სიამაყით ვულოცავ ჩვენს მომავალ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს — ბარაკ ობამა
ფოტო: Susan Walsh / AP
"სიამაყით ვულოცავ ჩვენს მომავალ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს და მომავალ პირველ ლედის, ჯილ ბაიდენს. ასევე, ვულოცავ კამალა ჰარისსა და დაგ ემოფს (კამალას ქმარს) მომავალ ვიცე-პრეზიდენტად არჩევას", — ასე გამოეხმაურა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა არჩევნების პირველად შედეგებს.
"ამ არჩევნებში, ამერიკამ აჩვენა ისეთი რიცხვები, როგორიც ისტორიას არ ახსოვს. და როცა ყველა ხმა დათვლილი იქნება, პრეზიდენტად არჩეული ბაიდენი და ვიცე-პრეზიდენტად არჩეული ჰარისი ისტორიულ და საბოლოო გამარჯვებას გვიჩვენებენ.
იღბლიანები ვართ, რომ ჯომ ყველაფერი გააკეთა პრეზიდენტობისთვის და უკვე ამ გზაზე დგას. რადგან იანვარში, როდესაც ის თეთრ სახლში შევა, მას უამრავი გამოწვევა დახვდება. ისეთი, როგორიც არცერთ პრეზიდენტს აქამდე — მძვინვარე პანდემია, უთანასწორო ეკონომიკა და სასამართლო სისტემა, რისკის ქვეშ არსებული დემოკრატია და კლიმატის ცვლილებების საფრთხე.
ვიცი, რომ ის ყველა ამერიკელის საუკეთესო ინტერესს გაითვალისწინებს საკუთარი მოვალეობის შესრულების დროს", — წერს ბარაკ ობამა და ბაიდენთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
ობამას თქმით, დარწმუნებულია, რომ ბაიდენი ყველა ამერიკელის საუკეთესო ინტერესს გაითვალისწინებს საკუთარი მოვალეობის შესრულების დროს, იმის მიუხედავად, მიიღო თუ არა მათი ხმები. ის მოუწოდებს ყველა ამერიკელს, რომ მისცენ ბაიდენს შანსი და გამოუცხადონ მხარდაჭერა.
"ეს არჩევნები გვიჩვენებს, რომ ქვეყანა სამწუხაროდ გაყოფილია. არამხოლოდ ჯოსა და კამალას, ასევე, ყველა ჩვენგანს გვევალება, რომ ჩვენი საქმე გავაკეთოთ, გამოვიდეთ კომფორტის ზონიდან, მოვუსმინოთ სხვებს, დავუწიოთ ტემპერატურას (ბრაზის შემცირებას გულისხმობს აქ) და ვიპოვოთ საერთო წერტილი წინ წასასვლელად. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ერთი ერი ვართ", — წერს ის.
ექსპრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველა ამერიკელს, ვინც პირველად მისცა ხმა და საარჩევნო პროცესში ჩაერთო. ასევე, მათ, ვინც ბაიდენის კამპანიაში იყვნენ ჩართული/
"თქვენმა მონდომებამ ცვლილებები მოიტანა. ისიამოვნეთ ამ მომენტით, შემდეგ კი განაგრძეთ ბრძოლა. ვიცი, რომ ეს ხანდახან დამღლელი ჩანს, მაგრამ დემოკრატია აქტიურ მოქალაქეობას და პრობლემებზე ყურადღების გამახვილებას მოითხოვს. არამხოლოდ წინასაარჩევნოდ, მაგრამ ასევე არჩევნებს შორისაც.
ჩვენს დემოკრატიას ახლა ყველაზე მეტად ვჭირდებით და მე და მიშელი მხარდაჭერას ვუცხადებთ ჩვენს ახალ პრეზიდენტსა და პირველ ლედის", — განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ ჯო ბაიდენმა 2008 წელს ბარაკ ობამასთან ერთად საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა და შემდეგი რვა წელი აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი იყო.
წინასწარი მონაცემებით, ჯო ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი გახდა. ინფორმაცია ამის შესახებ CNN-მა, BBC-მ და სხვა საერთაშორიო მედიებმა თავიანთ მონაცემებზე დაყრდნობით გაავრცელეს.
- ამერიკა, ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამირჩიეთ, რათა ჩვენს დიდებულ ქვეყანას წინ წარვუძღვე — ჯო ბაიდენი
- ეს არჩევნები ბევრად მეტია, ვიდრე ბაიდენი ან მე, ეს ეხება ამერიკის სულს და ჩვენს მზაობას, ვიბრძოლოთ მისთვის — ჰარისი
- აშშ-ს ისტორიაში პირველი ვიცე-პრეზიდენტი ქალი კამალა ჰარისი იქნება — პირველადი მონაცემები
CNN-ის ინფორმაციით, მას შემდეგ, რა ბაიდენმა გაიგო, რომ წინასწარი მონაცემებით აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, ჩაინიშნა ბრიფინგი, რომელზეც ის მოსახლეობას მიმართავს.
დონალდ ტრამპი გახდა პირველი პრეზიდენტი 1992 წლის შემდეგ, რომელიც ამერიკელმა ხალხმა ხელმეორედ აღარ აირჩია.
გაიგეთ მეტი ჯო ბაიდენზე:
-
ელენე ხოშტარია კლინიკა "ვივამედიდან" რუსთავის ციხეში დაბრუნდა ელენე ხოშტარია კლინიკა "ვივამედიდან" რუსთავის ციხეში დაბრუნდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: მქონდა გასაუბრების შესაძლებლობა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან ირაკლი კობახიძე: მქონდა გასაუბრების შესაძლებლობა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან
გადახედვა
-
კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად მიხეილ სააკაშვილი: "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
კომენტარები