ივანიშვილი "ოცნების" უუნარობისთვის ხაზგასასმელად არ მოგვიწვევია დებატებში — ჯაფარიძე
ფოტო: ლელო
"დებატები არა პოლიტიკური ქულების დასაწერად, არამედ ხალხის სასიკეთოდ," — ასე აფასებს ლელოს გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე ამავე პარტიის თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის მიერ ბიძინა ივანიშვილის დებატებში გამოწვევას.
ჯაფარიძის თქმით, ქვეყანა არის უკიდურეს ეკონომიკურ კრიზისში, ყველა მიმართულებით პრობლემაა და პოლიტიკოსებმა უნდა იმსჯელონ იმაზე, თუ როგორ გამოვიდეთ იმ მდგომარეობიდან, სადაც ქართული ოცნების გამო ვართ.
"სწორედ ამიტომ, დებატები აუცილებელია, რათა საზოგადოებამ დაინახოს, რომ პოლიტიკოსები მსჯელობენ და ეძებენ გამოსავალს. დებატები ერთადერთი გზაა, რომ რეალურად გასაჯაროვდეს, ვინ რას აკეთებს, რადგნ ჩვენ ვხედავთ, რომ ქართული ოცნების ლიდერები მოგზაურობენ სხვადასხვა რეგიონში, ვიწრო წრეში ხვდებიან მხარდამჭერებს და ეს პრობლემები ყოველდღიურად მხოლოდ ღრმავდება, ადამიანები ეჯახებიან უმძიმეს ეკონომიკურ ფონს. ერთხელ სამუდამოდ უნდა დამკვიდრდეს პრაქტიკა, რომ პოლიტიკოსები პასუხისმგებლიანად იქცევიან და საჯაროდ, საზოგადოების თვალწინ მსჯელობენ შექმნილ ვითარებაზე და ეძებენ გამოსავალს", — განაცხადა ჯაფარიძემ.
ლელოს საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, მისი პარტიის მიერ ქართული ოცნების ლიდერების დებატებში გამოწვევა ემსახურება არა იმას, რომ პოლიტიკოსები გამოჩდნენ საჯაროდ, არამედ იმას, რომ შედგეს დებატები მოსახლეობის საკეთილდღეოდ.
"კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი, მითუმეტეს მმართველი პარტიის თავჯდომარე, ვალდებულია, საზოგადოების წინაშე გამოვიდეს, იმსჯელოს შექმნილ პრობლემებზე, ეძებოს გამოსავლის გზები. ჩვენ ეს გზა მათ არაერთხელ შევთავაზეთ.
დღესაც წარვადგინეთ ჩვენი პროგრამა იმისათვის, რომ ქვეყანამ დაიწყოს ნელ-ნელა გამოსვლა ამ უმძიმესი კრიზისიდან. ჩვენი განცახდება ემსახურება ერთადერთ მიზანს — რომ მოვახერხოთ და ხელისუფლება ჩართოთ ამ განხილვაში, გამოსავლის გზების ძიებაში. სამწუხაროდ, ყველა ლიდერი არიდებს თავს მსჯელობასა და პოლემიკას.
მმართველი პარტიის თავმჯდომარე არის ბიძინა ივანიშვილი, გახარია არის დაკავებული საჩხერის მოდელის შესწავლით. ჩვენ გვჭირდება ადამიანთან პოლემიკა, დიალოგი, დებატები იმასთან, ვინც რეალურად იღებს გადაწყვეტილებებს და ასეთი ადამიანი არის ბიძინა ივანიშვილი. ამიტომ გამოიწვია ის მამუკა ხაზარაძემ დებატებში. ურთულესი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, ადამიანები, პრაქტიკულად, არიან სიღატაკის ზღვართან, ეროვნული ვალუტა ყოველდღე უფასურდება ახლა ამაზე უნდა ვისაუბროთ და არა ჩვენს თანამდებობებზე", —განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
-
გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ" გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ"
გადახედვა
-
"დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს "დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს" დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს"
გადახედვა
-
რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე
გადახედვა
-
ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა
გადახედვა
-
ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
კომენტარები