საშა ბარონ კოენი ტრამპს მარცხის გამო "სამუშაოს" აღარ სთავაზობს
ფოტო: Amazon Prime
ალბათ, უკვე იცით, რომ აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი არჩევნებში დამარცხდა და მას მეორე ვადით ხელისუფლების მეთაურად აღარ აირჩევენ: აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, პირველი ქალი ვიცეპრეზიდენტი კი კამალა ჰარისი გახდება.
კინომოყვარულებმა ასევე კარგად იციან, რომ გასულ თვეში საშა ბარონ კოენის საკულტო კომედია ბორატის მომდევნო ფილმი გამოვიდა, რომელმაც წინასაარჩევნოდ ტრამპის ადმინისტრაცია სკანდალში გახვია: სხვა მრავალ თავზეხელაღებულ სცენასთან ერთად ფილმის ფინალში ტრამპთან დაახლოებული პირის — რუდი ჯულიანის ინტიმური კადრები გამოჩნდა.
ამის გამო, ცხადია, საშა ბარონ კოენი დონალდ ტრამპის სიმპათიას ვერ იმსახურებს: რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა მას "შექანებული" უწოდა.
"წლების წინ მან ჩემთვის ოინის მოწყობა სცადა, თუმცა ერთადერთი ვიყავი, ვისთანაც ეს არ გამოუვიდა. ცრუპენტელაა და სასაცილო სულაც არ მგონია. ჩემთვის ის შექანებული ვინმეა", — თქვა დონალდ ტრამპმა მსახიობ საშა ბარონ კოენზე, რომელიც გამოგონილ ყაზახ ჟურნალისტს, ბორატ საგდიევს განასახიერებს.
ამ განცხადების გამო კოენმა ტრამპს მადლობა გადაუხადა და სულგრძელი წინადადებაც შესთავაზა:
"დონალდ, ვაფასებ, რომ ბორატს უფასო რეკლამა გაუკეთე. ვაღიარებ, რომ არც შენ მგონიხარ სასაცილო, თუმცა მაინც მთელი მსოფლიო დაგცინის. ყოველთვის ვეძებ ვინმეს, ვინც რასისტ მასხარას განასახიერებს, შენ კიდევ 20 იანვრის შემდეგ სამსახური დაგჭირდება. დავილაპარაკოთ ამაზე", — ასე გამოეხმაურა საშა ბარონ კოენი ტრამპის განცხადებას.
რა თქმა უნდა, არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ საშა ბარონ კოენმა კიდევ ერთხელ გამოიყენა შესაძლებლობა, რომ აშშ-ის პრეზიდენტისთვის მიემართა და ამჯერად თავისი "შეთავაზება" სამუშაოსთან დაკავშირებით უკან წაიღო:
"დონალდ, უმუშევარი დარჩი და ვიცი, რომ სამსახური შემოგთავაზე, მაგრამ გასულ კვირას შენი ქმედებები მეტისმეტად ტრაგიკული და სევდიანი იყო. შეთავაზება გაუქმებულია", — წერს კოენი ტვიტერის პირად ანგარიშზე.
ტრამპის "ქმედებებში" მსახიობი ალბათ იმ განცხადებებს გულისხმობს, რომლითაც ამერიკის 45-ე პრეზიდენტმა არჩევნები გაყალბებულად, საკუთარი თავი კი გამარჯვებულად გამოაცხადა.
საშა ბარონ კოენი ერთადერთი არ იყო, ვინც მას ამის გამო ირონიულად გამოეხმაურა:
სამეფო კარის თამაშებში ღამის მეფის როლის შემსრულებელმა, ვლადიმირ ფურდინიკმა დაწერა, რომ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნები ისევე მოიგო, როგორც ღამის მეფემ ვინტერფელის ბრძოლა.
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
-
გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება
-
უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა
გადახედვა
-
OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა
გადახედვა
-
EU უკრაინაში ომს G20-ზე მაშინაც დაგმობს, თუ პუტინი სამიტს დაესწრება EU უკრაინაში ომს G20-ზე მაშინაც დაგმობს, თუ პუტინი სამიტს დაესწრება
გადახედვა
-
"თბილსერვის ჯგუფის" ავტოპარკს 40-მდე ერთეული ტექნიკა დაემატა "თბილსერვის ჯგუფის" ავტოპარკს 40-მდე ერთეული ტექნიკა დაემატა
გადახედვა
კომენტარები