ქართული ოცნების მიდგომები კრიტიკულად განწყობილი მედიის მიმართ უფრო ხისტი გახდა — TI
ფოტო: პირველი არხი
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს ანგარიშის მიხედვით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან დღემდე მმართველი პარტიის, ქართული ოცნების მიდგომები კრიტიკულად განწყობილი მედიის მიმართ უფრო ხისტი გახდა.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ქართული მედიაგარემო პლურალისტური, მაგრამ პოლარიზებულია.
"მედია, განსაკუთრებით ტელევიზია პარტიების მიერ პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტან აღიქმება და ქვეყანაში არსებული პოლიტიკური დაპირისპირება მედიაგარემოზე პირდაპირ აისახება", — აღნიშნავენ TI-ში.
მათივე თქმით, ხელისუფლება მართლმსაჯულებასა და სამართალდამცავ სისტემებზე საკუთარ ზეგავლენას კრიტიკული მედიის წინააღმდეგ აქტიურად იყენებს, მათ შორის, ტელევიზიის მფლობელებზე, ხელმძღვანელობასა თუ ოჯახის წევრებზე ზეწოლის მიზნთ.
ორგანიზაცია, ასევე, ხაზს მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკული მედიის გადაცემებში მონაწილეობაზე უარის თქმასა და ჟურნალისტების მიმართ შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს უსვამს ხაზს.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო აცხადებს, რომ შიდა დეზინფორმაცია სოციალურ მედიაში, რომელიც საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების გზით პოლიტიკური ოპონენტების, სამოქალაქო სექტორისა და ჟურნალისტების საზოგადოების თვალში დისკრედიტაციას ისახავს მიზნად, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. მათივე თქმით, Facebook-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, შიდა დეზინფორმაციას ძირითადად ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული პირები ავრცელებენ, თუმცა, ოპოზიციური ძალებიც აქტიურად არიან ჩართული ამ პროცესში
საზოგადოებრივი მაუწყებელი
ორგანიზაცია ცალკეულად განიხილავს თითიოეულ მედიას. მათი თქმით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, მიუხედავად საკანონმდებლო და ფინანსური გარანტიებისა, დღემდე ვერ შეძლო ქვეყანაში წამყვან და საზოგადოების ნდობის მქონდე მედიად ჩამოყალიბება.
TI აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დაარსებიდან დღემდე სხვადასხვა ხელისუფლების პირობებში აღნიშნული ტელევიზიის ვერ ცერთმა დირექტორმა კანონით დადგენილი ვადის ბოლომდე ამოწურვა ვერ შეძლო. ამავდროულად, ორგანიზაციაში ამბობენ, რომ არც ერთი მათგანის გადადგომის მიზეზი საზოგადოებისთვის დამაჯერებელი არ იყო, რაც მაუწყებელზე ხელისუფლების ზეგავლენასთან დაკავშირებით არსებულ ლეგიტიმურ კითხვებს უფრო ამძაფრებს.
მათივე თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელზე ჟურნალისტურ გამოძიებებზე დაფუძნებული გადაცემები მზადდება, მაგრამ მაუწყებლის რესურსების მიუხედავად, სიუჟეტებს არარეგულარული ხასიათი აქვს. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ კორუფციის მხილების მხრივ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეფექტიანობა შეზღუდულია.
ანგარიშში, ასევე, აღნიშნულია აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში განვითარებული მოვლენები გიორგი კოხრეიძის დირექტორობის პერიოდში. კერძოდ, მის მიერ კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების დევნა, შევიწროება, უკანონო გათავისუფლება და შანტაჟი, რის გამოც ჟურნალისტების ნაწილმა პროტესტის ნიშნად მაუწყებელი დატოვა, ხოლო ნაწილმა საკუთარი უფლებები დასაცავად სასამართლოსა და სახალხო დამცველს მიმართა.
კერძო მაუწყებლები
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ბოლო პერიოდში დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიამენეჯერებისა თუ მფლობელების წინააღმდეგ ბევრი საქმე აღძრა, მათ შორის, მთავარი არხის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას ბრალი წარუდგინა რუსთავი 2-ის დირექტორობისას კომპანიის საზიანოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მოტივით.
TI-ს განცხადებით, მთავარი არხის თანამფლობელი და დამფინანსებელი, გიორგი რურუა საეჭვო ბრალდებით დააკავეს, მოგვიანებით კი ბრალი დაუმძიმეს, რაც მოგვიანებით პოლიტიკურად მოტივირებულად შეფასდა.
"საქმის მასალების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ გიორგი რურუას, პირადი ჩხრეკისა და სხვადასხვა საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას, არამართლზომიერად შეეზღუდა კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით გარანტირებული უფლებები. თუმცა, სასამართლომ აღნიშნული გარემოებები არ გაითვალისწინა და 4 წლით თავისუფლება აღუკვეთა", — აცხადებენ ორგანიზაციაში.
გარდა ამისა, საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს თქმით, TV პირველის გარშემო მიმდინარე პროცესები ხელისუფლების მხრიდან სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობად არის მიჩნეული.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ტელეკომპანია იბერია დაიხურა, რასაც წინ ხელისუფლების მიერ არხის დაფინანსების მთავარი წყაროს ომეგა ჯგუფის დაყადაღება უძღოდა.
TI აცხადებს, რომ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ მედიასთან ერთად ქვეყანაში პროსამთავრობო ტელევიზიებიც ფუნქციონირებენ, მათ შორის, რეიტინგითა და ძლიერი ფინანსური რესურსით გამორჩეული ტელეკომპანია იმედი, რომელსაც ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აზრით, მკვეთრად გამოხატული პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკა აქვს.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ იმედის ხელმძღვანელობამ სპეციალური განცხადება გაავრცელა და საგანგებო რეჟიმზე გადავიდა იმისთვის, რომ ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობა არ დაბრუნებულიყო. მათი თქმით, ხელისუფლების მიერ გამოხატულად აგრესიული ტონი იმედის სარედაქციო პოლიტიკაზე პირდაპირ აისახება, სადაც არასამთავრობო სექტორთან თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან დაკავშირებული საკითხების ცალმხრივად გაშუქებამ მათი დისკრედიტაციის მიზნით ტენდენციის სახე მიიღო.
-
ფიზიკის დარგში 2026 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გამოავლინეს ფიზიკის დარგში 2026 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გამოავლინეს
გადახედვა
-
თავი დაანებეთ — ვამპირის დღიურების ფანები სტივენ მაკქუინს ინტერნეტის კრიტიკისგან იცავენ თავი დაანებეთ — ვამპირის დღიურების ფანები სტივენ მაკქუინს ინტერნეტის კრიტიკისგან იცავენ
გადახედვა
-
"არა პატიმრების წამებას" — პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს "არა პატიმრების წამებას" — პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
გადახედვა
-
იდეიდან ტექნოლოგიურ გადაწყვეტამდე — როგორ ეხმარება Technovation Girls გოგოებს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენასა და შექმნაში იდეიდან ტექნოლოგიურ გადაწყვეტამდე — როგორ ეხმარება Technovation Girls გოგოებს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენასა და შექმნაში
-
ყოფილი პრინცი ენდრიუ პოლიციას მისი ჩხრეკისა და დაკავებისთვის უჩივის ყოფილი პრინცი ენდრიუ პოლიციას მისი ჩხრეკისა და დაკავებისთვის უჩივის
გადახედვა
-
ზურაბ აბაშიძე ბოსნია-ჰერცეგოვინაში, ჩრდ. მაკედონიისა და ალბანეთის რესპუბლიკებში საქართველოს ელჩად დაინიშნა ზურაბ აბაშიძე ბოსნია-ჰერცეგოვინაში, ჩრდ. მაკედონიისა და ალბანეთის რესპუბლიკებში საქართველოს ელჩად დაინიშნა
გადახედვა
-
ელიფ შაფაქის ახალი რომანი გუსტავ ფლობერის ცხოვრებაზეა ელიფ შაფაქის ახალი რომანი გუსტავ ფლობერის ცხოვრებაზეა
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ირინა ჯიბუტის პერსონალურ გამოფენას— მიწიდან ცეცხლამდე, მიწიდან მიწამდე თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ირინა ჯიბუტის პერსონალურ გამოფენას— მიწიდან ცეცხლამდე, მიწიდან მიწამდე
-
7 ოქტომბერს ევროპარლამენტში საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხზე დებატები გაიმართება 7 ოქტომბერს ევროპარლამენტში საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხზე დებატები გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ლიდერატორებს კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე ესაუბრა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ლიდერატორებს კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე ესაუბრა
-
დმიტრი პუშკარევის მკვლელობის შემდეგ, SJC მთავრობას მოუწოდებს, რუსეთში ექსტრადიციები შეაჩეროს დმიტრი პუშკარევის მკვლელობის შემდეგ, SJC მთავრობას მოუწოდებს, რუსეთში ექსტრადიციები შეაჩეროს
გადახედვა
-
რამდენად ჯანსაღია შენი ყოველდღიური ჩვევები? რამდენად ჯანსაღია შენი ყოველდღიური ჩვევები?
-
"მეთადონი", "სუბოქსინი", "კეტამინი", "ჰაშიში", "მარიხუანა" — ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავეს "მეთადონი", "სუბოქსინი", "კეტამინი", "ჰაშიში", "მარიხუანა" — ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავეს
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ფენიქსი პლანეტა, რომელიც მკვდარი ვარსკვლავის "ფერფლიდან აღდგა" აღმოაჩინეს ფენიქსი პლანეტა, რომელიც მკვდარი ვარსკვლავის "ფერფლიდან აღდგა"
გადახედვა
-
პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში საგანმანათლებლო ცენტრი დაიხურა პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში საგანმანათლებლო ცენტრი დაიხურა
გადახედვა
-
კუთხის დივნები: როგორ შევარჩიოთ ზომა და სწორი განლაგება? კუთხის დივნები: როგორ შევარჩიოთ ზომა და სწორი განლაგება?
-
საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის გუნდი DataIQ-მ ორ კატეგორიაში დააჯილდოვა საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის გუნდი DataIQ-მ ორ კატეგორიაში დააჯილდოვა
-
შესაძლოა EU-ში უკრაინის გაწევრიანების მოლაპარაკებების კიდევ ორი კლასტერი გაიხსნას შესაძლოა EU-ში უკრაინის გაწევრიანების მოლაპარაკებების კიდევ ორი კლასტერი გაიხსნას
გადახედვა
-
გიორგი კალანდია: სასახლე-მუზეუმების გაერთიანებამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერა მოიპოვა გიორგი კალანდია: სასახლე-მუზეუმების გაერთიანებამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერა მოიპოვა
გადახედვა
-
თიბისი კამპუსში სტუდენტების მიღება დაიწყო თიბისი კამპუსში სტუდენტების მიღება დაიწყო
-
შსს: ბოლო დღეებში ქვეყნიდან უცხო ქვეყნის 107 მოქალაქე გააძევეს შსს: ბოლო დღეებში ქვეყნიდან უცხო ქვეყნის 107 მოქალაქე გააძევეს
გადახედვა
კომენტარები