Facebook-მა კოორდინირებული არაავთენტური ქცევის გამო ალტ-ინფოსთან დაკავშირებული ქსელი წაშალა
2020 წლის 23 ოქტომბერს Facebook-მა კოორდინირებული არაავთენტური ქცევის გამო ჰომოფობიურ და ქსენოფობიურ გამოცემა Alt-info-სთან დაკავშირებული ქსელი წაშალა, რომელიც 130 აქტივს მოიცავდა. ქსელის მიერ გავრცელებული პოსტები ანტიდასავლური და პარტიზანული შინაარსის იყო. DFRLab-ის ანალიზის მიხედვით, Alt-Info იყენებდა ფეისბუქის ანგარიშებს, ჯგუფებსა და გვერდებს საკუთარი კონტენტის გასავრცელებლად იყენებდა. ფეისბუქმა ალტ-ინფოსთან დაკავშირებული ქსელი 2019 წელსაც წაშალა, თუმცა მათ ახალი ქსელი შექმნეს და საკუთარი ნარატივის გავრცელება განაგრძეს.
ფეისბუქის მიერ მორიგი "წმენდა" სწორედ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ მოხდა. არჩევნებში რამდენიმე ულტრამემარჯვენე პარტია იღებს მონაწილეობას და პარლამენტში ადგილის მოსაპოვებლად იბრძვის. არჩევნებში ქართულმა ოცნებამ გამარჯვება უკვე გამოაცხადა. ცესკოს მიხედვით, ოცნებამ ამომრჩეველთა ხმების 48,07% მიიღო, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ — 27,12%. შედეგებმა საზოგადოებაში პროტესტი გამოიწვია და 8 ოპოზიციურმა პარტიამ პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა.
Facebook-მა განაცხადა:
ეს ქსელი იყენებდა ყალბ ანგარიშებს, რომ დაეპოსტა და დაეკომენტარებინა საკუთარ მასალებზე, იმისთვის, რომ ისინი უფრო პოპულარული წარმოეჩინა, ვიდრე რეალურად იყო. ქსელის საშუალებით იმართებოდა ფეისბუქგვერდები, რომლებიც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად წარმოუდგებოდნენ აუდიტორიას. ამ გვერდების ადმინისტრატორები ხშირად შეიცვალნენ. ქსელი მთლიანად ფოკუსირებული იყო ალტ-ინფოს ფეისბუქგვერდის და მასალის პოპულარობისა და მკითხველის ჩართულობის გაზრდაზე. მათი კომენტარები გვხვდებოდა ადგილობრივი მედიის ფეისბუქგვერდებზეც. ქსელი ინფორმაციას აქვეყნებდა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, ევროკავშირთან და რუსეთთან ურთიერთობაზე, მომავალ არჩევნებზე, პოლიტიკურ ფიგურებზე, აკრიტიკებდა ადგილობრივ მედიას და ლიბერალ პოლიტიკოსებს, რომლებიც წარმოადგენდნენ ევროპულ საქართველოს. ისინი აკრიტიკებდნენ ეთნიკურ და სექსუალურ უმცირესობებს, ემიგრანტებს და ხშირად იყენებდნენ სიძულვილის ენას. დამოუკიდებელმა ქართველმა ფაქტჩეკერებმა მათი პოსტები არაერთხელ მონიშნეს ყალბ ინფორმაციად.
ალტ-ინფოს წარსული
2018 წლის ნოემბერში ალტ-ინფომ განაცხადა, რომ ქმნიდა ინტერნეტტელევიზიას, რათა "ლიბერალურ პროპაგანდას" დაპირისპირებოდა. ისინი ქვეყნის მოვლენებს კონსერვატიულ ჭრილში აშუქებდნენ.
ფაქტჩეკერების ქართულმა ორგანიზაციებმა არაერთხელ დაარეპორტეს ალტ-ინფოს გვერდები მანიპულაციური და ყალბი ინფორმაციის გავრცელების გამო. ალტ-ინფო გამუდმებით აჟღერებს ანტიდასავლურ გზავნილებს და ანტიემიგრა პოლიტიკას მოითხოვს. ის ავრცელებს პრორუსულ ნარატივებსაც, რომლებიც ხშირად კრემლის სტრატეგიულ გზავნილებთან თანხვედრაშია.
DFRLab-მა წარსულში განაცხადა, რომ 2019 წლის თბილისი პრაიდის ღონისძიების წინ ალტ-ინფო საზოგადოებაში ანტი-ლგბტ დამოკიდებულების გაღვივებას ცდილობდა. ალტ-ინფოს ტელევიზიის წამყვანი, ზურაბ მახარაძე აცხადებდა, რომ მისი ორგანიზაცია მხოლოდ და მხოლოდ ანტი-ლიბერალურ, ანტი-ემიგრაციულ და ანტი-ლგბტ მესიჯებს ავრცელებდა, რადგან კონსერვატიული დაჯგუფების ოფიციალური პოზიცია ეს იყო და მათ დასამალი არაფერი ჰქონდათ.
2020 წლის აგვისტოში, ISFED-მა გამოაქვეყნა რეპორტი ფეისბუქის აქტივების შესახებ, რომლებიც ალტ-ინფოს მასალებს ავრცელებდნენ. ამის შემდეგ, როდესაც რადიო თავისუფლება მახარაძეს დაუკავშირდა და ჰკითხა, მართლა იყვნენ თუ არა ეს აქტივები მის ორგანიზაციასთან კავშირში, მახარაძემ დაადასტურა, რომ ზოგი მათგანი ალტ-ინფოს მიერ იმართებოდა, მაგრამ სხვები მხოლოდ მხარდამჭერები იყვნენ.
შპს ალტ-ინფო და ალტერნატივა საქართველოსთვის
შპს ალტ-ინფო იურიდიულ პირად საქართველოს საჯარო რეესტრში 2019 წლის 28 იანვარს დარეგისტრირდა. მისი მფლობელები შოთა მარტინენკო და ციალა მორგოშია არიან. მარტინენკო ასევე არის არაკომერციული იურიდიული პირის, "ალტერნატივა საქართველოსთვის" საბჭოს წევრიც.
ალტერნატივა საქართველოსთვის საბჭოს წევრები ასევე არიან ზურაბ მახარაძე, კონსტანტინე მორგოშია, ირაკლი კიზილაშვილი და გიორგი ქარდავა.
მორგოშიას საინვესტიციო კომპანიის, შპს საინვესტიციო ჯგუფი კონსტანტინეს ლოგო ალტ-ინფოს ვებგვერდზე გვხვდება. მორგოშია წარსულში პრორუსული პატრიოტთა ალიანსის წევრი იყო და ასევე პრორუსულ ქართულ მარშთან ასოცირდებოდა. ალტერნატივა საქართველოსთვის ერთ-ერთი წევრი ალტ-ინფოს არხის წამყვანი იყო. ფეისბუქმა თითოეული მათგანის პირადი ანგარიშები წაშალა როგორც ფეისბუქზე, ისე ინსტაგრამზე.
საიტი Alt-Info.com დარეგისტრირდა 2017 წლის ივნისში. მიუხედავად საიტზე რეგისტრაციის ჩანაწერების დაფარვის მცდელობისა, WHOIS-ის შედეგები გვიჩვენებს, რომ საიტი ირაკლი კიზილაშვილის ქართულ მისამართზე 2017 წლის 11 ივნისს დარეგისტრირდა.
ფეისბუქის მიერ იდენტიფიცირებული და წაშლილი ეს პირები წარსულში ერთად მუშაობდნენ. 2019 წელს, ალტერნატივა საქართველოსთვის საბჭოს წევრებმა ქართული კონსერვატიული პოლიტიკოსი კობა დავითაშვილი წარადგინეს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მთაწმინდის მაჟორიტარად. დავითაშვილი არჩევნებში ქართული ოცნების კანდიდატთან დამარცხდა.
ალტ-ინფოს ქსელი ფეისბუქზე
DFRLab-მა განიხილა 41 ფეისბუქგვერდი, 46 მომხმარებლის პროფილი, სამი ჯგუფი და აღმოაჩინა მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც მონაცემთა ნაკრებში არსებული აქტივები სწორედ ალტ-ინფოს მიერ იმართებოდნენ. მათი დიდი ნაწილი არ მიუთითებდა ალტ-ინფოსთან კავშირს და სპორტულ და აგრესიულ იუმორით გაჯერებულ პოსტებს აზიარებდა. სიაში არსებული სხვა გვერდები უფრო მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული ალტ-ინფოსთან, იმდენად, რომ საკუთარ დასახელებაში სიტყვა "Alt"-ს იყენებდნენ.
