ერთი კვირაში ჩვენი ბრძოლა მნიშვნელოვანი გამარჯვებით უნდა დავაგვირგვინოთ — მამუკა ხაზარაძე
ფოტო: ლელო
ზუგდიდში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ლელოს გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ, ზუგდიდის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები — ალექსანდრე ახვლედიანი, თამარ ბელქანია და გია ბარამია წარუდგინა. ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ პარტიის სხვა ლიდერებიც, რომლებმაც ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები მოისმინეს და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.
ღონისძიებას დისტანციურად ლელოს თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძეც შეუერთდა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას მიმართა.
"უნდა დავასრულოთ ქართული ოცნება, რომელმაც ქვეყანა გააჩერა და დაუკარგა პერსპექტივა. მან, ამ წლებში შექმნა მხოლოდ სიღარიბე და უიმედობა, რასაც ერთ კვირაში ლელო ქართველ ამომრჩეველთან ერთად დაასრულებს. ზუსტად სამეგრელოშია ქვეყნის გაერთიანების გასაღები. ცვლილებები ამ რეგიონიდან უნდა დაიწყოს. უნდა დაიწყოს მეგრელი კაცის გაძლიერებითა და უზრუნველყოფით. ამას მალაპარაკებს ანაკლიის პროექტი, რომელიც ბიძინა ივანიშვილისა და მისი დამქაშების გამო შეჩერდა. ჩვენ ამ პროექტს მივიყვანთ ბოლომდე. მათ ჩვენს ხალხს დაუკარგეს სამუშაო ადგილები, რაც დანაშაულია. დაგვრჩა ერთი მნიშვნელოვანი კვირა და ჩვენი ბრძოლა მნიშვნელოვანი გამარჯვებით უნდა დავაგვირგვინოთ", — განაცხადა ხაზარაძემ.
ზუგდიდში ადგილობრივებს სიტყვით ლელოს გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემაც მიმართა და მათ არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.
"დღეს ჩვენ წარვადგინეთ სამი ძალიან ძლიერი მაჟორიტარობის კანდიდატი სამეგრელოში. გამორჩეული კანდიდატები თავიანთი შესაძლებლობებით, ცოდნით, პატრიოტიზმით. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთ წვლილს შეიტანენ ქვეყნის ფეხზე დადგომაში. ქვეყანა ყველა კუთხით არის დასუსტებული. ამის გამოსწორებას ბევრი მუშაობა სჭირდება, ამიტომ არჩევნების მეორე დღიდან ჩვენ უნდა დავიწყოთ ამ ქვეყნის ფეხზე დაყენება და სამეგრელოში მდგომარეობის გამოსწორება. ჩვენი კანდიდატები არიან გამორჩეული, სამართლიანი და პროფესიონალი ადამიანები და იმედი გვაქვს, მიიღებენ დიდ მხარდაჭერას არჩევნებში. ხალხმა იცის, რომ ლელო ქვეყანაში მდგომარეობას გააუმჯობესებს, როგორც კი ჩვენ ხელისუფლებაში მოვალთ. ამიტომ, ის შემოწირულობაც, რასაც პარტია იღებს, შედგება იმ ადამიანებისგან, რომლებიც დარწმუნებულები არიან, რომ საქართველოს ბედი საგრძნობლად შეიცვლება", — განაცხადა ჯაფარიძემ.
ადგილობრივებს სიტყვით მიმართა ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ალექსანდრე ახვლედიანმაც. მისი თქმით, ლელო არის პარტია, რომელიც ქვეყანაში ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებს მოაგვარებს.
"მე ვცხოვრობ ზუგდიდში და ვიცი, რომ რეგიონში სერიოზულად დგას უმუშევრობის და სიღარიბის პრობლემა. ამიტომაც, ჩემთვის მთავარი მიზანი ამის აღმოფხვრაა. ლელოს "მარშალის გეგმით" და ეკონომიკის რეკონსტრუქციის პროგრამით ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არის ერთადერთი აპრიორი. ჩვენს ხალხს სჭირდება სიღარიბიდან ამოსვლა, სჭირდება რეალური შემოსავალი და გარანტირებული სამუშაო ადგილი. აი ეს არის ლელოს მიზანი და ეს ხალხიც არის დასტური იმისა, რომ ეს გეგმა არის სიცოცხლისუნარიანი, არის მიმართული გამარჯვებისკენ, რასაც ჩვენ არჩევნების დღეს 56 ნომრის შემოხაზვით დავაფიქსირებთ", — განაცხადა ახვლედიანმა.
