ირკვევა, რომ პლანეტის წყლის რესურსის ნახევარი "მოპარულია" — კვლევა
ჩვენი პლანეტაზე არსებული წაყლი უძვირფასესი რესურსია, რომელსაც დაცვა სჭირდება. ახალი მონაცემები კი აჩვენებს, რომ მის 30-50%-ს მუდმივად იპარავენ. ანუ ამ წყალში ფულს არავინ იხდის და ის არ აღირიცხება.
წყლის ქურდობა ადამიანების ან კომპანიების მიერ წყლის არაკანონიერ მოპოვებას ეწოდება. მეორენაირად რომ ვთქვათ, წყლის მოპოვება ხშირად ფასიანია ან გარკვეულ ეკოლოგიურ რეგულაციებს ითვალისწინებს, წყლის "ქურდები" კი ამ ყველაფერს გვერდს უვლიან.
კვლევის ავტორები ამბობენ, რომ წყლის ღირებულებას სათანადო ყურადღება არ ეთმობა. ეს განსაკუთრებით ყურადსაღებია, თუ გავითვალისწინებთ, რომ წყლის ნაკლებობას ყველა კონტინენტი განიცდის.
იმის გამო, რომ წყალი ბუნებრივი რესურსია და ბევრგან მასზე წვდომა ადამიანის უფლებად ითვლება, "წყლის ქურდობის" კონცეფცია ზოგისთვის არც არსებობს. თუმცა, კვლევიდან ჩანს, რომ როცა ლიმიტირებულ რესურსს ვინმე ან რომელიმე მხარე უკანონოდ იყენებს, ეს ზარალს სხვა ადამიანებს აყენებს.
მაგალითად, ესპანეთში მარწყვების ფერმა იმ წყალს იპარავს, რომლის მოხმარებაც რეგულირებულია, რადგან ის გადამფრენი ფრინველებისთვის და ადგილობრივი ეკოლოგიისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
კვლევაში ნათქვამია, რომ წყლის რესურსის ეფექტიანი მონიტორინგი არ არსებობს და რომ წყლის ქურდობა სათანადოდ, ხშირად კი საერთოდ არ ისჯება.
კვლევა Nature Sustainability-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები