საია: ე.წ. კაბელების საქმეზე სასამართლოს განაჩენი უკანონოა
ფოტო: On.ge
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ე.წ. კაბელების საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილ გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას უკანონოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნევს:
"სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლის ბესიკ ბუგიანიშვილის მიერ თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების, ე.წ. კაბელების საქმეზე გამოტანილ გამამტყუნებელი განაჩენი არის უსამართლო, უკანონო და დაუსაბუთებელი".
- კაბელების საქმის პროკურორი: გამამტყუნებელ განაჩენს ალტერნატივა არ ჰქონდა
- კაბელების საქმეზე ბრალდებულები სასამართლომ გაამტყუნა და პატიმრობა მიუსაჯა
- ზურაბ აბაშიძე კაბელების საქმის განაჩენზე: ამაზე პასუხი მოგეთხოვებათ
- ალასანია: ეს გადაწყვეტილება ივანიშვილის ხელისუფლებას ბოლოს მოუღებს
საია მიიჩნევს, საქმეზე დაკავებული პირები უდანაშაულოები არიან:
"ბრალდების დაუსაბუთებლობას ადასტურებს საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულების და არაერთი მოწმისა და ექსპერტის მიერ მიცემული ჩვენება, ასევე წერილობითი მტკიცებულება".
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს:
"როგორც ერთ-ერთი მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, აღნიშნულ განაჩენს სამართლებრივი პროცედურების დაცვით ზემდგომ ინსტანციაში გავასაჩივრებთ".
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აქცენტს აკეთებს საქმეში არსებულ იმ გარემოებაზე, რომ მსჯავრდებულებს დანაშაულის ჩადენის მოტივი არ გააჩნდათ:
"უმნიშვნელოვანესია იმის აღნიშვნა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება დანაშაულის შემადგენელი უმნიშვნელოვანესი ელემენტის - მოტივის - არსებობა. კერძოდ, არსებული მტკიცებულებებით არ დადასტურდა ბრალდებულ პირთა მხრიდან ანგარებითი მიზნის არსებობა, რის გარეშეც არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ა, დ და მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტებით შემადგენლობა".
საიას თქმით, ბრალდების მხარის მიერ გაფლანგულად შერაცხული თანხა ბრალდებულების
საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება დანაშაულის შემადგენელი უმნიშვნელოვანესი ელემენტის - მოტივის - არსებობა
მფლობელობაში არასდროს გადასულა, ასევე საფუძველი არ აქვს ბრალდებას სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ გასაფლანგად შექმნილი შეთანხმებული ჯგუფის არსებობის შესახებ, რომლის შემადგენლობაშიც ბრალდებულების გარდა და თავდაცვის სამინისტროს სხვა ხელმძღვანელი პირებიც იყვნენ.
საია მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ საერთოდ ვერ დაასაბუთა სამინისტროს თანამშრომელთა მხრიდან განზრხვაის არსებობა სახელმწიფო ბიუჯეტის თანხის ვინმეს სასიკეთოდ გასაფლანგად.
"ზემოაღნიშნული გარემოებების საწინააღმდეგოდ, ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარი, ურთერთშეთანხმებული და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საქართველოს კანონმდებლობით წარმოადგენს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებელ წინაპირობას.
ნიშანდობლივია ისიც, რომ მოსამართლეს განაჩენის გამოსატანად მხოლოდ ორი არასამუშაო დღე დასჭირდა საქმეზე, მაშინ როცა პროცესი 18 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, დაიკითხა ათეულობით მოწმე, გამოკვლეულ იქნა ათეულობით წერილობითი მტკიცებულება, ამასთან აღნიშნული საქმე პრობლემური იყო სამართლებრივი თვალსაზრისითაც, რადგან ბრალდების ნაწილში არ იყო დასაბუთებული ბრალის სუბიექტი, სუბიექტური მხარე და მოტივი" - ვკითხულობთ საიას განცხადებაში.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, როგორც ერთ-ერთი მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, აღნიშნულ განაჩენს სამართლებრივი პროცედურების დაცვით ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები