გუშინ საღამოს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდთან კაცის ცხედარი იპოვეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.