ანალიზი: ქართული ულტრამემარჯვენე Facebook გვერდები და მათი დამოკიდებულება რუსეთთან
რუსეთის მიმართ ქართული ულტრამემარჯვენე ჯგუფების საჯარო განწყობა არც ისეთი ცალსახაა, როგორიც გვგონია
ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ულტრამემარჯვენე აქტორები საქართველოში საგრძნობლად გააქტიურდნენ. არსებობს რისკი, რომ კრემლმა შეიძლება ეს ჯგუფები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ პოლიტიკურ პროცესებზე ზეგავლენის მოსახდენად გამოიყენოს. ეს შეშფოთება უსაფუძვლო არაა: კრემლისა და ულტრამემარჯვენეების იდეოლოგიურ თანხვედრას რამდენიმე კვლევა ადასტურებს, გარდა ამისა, შესაძლოა, კრემლი მათ ინსტიტუციურ და ფინანსურ მხარდაჭერას უცხადებდეს.
DFRLab-მა ქართული ულტრამემარჯვენე ჯგუფების Facebook გვერდები შეისწავლა, რათა რუსეთის მიმართ მათი დამოკიდებულება დაედგინა. შედეგებიდან ჩანს, რომ ამ ჯგუფებს რუსეთის მიმართ ერთგვაროვანი დამოკიდებულება არ აქვთ და მათი პოზიცია ღია მხარდაჭერიდან აქტიურ წინააღმდეგობამდე მერყეობს. მსგავს დასკვნას გვთავაზობს პოლიტიკური კაპიტალის ინსტიტუტის ახალი კვლევაც, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში მოქმედ ულტრამემარჯვენე ძალებს რუსეთთან დამოკიდებულების კუთხით სამ ნაწილად ჰყოფს: ერთგული ჯგუფები, ღია ჯგუფები და ღიად მტრული ჯგუფები. მესამე კატეგორია უმეტესად იმ ქვეყნებში გვხვდება, რომელთაც რუსეთთან ღია კონფლიქტი აქვთ.
როგორ დააკვირდა DFRLab ულტრამემარჯვენე გვერდებს
DFRLab-მა ულტრამემარჯვენე ჯგუფების მიერ 2018 წლის 1-ლი იანვრიდან 2020 წლის 15 ივლისამდე გამოქვეყნებული 21 740 პოსტი შეაგროვა. დასაკვირვებლად Disinfo Ovserver-ის ბაზიდან შეირჩა 10 ყველაზე პოპულარული ულტრამემარჯვენე გვერდი.
ამ გვერდების მომწონებელთა საერთო რიცხვი 15 ივლისისათვის 500 000-ს აღემატებოდა.
21 740 პოსტიდან 671 შეიცავდა რუსეთთან დაკავშირებულ ტერმინებს: რუსეთი, კრემლი, პუტინი და მოსკოვი რომელიმე ბრუნვაში. პოსტები სამი ნიშნის მიხედვით დაჯგუფდა: ავტორის დამოკიდებულება რუსეთის მიმართ (ნეგატიური, ნეიტრალური ან პოზიტიური), თემატიკა და და ნახსენები ქვეყნები.
რამდენიმე მაგალითი შერჩეული პოსტებიდან:
- ალტ-კლუბი: უნდა გვახსოვდეს! რუსული აგრესიის შედეგად დაიღუპა 170 თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურე, 14 შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი. რუსეთმა მოახდინა საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია — ნეგატიური, 2008 წლის ომი, რუსეთი და საქართველო
- დედაქალაქი: აი ეხლა ვინმე იტყვის რუსეთიო - და ნახეთ რამხელა სტატიებს უძღვნიან ნათლისღებას რუსული პოპულარული ჟურნალები, და ჩვენი "მედია" ტრანგენდერებს ვერ გაცდა — პოზიტიური, ლგბტ და რელიგია, რუსეთი და საქართველო
- ალტ-კლუბი: პუტინი და ერდოღანი სირიის იდლიბის პროვინციაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ — ნეიტრალური, საერთაშორისო პოლიტიკა, რუსეთი და თურქეთი.
თემატიკა
მიუხედავად იმისა, რომ ულტრამემარჯვენე ჯგუფებიდან ყველა იზიარებს ანტილიბერალურ გაწყობას და მათგან ნაწილი დადებითადაა განწყობილი რუსეთის მიმართ, გაანალიზებული პოსტებიდან 60% (398) ნეგატიურ კონტექსტში ახსენებდა რუსეთს, მესამედზე ცოტა ნაკლები (194) ნეიტრალური ტონით იყო დაწერილი, პოსტების 12% (79) კი რუსეთის ქმედებებს პოზიტიურად წარმოაჩენდა.
პოსტები უმეტესად ეხებოდა საქართველო-რუსეთის ურთიერთობას, ოკუპაციასა და 2008 წლის ომს. პოსტების გარკვეული ნაწილი ეხებოდა სპორტს, კულტურასა და რელიგიას, თუმცა მათი რაოდენობა ბევრად მცირე იყო.
საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია შერჩეული გვერდებისთვის რუსეთთან დაკავშირებული ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა. ეს გასაკვირი არაა, თუ გავითვალისწინებთ პოლიტიკურ კონტექტს, რომელშიც ეს ჯგუფები წარმოიშვნენ. Freedom House-ის კვლევის თანახმად, ულტრამემარჯვენე ძალების პოპულარობა საქართველოსა და უკრაინაში 2008 წლის ომისა და ყირიმის ანექსიის შემდეგ საგრძნობლად გაიზარდა, თუმცა 2008 წლის ომი ერთადერთი თემა არაა, რომელიც ქართულ ულტრამემარჯვენე ჯგუფებში ანტირუსულ განწყობებს აღძრავს. პოსტები, სადაც რუსეთი ნეგატიურად იყო წარმოჩენილი, ეხებოდა ასევე 1992 წლის აფხაზეთის ომსა და რუსეთის როლს კონფლიქტის გაღვივებაში.
პოსტები არაპოლიტიკური თემების შესახებ, როგორიცაა კულტურა, ეკონომიკა და სპორტი, რუსეთის მიმართ ასევე ნეგატიური განწყობით იყო დატვირთული, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ულტრამემარჯვენეებისთვის ეს სფეროები ასევე პოლიტიზებულია. საინტერესოა ისიც, რომ ანტი-ლგბტ პოსტები რუსეთთან დაკავშირებით მცირეოდენ პოზიტიურ განწყობას ატარებდა. ხოლო პოსტები რუსეთის საერთაშორისო კურსის შესახებ უმეტესად ნეიტრალური ტონით იყო დაწერილი და მიზნად რუსეთის კრიტიკას არ ისახავდა.
ნეგატიური დამოკიდებულება რუსეთის მიმართ
ქართული ულტრამემარჯვენე ჯგუფები ხშირად პატივისცემით მოიხსენიებენ 90-იანი წლების დისიდენტური მოძრაობის ლიდერებს და მათი ბურუსით მოცული სიკვდილის მიზეზად რუსეთს ასახელებენ. მიუხედავად იმისა, რომ ულტრამემარჯვენე ჯგუფების დიდი ნაწილი არ უარყოფს, რომ 2008 წლის ომი რუსეთის აგრესიით დაიწყო, ისინი წინა ხელისუფლებას იმაში ადანაშაულებენ, რომ "კონფლიქტის თავიდან არიდება ვერ მოხერხდა". რუსეთის მიმართ ნეგატიურად განწყობილი პოსტების 40% აგვისტოს ომს უკავშირდება, საქართველო-რუსეთის კონფლიქტის გადაჭრაზე კი ულტრამემარჯვენე ჯგუფებს ჩამოყალიბებული აზრი არ აქვთ: თუ ზოგიერთები რუსეთთან დიალოგს მკაცრად ეწინააღმდეგებიან, სხვები ამას ურთიერთობის ნორმალიზებისთვის ერთადერთ გზად ასახელებენ.
