5 ფინტექ სტარტაპი, რომელმაც აშშ-ის ჯანდაცვის სფერო გარდაქმნა
ეჭვგარეშეა, რომ ფინტექი ჯანდაცვის სფეროს გარდაქმნაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ფინტექ კომპანიები სამედიცინო სფეროში არსებულ გადახდების მეთოდებთან დაკავშირებით ინფორმაციის ნაკლებობას და ამ გადახდების მეთოდების არაეფექტიანობას ბლოკჩეინს, ხელოვნურ ინტელექტსა და მანქანურ დასწავლას უპირისპირებენ.
COVID-19-ით გამოწვეულმა პანდემიამ ჯანდაცვის სისტემაში არაეფექტიანი და მოძველებული პროცესები გამოავლინა. ჯანდაცვის სფერო ამჟამად ნათლად ხედავს იმ პოზიტიურ ცვლილებებს, რომლებსაც ფინტექ ინდუსტრია იწვევს; ესენია მომხმარებლებთან ურთიერთობის გაუმჯობესება, მკურნალობის ხარჯებისა და ფასების გამჭვირვალობა, პაციენტების დაფინანსება, არაგეგმიური სამედიცინო ხარჯების მართვა, საჩივრების დაკმაყოფილების გაუმჯობესებული გამოცდილება, პროფესიული და სწრაფი გადახდების სისტემების კომფორტულობა კლინიკური დახმარების თვალსაზრისით, ციფრული გადახდები, ანაზღაურების მეთოდები, ინდივიდუალური სამედიცინო კრედიტები და სხვა.
გაიცანით 5 ამერიკული ფინტექ სტარტაპი, რომელიც ჯანდაცვის სფეროს უკეთესობიკენ ცვლის:
1. SmartHealth PayCard (2019 წლიდან)
SmartHealth PayCard, ესაა ფინტექ კომპანია, რომელიც ცალკეულ ადამიანსა თუ ოჯახს სთავაზობს ფინანსურ მომსახურებას და რესურსებს მოვლისა და მკურნალობისთვის. SmartHealth PayCard Mastercard წარმოადგენს საკრედიტო ბარათს, რომელიც განკუთვნილია ჯანდაცვის მიზნებისთვის, ხოლო ამ ბარათის მფლობელებს საშუალება აქვთ, მიიღონ ხელსაყრელი გადახდის სისტემა და უპრეცედენტო უპირატესობა გადაუდებელი შემთხვევების ასანაზღაურებლად, ტელეჯანდაცვისთვის, პროფილაქტიკისთვის, სტომატოლოგიისთვის, ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის, წამლებისა და სხვა თანმდევი ხარჯებისთვის.
კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს საკრედიტო ხაზს, პირად კაბინეტს საკუთარ ვებგვერდზე, სამედიცინო ისტორიის უსაფრთხო ონლაინ ჩანაწერებს, შეტყობინების სისტემას ტექსტური გზავნილისა და ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
2. Cedar (2016 წლიდან)
Cedar საავადმყოფოებისთვის, ჯანდაცვის სისტემისა და სამედიცინო კომპანიებისთვის ქმნის მოსახერხებელ სერვისს პაციენტების გადახდების მართვის ეკოსისტემისთვის. იგი აერთიანებს ფინტექის საუკეთესო მეთოდებს და რეკლამის ტექნოლოგიებს, რათა სამედიცინო მომსახურების პროვაიდერმა უკეთ მიიზიდოს პაციენტები.
პლატფორმა უზრუნველყოფს თანამედროვე გონივრულ მიდგომას გადახდების აღრიცხვის პრობლემის მოსაგვარებლად და პაციენტებს პერსონალიზებულ ინვოისების სისტემას სთავაზობს. მიმდინარე მდგომარეობით, სტარტაპმა $151 მილიონი მიიზიდა.
3. WellPay (2019 წლიდან)
WellPay-ის მიზანია, შექმნას გადაწყვეტა, რომელიც მომხმარებლებს დაეხმარება, გაუმკლავდნენ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მზარდ ვალდებულებებს, რის გამოც ხშირად დროული მკურნალობის მიღება შეუძლებელი ხდება. კომპანიამ აპრილში გამოუშვა საკუთარი პლატფორმის ბეტა ვერსია, რომელიც ეხმარებოდა პაციენტებს COVID-19-ით გამოწვეული ფინანსური კრიზისის დაძლევაში. პლატფორმა წლის ბოლომდე ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.
WellPay-ის პლატფორმა დაფუძნებულია მანქანურ დასწავლაზე და საშუალებას აძლევს პაციენტებს, მიიღონ სამედიცინო მომსახურების ინვოისები ან ატვირთონ ინვოისები ხელით, რათა მოგვიანებით თავად გადაიხადონ მათი საფასური. გარდა ამისა, პლატფორმა ეხმარება მომხმარებლებს, აწარმოონ მოლაპარაკებები, მოაგვარონ დავები ან მიიღონ სესხი მკურნალობისთვის ნულოვანი საპროცენტო განაკვეთით. პლატფორმა საერთო ჯამში უზრუნველყოფს გადახდის გრაფიკის, აღრიცხვისა და კავშირის მართვას.
4. MedXoom (2015 წლიდან)
MedXoom ეხმარება კომპანიებს და მათ თანამშრომლებს, ჯანმრთელობის ხარჯები 10%-ით და მეტით დაზოგონ, რაც ეფექტიანი განფასების, საგადასახადო და მობილური CRM გადაწყვეტების ხარჯზეა შესაძლებელი. კომპანია ჯანდაცვის სფეროსთვის უზრუნველყოფს პროდუქტის თუ სერვისის ყიდვამდე ფასების შედარების შესაძლებლობას, ერთიან ინვოისერების საგადასახადო სისტემასა და CRM გადაწყვეტებს.
MedXoom მუდმივი ანალიზის საფუძველზე მომხმარებლებს ოპტიმალურ სამედიცინო დაწესებულებებში და ექიმებთან ამისამართებს, რათა მათ ხარჯების დაზოგვა შეძლონ. კომპანია გვთავაზობს ძლიერ საგადასახადო ფუნქციონალს, გადახდის მეთოდებს პროვაიდერებისთვის, გადახდის ბარათსა და ფინანსირების ვარიანტის შერჩევის საშუალებას.
ფინტექ კომპანია საშუალებას აძლევს თანამშრომლებს, დაზოგონ თანხები მკურნალობაზე შემდეგი უპირატესობების საშუალებით: სხვადასხვა სტრატეგიის ინტეგრირება, პირდაპირი ხელშეკრულებები პროვაიდერებთან, რეფერალური ფასწარმოება და სრულად გადახდის მეთოდები. MedXoom-ის მხარდამჭერები არიან ისეთი ვენჩურული ფონდები, როგორებიცაა Las Olas Venture Capital და TTV Capital.
5. Bend Financial (2017 წლიდან)
Bend Financial ჯანმრთელობისთვის განკუთვნილი ხარჯის დანაზოგის ანგარიშის (HSA) რევოლუციურად გარდაქმნას ისახავს მიზნად. ფინტექ კომპანია მომხმარებლებს HSA-ს ონლაინ რეგისტრაციას სთავაზობს და ამისთვის უახლეს ტექნოლოგიებს, მათ შორის ხელოვნურ ინტელექტსა და მანქანურ დასწავლას იყენებს, რაც ხარჯების დაზოგვის და დაფინანსების სრულიად ახალ და უნიკალურ მიდგომას ქმნის.
კომენტარები