12 წლის ბიჭმა 69 მილიონი წლის წინანდელი ჰარდოზავრის ძვლები იპოვა
დამწყები პალეონტოლოგი - ნათან ჰრუშკინი მამამისთან ერთად კანადაში, ალბერტაში სეირნობდა, როცა ქვიდან გამოშვერილი ძვლები შენიშნა. არმოჩენა ბავშვმა ჯერ კიდევ ივლისში გააკეთა, თუმცა ჩონჩხის ექსკავაცია სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა.
ნათანი დინზავრებისადმი ინტერესს 6 წლიდან იჩენს და კანადის დაცული ტერიტორიების მოსანახულებლად, მამამისთან ერთად, ხშირად დადის.
"ყოველთვის ძალიან მაოცებდა, როგორ გარდაიქმნებოდა მათი [დინოზავრების] ძვლები ასეთ ქვებად", — ამბობს ნათანი.
ნათანმა ნამარხის ფრაგმენტები ჯერ კიდევ შარშან იპოვა, მომდევნო წელს კი მამამისთან ერთად გორები შეათვალიერა და სწორედ ამ დროს შენიშნა, რომ ქვიდან ძვალი იყო გამოშვერილი.
ნათანმა იცოდა, რომ ნამარხები კანონით არის დაცული ამიტომ, როცა მამა-შვილი სახლში დაბრუნდნენ, ნათანმა ტაირელის სამეფო მუზეუმს მისწერა. მუზეუმმა ნათანს ძვლის ფოტოების და აღმოჩენის ადგილის გაგზავნა თხოვა.
ალბერტა ნამარხების სიუხვით ცნობილია. თუმცა, ამ ნაწილში ძვლები მანამდე არ აღმოუჩენიათ. შესაბამისად, ტაირელის მუზეუმმა ექსკავაციები მალევე დაიწყო და პალეონტოლოგებმა 30-დან 50-მდე ძვალი იპოვეს. ყველა მათგანი ახალგაზრდა ჰარდოზავრს ეკუთვნოდა, რომელიც 69 მილიონი წლის წინ მოკვდა.
"მანამდე ყველა ბავშვივით ვიყავი და ტირანოზავრი ჩემი საყვარელი დინოზავრი იყო, თუმცა ჩემი აღმოჩენის შემდეგ, მის ადგილს ნამდვილად ჰარდოზავრი იკავებს", - ამბობს ნათანი.
კომენტარები