ალტ-ინფო ყოველდღიურად ავრცელებდა ფეისბუქ ლაივ ვიდეოებსა და ინტერვიუებს, რომლებიც მათ ფეისბუქის გვერდებზე ქვეყნდებოდა. აქტივები ასევე ავრცელებდნენ ალტ-ინფოს ვებსაიტზე გამოქვეყნებულ სტატიებს. 2019 წლის მაისში ფეისბუქმა ანტი-ლიბერალური გვერდების ნაწილი წაშალა, მათ შორის იყო ალტ-ინფოს ქსელის აქტივებიც, სახელებით "ალტ-ინფო", "ანტი-ლიბერალური გვერდი", "ანტი-ლიბერალების კლუბი" და "Geo Pepe". ამის მიუხედავად, ალტ-ინფომ ახალი გვერდები შექმნა და 2019 წლის ივნისიდან 2020 წლის ოქტომბრამდე 36 ათასზე მეტი გამომწერი დააგროვა.
DFRLab-მა ალტ-ინფოს ჯგუფების პოსტების გასაანალიზებლად CrowdTangle გამოიყენა. შედეგებში იყო 30 440 პოსტი, რომლებიც 2015 წლის პირველი იანვრიდან 2020 წლის 23 ოქტომბრამდე გამოქვეყნდა.
ფეისბუქგვერდების დიდი ნაწილი აუდიტორიას აპოლიტიკურ, მხიარულ გვერდებად წარმოუდგებოდნენ, რომ საკუთარი იდენტობა დაემალათ და მომხმარებლები შეცდომაში შეეყვანათ. თუმცა, ისინი კოორდინირებულად აზიარებდნენ ალტ-ინფოს პოლიტიკურ ვიდეო კონტენტს.
DFRLab-მა ასევე შენიშნა, რომ ზოგი ფეისბუქგვერდი თანამშრომლობდა ალტ-ინფოსთან, თუმცა, მათ შემქმნელებსა და ალტ-ინფოსთან კავშირი არც ისე აშკარა იყო. ატლანტიკური საბჭოს ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორიამ შეისწავლა არაავთენტური ფეისბუქგვერდების პოსტების ისტორია და აღმოაჩინა, რომ ისინი აქტიურად აქვეყნებდნენ პოსტებს 2013-დან 2015 წლამდე და შემდეგ რაღაც დროით პაუზა აიღეს. მათ აქტიურად პოსტვა 2019 წელს განაგრძეს და ალტ-ინფოს ვიდეოების გავრცელებაში ეხმარებოდნენ.
ამ ფეისბუქგვერდებიდან ერთ-ერთი, ანტილიბერალური კლუბი, რომელიც ალტ-ინფოსთან კავშირის გამო 2019 წელს წაიშალა, 2018 წელს პოსტავდა, რომ შექმნა ახალი გვერდი, სახელად "საინტერესო მოვლენები". ისინი პოსტში აღიარებდნენ, რომ მათ გეგმებში "ლაიქების" სწრაფად მოგროვება შედიოდა.
უფრო მეტიც, პოსტში ავტორი ამბობდა, რომ აუდიტორიის გაზრდა იმისთვის სურდა, რომ ანტილიბერალური შინაარსის მასალები უფრო მეტ ადამიანისთვის გაეზიარებინა. ეს ქცევა ფეისბუქის მოხმარების წესებს ეწინააღმდეგება და აჩვენებს, რომ ფეისბუქგვერდი "საინტერესო მოვლენები" ნამდვილ ვინაობას მალავდა, რომ სხვები შეცდომაში შეეყვანა.
2019 წელს ფეისბუქმა ანტილიბერალური კლუბი წაშალა, თუმცა ის ახალი სახელით, ალტ-კლუბით შეიქმნა. ეს ქცევა ასევე ეწინააღმდეგება ფეისბუქის პოლიტიკას, შეაჩეროს არაავთენტური აქტიურობა ქსელში. ფეისბუქმა წაშალა როგორც ალტ-კლუბის, ისე საინტერესო მოვლენები ფეისბუქგვერდები.
ალტ-ინფოს ნიმუშები პოსტების გადაკვეთისას
მონაცემებით აშკარა იყო, რომ ზოგი ფეისბუქგვერდი ვიდეოების სხვადასხვა ჯგუფში გასავრცელებლად "კროსპოსტინგის" ფუნქციას იყენებდა. იმის გამო, რომ ეს ფუნქცია ვიდეოს ავტორის მიერ იდენტიფიკაციას მოითხოვს, აშკარა ხდება, რომ ფეისბუქგვერდები ერთმანეთთან კავშირში იყვნენ. ეს პატერნი გამოავლინა მონაცემებმა, რომლის მიხედვითაც, ფეისბუქგვერდები ავტომატურად გამუდმებით პოსტავდნენ ალტ-ინფოს მასალებს სხვადასხვა ჯგუფებში.
ამის გარდა, ამ ფეისბუქგვერდების დიდი ნაწილი აქტიურად აზიარებდა ლინკებს, რომლებიც თავდაპირველად ალტ-ინფოზე ქვეყნდებოდა. იგივე მონაცემების გამოყენებით, DFRLab-მა დაადგინა, რომ ეს აქტივები ყველაზე ხშირად სწორედ ალტ-ინფოს ვებსაიტს პოსტავდნენ. აღნიშნული 30 440 პოსტიდან 7 654-ს მომხმარებელი სწორედ Alt-info.com-ზე გადაჰყავდა. საიტის ჯამურ გავრცელებაში 65%-იანი წვლილი სწორედ ამ ოთხ ფეისბუქგვერდს მიუძღვის.
CrowdTangle-ის მონაცემების მიხედვით ასევე აშკარაა, რომ როცა აქტივები ვიდეოებს პირდაპირ არ პოსტავდნენ, ისინი იდენტურ კონტენტს აზიარებდნენ სხვადასხვა ფეისბუქგვერდზე.
ამის მაგალითია იდენტური ვიდეოპოსტები ერთი და იგივე აღწერით. ზოგი აღწერა 13-ჯერ გადააკოპირეს და სხვადასხვა ფეისბუქგვერდზე გამოიყენეს.
უფრო მეტი მტკიცებულებით დადასტურდა, რომ ალტ-ინფოს ვიდეოები, რომლებიც ქროსპოსტით არ ვრცელდებოდა, სხვა აქტივების მხრიდან დაკოპირებული და ისე გადაზიარებული იყო.
მაგალითად, 2020 წლის 23 აპრილს დაპოსტილ ვიდეოში ჩანს, რომ ეს აღწერა ქსელში მყოფ 13 სხვა აქტივს აქვს გადაკოპირებული. იდენტური პოსტები 13 წუთის განმავლობაში დაიპოსტა.
ინდივიდუალური ანგარიშები
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ფეისბუქმა ალტ-ინფოსა და ალტერნატივა საქართველოსთვის ქსელში მყოფთა ინდივიდუალური ანგარიშებიც წაშალა. DFRLab-მა ასევე იპოვა ფოტო ფეისბუქის სხვა პოსტებს შორის, რომელიც მომხმარებლის Sandro Sandro-ს მიერაა დაპოსტილი. მასში ვხედავთ, რომ ალტ-ინფოს წამყვანები, მახარაძე, ქარდავა და კიზილაშვილი (იგივე Irakli Martin) ერთად სხედან. ფეისბუქმა ასევე წაშალა ამ ფოტოში მყოფთა ორი სხვა პირის - ვასილი გვილიას და სანდრო სანდროს ფეისბუქის ინდივიდუალური ანგარიშები. DFRLab-ისთვის უცნობია, ზუსტად რა სახის ურთიერთობა აკავშირებდათ მათ ალტ-ინფოსთან და მის ქსელთან, თუმცა არსებობს მტკიცებულებები, რომელიც გვიჩვენებს, რომ ამ ორ მომხმარებელს შორის კავშირი არსებობს.
ფეისბუქმა ასევე წაშალა ალტ-ინფოს ორი სხვა წამყვანის, Emre Kuchuck-ისა and Shota Martinenko-ს ფეისბუქის ანგარიშები. ისინი ფოტოზე არ ჩანან. სოციალურმა ქსელმა ასევე წაშალა ალტერნატივა საქართველოსთვის დამფუძნებლის, კონსტანტინე მორგოშიასა და მახარაძის ცოლის, ლიკა კასრაძის ფეისბუქ პროფილები.
