ქართული ოცნება არჩევნებს წააგებს, რადგან მოსახლეობის მხარდაჭერა არ აქვთ — სერგი კაპანაძე
ფოტო: ევროპული საქართველო
ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ ოპონენტებზე ფიზიკური ანგარიშსწორებისა და ძალადობის ფაქტებს ეხმაურება.
სერგი კაპანაძის თქმით, უნდა მოხდეს გარდამტეხი ცვლილებები, რათა დასრულდეს პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ანგარიშსწორება. სერგი კაპანაძემ აღნიშნა, რომ დაშინებითა და ანგარიშსწორებით ქართული ოცნება მაინც ვერ მოახერხებს გამარჯვებას, რადგან მათ დაბალი რეიტინგი აქვთ.
"ერთ-ერთი მთავარი, რაც უნდა შეიცვალოს ქვეყანაში, ქართული ოცნების ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, არის ის, რომ ეს პოლიტიკური ანგარიშსწორება უნდა დამთავრდეს და ეს არის ერთ-ერთი ნაწილი გადამწყვეტი ცვლილებების, რაც უნდა მოხდეს. ჯერ საარჩევნო კაპმანია არ შესულა აქტიურ ფაზაში და უკვე ვხედავთ ლელოს წარმომადგენლებზე თავდასხმას, ვნახეთ გუშინ რაღაც აბსურდული მცდელობა, რომ ევროპული საქართველო მოეხსნათ რეგისტრაციიდან სრულიად გაუგებარი მიზეზით, ვნახეთ სახელმწიფო უწყებების მხრიდან გამოცხადებული ომი საარჩევნო პლაკატების მიმართ, უკვე დაიწყო აქტივისტების დაშინება, ეს კიდევ გაგრძელდება. ასეთივე ხელწერა იყო წინა არჩევნების დროს, როდესაც ოფისების დარბევა ვნახეთ, პირდაპირი ძალადობა, ცემა, მოსყიდვა და ეს არის თემები, რომლითაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ძალიან შეშფოთებულები არიან და ამას ადევნებენ თვალყურს", — განაცხადა კაპანაძემ.
მისივე თქმით, მთავარი პრობლემა არის ის, რომ არცერთი ადამიანი არ ისჯება ამის გამო და სწორედ ესაა შესაცვლელი, რომ ასეთი ტიპის ანგარიშსწორება, ასეთი ტიპის პოლიტიკური დევნა მოწინააღმდეგის უნდა დამთავრდეს.
"ეს არის მთავარი ნაწილი იმ ცვლილებების, რომელიც უნდა მოხდეს არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის დამარცხების შემდეგ. ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ ხელისუფლება ამ ინსტრუმენტებს არ გამოიყენებს, თუმცა აქვე დარწმუნებით ვიცი, რომ ამისდა მიუხედავად, ისინი არჩევნებს წააგებენ, რადგან მათ მოსახლეობის მხარდაჭერა არ აქვთ და დაშინებით, ისინი ხელოვნურად ვერ გაზრდიან ამომრჩეველთა რიცხვს", — აცხადებს სერგი კაპანაძე.
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები