აჭარის ტელევიზია უმაღლეს საბჭოს მეურვის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადებას სთხოვს
ფოტო: On.ge
აჭარის ტელევიზია უმაღლეს საბჭოს მეურვის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადებას სთხოვს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი, ნათია კაპანაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარეს, დავით გაბაიძეს მიმართავს, მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრის ვაკანტურ ადგილზე კონკურსი გამოაცხადოს. მიმართვა კაპანაძემ გაბაიძეს 13 იანვარს გაუგზავნა.
კაპანაძე მიიჩნევს, რომ მრჩეველთა საბჭო არასრული შემადგენლობით ფუნქციონირება მაუწყებლის პროგრამული პრიორიტეტებისა და ფინანსების ეფექტური მართვის კუთხით, შესაძლოა, გაურკვევლობის წარმოშობის საფუძველი გახდეს. გარდა ამისა, მაუწყებლის დირექტორი აღნიშნავს, რომ ორგანიზაციას არ აქვს მოკლევადიანი და გრძელვადიანი სტრატეგიული დოკუმენტი, გასამართია მართვის სტრუქტურა, თანამშრომლების შრომის უსაფრთხოებისა და ორგანიზაციის ფუნქციონირებისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საკითხები.
„გთხოვთ, სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დამოუკიდებლობისა და სტაბილური განვითარების უზრუნველყოფის მიზნით, თქვენი ყურადღების ობიექტი გახდეს სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს სრული დაკომპლექტების პროცესი. შესაბამისად, მოგვცეთ შესაძლებლობა მმართველი რგოლების სრული შემადგენლობით ამუშავებით და სინერგიით ჩვენი მაუწყებელი გახდეს ანგარიშვალდებულების საუკეთესო მაგალითი ქვეყანაში,” - წერს კაპანაძე გაბაიძიეს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრის თანამდებობა 2016 წლის 19 აგვისტოს შემდეგ ვაკანტურია. ამ დროიდან დატოვა თანამდებობა 5-წევრიანი მრჩეველთა საბჭოს წევრმა ზაზა ხალვაშმა. ის საბჭოში უმრავლესობის მიერ იყო წარდგენილი. შესაბამისად, მის ნაცვლად კანდიდატის დასახელების უფლება კვლავ უმრავლესობას ექნება. საბჭოს წევრი 6-წლიანი ვადით ირჩევა. თუმცა, პირი, რომელიც ხალვაშს ჩაანაცვლებს მისი დარჩენილი ვადით, დაახლოებით 3 წლით შეასრულებს საქმიანობას.
მხოლოდ აჭარის ტელევიზია და რადიო არაა, სადაც მეურვეები სრულად არ არიან არჩეულები. მსგავსი შემთხვევაა საზოგადოებრივ მაუწყებელში. 9-წევრიანი სამეურვეო საბჭო 8 წევრით არის დაკომპლექტებული. ამ შემთხვევაშიც, ვაკანტურია უმრავლესობის მიერ დასასახელებელი მეურვის კვოტა. მეურვის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ნათელა სახოკიამ, შვილის - ირაკლი რუხაძის ტელეკომპანია იმედის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნის გამო, 13 ივნისს დატოვა.
მაუწყებლობის შესახებ კანონით, მეურვის უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გამოსცემს ბრძანებას კონკურსის გამოცხადების შესახებ, რომლითაც განსაზღვრავს მეურვეობის კანდიდატთა მიერ განაცხადების წარდგენის ვადას არაუმეტეს 15 კალენდარული დღისა. თუმცა, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობაში მსგავსი ნორმა არ დევს.
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო? ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო?
გადახედვა
-
სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა
გადახედვა
-
მარია ზახაროვა ნიკოლოზ მჟავანაძეს ურჩევს, კლუნების ფონდ მიმართოს, რომ ლონდონის სანქციებისგან დაიცვან მარია ზახაროვა ნიკოლოზ მჟავანაძეს ურჩევს, კლუნების ფონდ მიმართოს, რომ ლონდონის სანქციებისგან დაიცვან
გადახედვა
-
იოსებ სიგუა: ამ ეტაპზე თანამდებობაზე აღდგენას არ ველოდები, ვისვენებ იოსებ სიგუა: ამ ეტაპზე თანამდებობაზე აღდგენას არ ველოდები, ვისვენებ
გადახედვა
-
ტვინის კონფიდენციალურობა შეიძლება წარსულს ჩაბარდეს — AI "აზრების წაკითხვას" სწავლობს ტვინის კონფიდენციალურობა შეიძლება წარსულს ჩაბარდეს — AI "აზრების წაკითხვას" სწავლობს
გადახედვა
-
10 ფილმი, რომლებსაც ოქტომბერში უნდა უყურო 10 ფილმი, რომლებსაც ოქტომბერში უნდა უყურო
გადახედვა
-
მასწავლებლის ეროვნული პრემია — რამდენს დახარჯავს განათლების სამინისტრო მასწავლებლის დღის ღონისძიებისთვის? მასწავლებლის ეროვნული პრემია — რამდენს დახარჯავს განათლების სამინისტრო მასწავლებლის დღის ღონისძიებისთვის?
გადახედვა
-
მარია ზახაროვა: რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები ყელში ძვალივით ეჩხირება ბევრ არარეგიონულ მოთამაშეს მარია ზახაროვა: რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები ყელში ძვალივით ეჩხირება ბევრ არარეგიონულ მოთამაშეს
გადახედვა
-
როგორ უკავშირდება შენი პროდუქტიულობა და განწყობა წყლის ბალანსს როგორ უკავშირდება შენი პროდუქტიულობა და განწყობა წყლის ბალანსს
-
თბილისში რამდენიმე კვების ობიექტს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა თბილისში რამდენიმე კვების ობიექტს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა
გადახედვა
-
დუაიტ ჰოვარდი პირველად Black Fortress-ის ფორმაში: ისტორიული დებიუტი 10 ოქტომბერს დუაიტ ჰოვარდი პირველად Black Fortress-ის ფორმაში: ისტორიული დებიუტი 10 ოქტომბერს
კომენტარები