლისის ნაწილია. იგივე რეგიონს მიეკუთვნება ცნობილი გიზას პირამიდები. აღსანიშნავია, რომ უძველესი დედაქალაქის ნანგრევები UNESCO-მ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებს 1970-იან წლებში მიაკუთვნა.
ახალი აღმოჩენები ეგვიპტეში ტურიზმის გამოსაცოცხლებლად მნიშვნელოვანია, რადგან 2011 წლის შემდეგ, როცა ქვეყანაში ჰოსნი მუბარაკის ავტოკრატიული მმართველობა ჩანაცვლდა, ტურიზმის ინდუსტრიას, პოლიტიკური არეულობის გამო, პრობლემები შეექმნა. ამას COVID-19-ის პანდემიაც დაემატა. მიღებულმა პრევენციულმა ზომებმა და ვირუსის გლობალურმა გავრცელებამ კულტურულ ტურიზმს სერიოზული ზიანი მიაყენა.
კომენტარები