სამწუხაროა, რომ მხოლოდ 3 საშვი გადაეცა ბატონ კახის, ქალაქის ხელმძღვანელობას და მთავრობის წარმომადგენლებს — ფედერაცია
ფოტო: კადრები ვიდეოდან / პირველი არხი
ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, საქართველო-მაკედონიის მატჩზე დასწრება სამთავრობო გუნდიდან ბევრს წევრს სურდა, თუმცა ვერ მოხერხდა და სამწუხაროა, რომ თბილისის მერს, კახა კალაძეს მხოლოდ სამი საშვი ჰქონდა.
"სამწუხაროა, რომ მხოლოდ სამი საშვი გადაეცა ბატონ კახის, ქალაქის ხელმძღვანელობას და მთვრობის წარმომადგენლებს. ერთადერთი მთავრობის წარმომადგენელი იყო — სპორტის მინისტრის მოადგილე, შალვა გოგოლაძე. სამწუხაროდ, სხვების დაპატიჟება... მრავალი მსურველი იყო სამთავრობო სექტორიდან, რომ ამ თამაშზე გუნდთან ერთად ყოფილიყო, ისევე, როგორც მრავალი გულშემატკივარი", — განაცხადა ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა.
მანვე აღნიშნა, რომ კალაძის მატჩზე დასწრება წინასწარ იყო შეთანხმებული უეფასთან.
"ქალაქის მერი, ბატონი კახი კალაძე არის ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი, უეფასთან შეთანხმებული იყო, რომ როგორც წინა თამაშზე, ასევე, ოქტომბერში ანალოგიურად იყო, ოქტომბერში ჩვენ უეფასთან შევათანხმეთ სია, სადაც გათვალისწინებული იყო, რომ კახის ქონდა სამი ადგილი განკუთვნილი. ამას გარდა თამაშზე, VIP ლოჟას რომ ეძახით თქვენ და საერთოდ თამაშზე, იმყოფებოდა მხოლოდ აკრედიტირებული მედია, თქვენი კოლოგები და მხოლოდ ფედერაციის თანამშრომლები და ფედერაციის ხელმძღვანელობა", — განუცხადა მუჯირმა ჟურნალისტებს.
საქართველო-მაკედონიის მატჩს გულშემატკივარი ვერა, მაგრამ თბილისის მერი და გენერალური მდივანი კახა კალაძე შვილთან ერთად დაესწრო. პირველი არხის პირდაპირი ეთერის კადრებში ჩანს, რომ მატჩზე იყო ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, ფედერაციის პრეზიდენტი და ამავე პარტიის წევრი ლევან კობიაშვილი და სხვა პირებიც.
პარალელურად გულშემატკივარი მატჩს გარეთ დამონტაჟებულ ეკრანზე უყურებდა. ზოგიერთ მათგანი გადაადგილების შეზღუდვის წესის დარღვევისთვის 2 000-ლარით დააჯარიმეს.
მიუხედავად იმისა, რომ UEFA-მ თამაშებზე მაყურებლის ნაწილის მისვლა სპეციალური წესების დაცვით დაუშვა, საკოორდინაციო საბჭომ, კორონავირუსის გავრცელების მიზეზით, უარი თქვა. ამ მიზეზის გამო, წინა მატჩზეც გულშემატკივრები სტადიონის გარეთ იყვნენ შეკრებილები.
-
"დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში ცვლილებები ამოქმედდა "დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში ცვლილებები ამოქმედდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების ახალი კანონის ფარგლებში პირველი ბავშვი, რომელმაც სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა, 1 წლის იყო ნიდერლანდების ახალი კანონის ფარგლებში პირველი ბავშვი, რომელმაც სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა, 1 წლის იყო
გადახედვა
-
ლაშა ხუციშვილი კატარის ფინანსთა მინისტრს შეხვდა ლაშა ხუციშვილი კატარის ფინანსთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
რუსებმა კიევის მეცნიერებათა აკადემიის შენობა დაბომბეს რუსებმა კიევის მეცნიერებათა აკადემიის შენობა დაბომბეს
გადახედვა
-
ძაღლები ადამიანის მეტყველებას ბავშვების მსგავსად შიფრავენ — კვლევა ძაღლები ადამიანის მეტყველებას ბავშვების მსგავსად შიფრავენ — კვლევა
გადახედვა
-
საია-მ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ციხის პოპულაციის ზრდასთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა საია-მ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ციხის პოპულაციის ზრდასთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა
გადახედვა
-
ალან ბერსე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა ალან ბერსე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა
გადახედვა
-
ფსსს: ყალბი ცნობებით 20 600 კგ ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს ფსსს: ყალბი ცნობებით 20 600 კგ ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
გელა ხასაია: დაკავებამდე რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ დღეიდან გელა ხასაია: დაკავებამდე რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ დღეიდან
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილმა ტორონტოში უკრაინელი ბავშვებისა და ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა მაკა ბოჭორიშვილმა ტორონტოში უკრაინელი ბავშვებისა და ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
გადახედვა
-
EU-მა უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციის გამო 10 პირსა და 17 ორგანიზაციას სანქციები დაუწესა EU-მა უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციის გამო 10 პირსა და 17 ორგანიზაციას სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს
გადახედვა
-
ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს
გადახედვა
-
Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა
გადახედვა
-
კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია" კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია"
გადახედვა
-
ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა
გადახედვა
-
ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა
გადახედვა
-
10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს 10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა? საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
გადახედვა
-
თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
გადახედვა
კომენტარები