არაავთენტური ანგარიშების ქსელი, რომლებიც ალტ-ინფოსთან იყო დაკავშირებული, ფეისბუქიდან ასევე წაიშალა. DFRLab-მა აღმოაჩინა, რომ სანდროს და გვილიას სახელები მონიშნული იყო იმ ლინკებში, რომლებსაც არაავთენტური აქტივები ავრცელებდნენ. ეს შეიძლება მიუთითებდეს, რომ სწორედ ისინი მართავდნენ ამ ანგარიშებს. ჯამში, ფეისბუქმა წაშალა სანდროსთან დაკავშირებული ოთხი ანგარიში, რომელიც თითქოს მარტინენკოს ეკუთვნოდა.
მას შემდეგ, რაც 2020 წლის ოქტომბერში ფეისბუქმა Alt-info-ს ქსელი წაშალა, მის უკან მდგარი პირები შეცდომაში შემყვან ნარატივს ავრცელებდნენ სოციალური ქსელის გადაწყვეტილებაზე. მათი განცხადებით, ალტ-ინფო ანტილიბერალური შინაარსის მასალების გამო წაიშალა. მაგალითად, ზურამ მახარაძე თავად ამბობდა, რომ ალტ-ინფო მართლაც იყენებდა, სხვა ფეისბუქგვერდებს და ჯგუფებს მასალის გასავრცელებლად. ის დასძენდა, რომ ამ აქტივების ნაწილი თითქოს სპორტული და იუმორისტული მასალის გასავრცელებლად იყო შექმნილი. თუმცა, მახარაძე არ აღიარებდა, რომ მსგავსი ქცევა ფეისბუქის მომხმარებლის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. მისი დეფინიციით, კოორდინირებული არაავთენტური ქმედება არის, როცა "კომპანიის დასაქმებული ფეისბუქის ლაივს სხვა ჯგუფებში ან ფეისბუქგვერდებზე ავრცელებს. მაგალითად, ემიგრანტების ჯგუფში".
ფეისბუქის გადაწყვეტილება ალტ-ინფოს აქტორების წაშლაზე დაკავშირებული იყო სოციალური ქსელის სტანდარტების და წესების დარღვევასთან. ალტ-ინფოს ქსელის წევრები მალავდნენ რეალურ იდენტობას და ფეისბუქის მომხმარებლებს საკუთარ ვინაობასა და მიზნების შესახებ ატყუებდნენ. მსგავსი არასწორი წარმოდგენის შექმნა ფეისბუქის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ამასთან ერთად, პროცესში ჩართულები იყვნენ ალტ-ინფოს ტელევიზიის წამყვანებიც.
27 ოქტომბერს, ალტ-ინფოს დამფუძნებელი, კონსტანტინე მორგოშია და გუნდის სხვა წევრები, ფეისბუქზე განახლებული ანგარიშებით დაბრუნდნენ. მათ დაიწყეს კამპანია, სახელად "სოლიდარობა ალტ-ინფოს". მორგოშიამ ასევე განაცხადა, რომ ალტ-ინფო ლიცენზიის მოპოვებას ცდილობს საკაბელო ტელევიზიის გასაშვებად, რაც, მისი სიტყვებით, დაახლოებით ერთ თვეში მოხდება. ფეისბუქის მიერ ქსელის წაშლის შემდეგ, ალტ-ინფოს პლატფორმაზე ახალი კონტენტის გამოქვეყნება ეზღუდება.
ბოლო სამი წელია, Facebook იკვლევს კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევას და მსგავს ქსელებს საკუთარი პლატფორმიდან შლის. აქამდე საქართველოში ქართულ ოცნებასთან, სარეკლამო კამპანია პანდასთან, კოკა ყანდიაშვილთან და ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული გვერდები წაშალეს. ოქტომბერში კი სოციალური ქსელის გიგანტმა, თავისი პლატფორმიდან პატრიოტთა ალიანსთან დაკავშირებული ქსელიც წაშალა.
გაიგეთ მეტი ალტ-ინფოზე:
- ალტ-ინფო — ანტიდასავლური ჯგუფი არჩევნების წინ მოქმედების მასშტაბს ზრდის
- ჰომოფობიური და ქსენოფობიური ალტ-ინფოს კოორდინირებული ქცევა Facebook-ზე — ISFED-ის ანგარიში
ატლანტიკური საბჭო მიუკერძოებელი ორგანიზაციაა, რომლის მისიაც "გლობალური მომავლის ჩამოყალიბებაა". ატლანტიკური საბჭო მსოფლიო მოვლენებში აშშ-ის ჩართულობის გაზრდითა და პარტნიორებთან მუშაობის გზით გლობალური გამოწვევებისთვის გამოსავალს ეძებს.