წალენჯიხის, ჩხოროწყუს, აბაშისა და მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, თამარ ბელქანიას თქმით, რეგიონში საკმაოდ მწვავე პრობლემებია. ბელქანიამ აღნიშნა, რომ იქნება ადგილობრივი მოსახლეობის ხმა პარლამენტში.
"ყოველთვის ვიცოდი ჩემს რეგიონს რა პრობლემებიც აწუხებდა, მაგრამ, ახლა უფრო სიღრმისეულად შევისწავლე ის. რეგიონის ძირითადი პრობლემა არის უმუშევრობა, რომელიც აერთიანებს ამ ხალხს. ასევე არ აქვს წყალი, ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია. ხელმისაწვდომი არ არის არც განათლება, რადგან არ აქვთ ინტერნეტი და განათლების მინისტრი ტყუის როდესაც ამბობს რომ ეს ნაწილი რეგიონში მოწესრიგებულია. ამ რეგიონის ერთადერთი ხსნა არის ანაკლიის პორტი, რომელსაც დაასრულებს ლელო და მიიყვანს ბოლომდე", — განაცხადა ბელქანიამ.
-
ჯო უილსონი: "ქართული ოცნება" საქართველოს ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე ყიდის! ჯო უილსონი: "ქართული ოცნება" საქართველოს ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე ყიდის!
გადახედვა
-
აშშ-ში სამხედროებს კონტრაქტის გაგრძელების სანაცვლოდ GTA 6-ის სათამაშოდ შვებულებას სთავაზობენ აშშ-ში სამხედროებს კონტრაქტის გაგრძელების სანაცვლოდ GTA 6-ის სათამაშოდ შვებულებას სთავაზობენ
გადახედვა
-
პროკურატურამ ₾1.5 მილიონზე მეტი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა პროკურატურამ ₾1.5 მილიონზე მეტი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: სიცრუე სიმართლედ ვერ იქცევა მხოლოდ იმიტომ, რომ ბრიუსელი მას დაჟინებით იმეორებს შალვა პაპუაშვილი: სიცრუე სიმართლედ ვერ იქცევა მხოლოდ იმიტომ, რომ ბრიუსელი მას დაჟინებით იმეორებს
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი პროტესტის ნიშნად შიმშილობას იწყებს და საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს თამაზ ელიზბარაშვილი პროტესტის ნიშნად შიმშილობას იწყებს და საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
მნიშვნელოვანია არა რას აკეთებ, არამედ როგორ — ნიკა ლებანიძის წერილი 19 წლის საკუთარ თავს მნიშვნელოვანია არა რას აკეთებ, არამედ როგორ — ნიკა ლებანიძის წერილი 19 წლის საკუთარ თავს
-
ქვიზი: გახსოვს, რომელი მდინარე უფრო გრძელია? ქვიზი: გახსოვს, რომელი მდინარე უფრო გრძელია?
-
9 სექტემბერს Apple ახალ iPhone-ებს წარადგენს — სად ვუყუროთ 9 სექტემბერს Apple ახალ iPhone-ებს წარადგენს — სად ვუყუროთ
გადახედვა
-
თიბისი IT აკადემია — სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე თიბისი IT აკადემია — სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
-
აბიტურიენტების ე.წ მეორადი ჩარიცხვის პროცესი 14 სექტემბერს დაიწყება აბიტურიენტების ე.წ მეორადი ჩარიცხვის პროცესი 14 სექტემბერს დაიწყება
გადახედვა
-
განათლების შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის — დარეგისტრირდით საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში განათლების შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის — დარეგისტრირდით საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით
-
ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს" ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს"
გადახედვა
-
ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის! ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის!
-
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
-
2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს 2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს
გადახედვა
-
ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები
-
INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა
-
9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით 9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა
გადახედვა
-
ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს
გადახედვა
კომენტარები