ატლანტიკური საბჭოს ციფრული კვლევის ლაბორატორია იდენტიფიცრებას უკეთებს და ააშკარავებს დეზინფორმაციას მსოფლიოს გარშემო, რითაც ღია კვლევის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
სტატია მოამზადა DFRLab-მა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. მასალის დამზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. თარგმანი ეკუთვნის On.ge-ს. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებლები არიან DFRLab და On.ge. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების შეხედულებებს.
-
გადახედვამარტა კოსი: ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სერიოზულ ხარვეზებზე მიუთითებს მარტა კოსი: ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სერიოზულ ხარვეზებზე მიუთითებს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ორბელიანის მოედანზე მოწყობილი საახალწლო სოფლის სცენაზე ავიდა და კახელების მარშს მიმართა სალომე ზურაბიშვილი ორბელიანის მოედანზე მოწყობილი საახალწლო სოფლის სცენაზე ავიდა და კახელების მარშს მიმართა
-
გადახედვარასა იუკნევიჩიანე: საჭიროა 29 დეკემბრამდე სასწრაფო საერთაშორისო მოქმედება მცოცავი დიქტატურის წინააღმდეგ ქართველების მხარდასაჭერად რასა იუკნევიჩიანე: საჭიროა 29 დეკემბრამდე სასწრაფო საერთაშორისო მოქმედება მცოცავი დიქტატურის წინააღმდეგ ქართველების მხარდასაჭერად
-
გადახედვამაიკლ კარპენტერი: სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს მაიკლ კარპენტერი: სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს
-
გადახედვათურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა — არის მსხვერპლი თურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა — არის მსხვერპლი
-
გადახედვა"ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილს გასამართლებით ემუქრება "ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილს გასამართლებით ემუქრება
-
გადახედვაპუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია პუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია
-
გადახედვაწილოსანი: გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა წილოსანი: გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა
-
გადახედვაუკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
-
გადახედვასაგანგებო: ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა საგანგებო: ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა
-
გადახედვარაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს რაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს
-
გადახედვაუწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი უწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი
-
გადახედვაშ-ფოთი: ფოთში, საახალწლო ღონისძიებებში ჯამში 385 908 ლარი დაიხარჯება შ-ფოთი: ფოთში, საახალწლო ღონისძიებებში ჯამში 385 908 ლარი დაიხარჯება
-
გადახედვათავისუფალი ბიზნესების განცხადებას ხელს 1900-ზე მეტი კომპანია აწერს თავისუფალი ბიზნესების განცხადებას ხელს 1900-ზე მეტი კომპანია აწერს
-
გადახედვა21:00 საათზე პრეზიდენტი პარლამენტთან ხალხს მიმართავს 21:00 საათზე პრეზიდენტი პარლამენტთან ხალხს მიმართავს
-
გადახედვასაზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვამამა ილია: მიეცით ქვეყანას სუნთქვის საშუალება – სამართლიანი და თავისუფალი მომავლის შანსი! მამა ილია: მიეცით ქვეყანას სუნთქვის საშუალება – სამართლიანი და თავისუფალი მომავლის შანსი!
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის სალომე ზურაბიშვილი ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის
-
გადახედვაგიორგი გახარია: დარწმუნებული ვარ, ევროპული სახელმწიფოები არც ერთ შემთხვევაში არ აღიარებენ ჩატარებულ არჩევნებს გიორგი გახარია: დარწმუნებული ვარ, ევროპული სახელმწიფოები არც ერთ შემთხვევაში არ აღიარებენ ჩატარებულ არჩევნებს
-
გადახედვავიკერი: ადმინისტრაციას მოვუწოდებ, მათ შორის, ივანიშვილი, კალაძე, კობახიძე დაასანქციროს ვიკერი: ადმინისტრაციას მოვუწოდებ, მათ შორის, ივანიშვილი, კალაძე, კობახიძე დაასანქციროს
-
გადახედვაჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე:საქართველოსთვის წინსვლის ერთადერთი გზა ახალი არჩევნებია ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე:საქართველოსთვის წინსვლის ერთადერთი გზა ახალი არჩევნებია
კომენტარები