ნეიტრალური ტონის მატარებელი პოსტები რუსეთის შესახებ
ულტრამემარჯვენე ჯგუფები ნეიტრალური ტონით წერენ, როცა რუსეთის საშინაო პოლიტიკას ან ისეთ საკითხს ეხებიან, რომელიც საქართველოზე პირდაპირ გავლენას არ ახდენს. ამ გვერდებისთვის რუსეთის საშინაო პოლიტიკა მხოლოდ მაშინ ხდება აქტუალური, როცა საერთაშორისო მასშტაბის მოვლენაზეა საუბარი (საკონსტიტუციო ცვლილებები, კორონავირუსის შემთხვევები). ულტრამემარჯვენე ჯგუფები აქტიურად ავრცელებენ "პრო-ქართულ" ნარატივს, რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოს არ უნდა ჰქონდეს არც პრორუსული და არც პროდასავლური კურსი და ის მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დაეყრდნოს. ეს პოზიცია რუსეთის ინტერესებთან თანხვედრაშია, რადგან ევროატლანტიკურ გაერთიანებებში საქართველოს ინტეგრაციას ეწინააღმდეგება.
გაანალიზებული გვერდები ნეგატიურად არიან განწყობილნი საქართველოს წინა პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და მისი ადმინისტრაციის მიმართ, მიზეზი კი უმეტესად მათ მიერ გატარებული ლიბერალურ-დემოკრატიული რეფორმებია. საინტერესოა ისიც, რომ ეს ჯგუფები წინა ხელისუფლებას რუსეთთან ახლო კავშირშიც ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ წინა ხელისუფლების მიერ კრემლის კრიტიკა გულწრფელი არ იყო.
პოზიტიური დამოკიდებულება რუსეთის მიმართ
გაანალიზებული თემებიდან დიდი ნაწილი რუსეთს უმეტესად ნეიტრალურად ან ნეგატიურად წარმოაჩენს, თუმცა არსებობს ორი თემა, სადაც პოზიტიური განწყობა ჭარბობს: კორონავირუსი და რუსეთის როლი საერთაშორისო პოლიტიკაში.
პოსტების გარკვეული ნაწილი 2008 წლის ომზე პასუხისმგებლობას საქართველოს აკისრებს, ზოგიერთ პოსტში ნათქვამია, რომ მხოლოდ კრემლია მშვიდობისა და ტერიტორიული მთლიანობის გარანტი, სხვა პოსტებში კი ქართველი პოლიტიკოსები "ყველაფრის რუსეთზე გადაბრალებისთვის" არიან გაკრიტიკებულნი. ზოგიერთი პოსტი მიზნად ისახავს, არასერიოზულად წარმოაჩინოს ის აზრი, რომ კრემლს შეიძლება ცუდი ზრახვები ჰქონდეს საქართველოსთან დაკავშირებით, ზოგ შემთხვევაში კი რუსეთ-საქართველოს შორის არსებული დაძაბულობა მესამე, განუსაზღვრელ მხარეს ბრალდება. თუმცა, ჯამში პოზიტიური დამოკიდებულების შემცველი პოსტები ნეგატიურად განწყობილ პოსტებზე ხუთჯერ ნაკლებია.
რას ფიქრობენ ულტრამემარჯვენე ჯგუფები სხვა ქვეყნების შესახებ
პოსტების მოზრდილი ნაწილი დასავლელი პარტნიორების, მეტწილად კი აშშ-ს მიმართ სკეპტიციზმის გაღვივებას ემსახურება. ჭარბობს აზრი, რომ თუ რუსეთი კვლავ გადმოვა ღია აგრესიაზე, დასავლეთის ქვეყნებიდან საქართველოს მხარს არავინ დაუჭერს (ამ აზრის მხარდასაჭერად ხშირად მოყვანილია უკრაინის მაგალითი). სხვა ქვეყნებიდან ულტრამემარჯვენე ჯგუფები ყველაზე აგრესიულად თურქეთის მიმართ არიან განწყობილნი და მას სახიფათო მტრად წარმოაჩენენ. ქართველი აქტორების გამოყენებით ამ აზრის გაღვივებას პრორუსული მედიაც უწყობს ხელს.
დასკვნა
ქართული ულტრამემარჯვენე ჯგუფები ანტილიბერალური და ანტიდასავლური განწყობების გასაღვივებლად სოციალური მედიის პლატფორმებს აქტიურად იყენებენ. ამ ჯგუფების ინტერესები კრემლის ინტერესებთან რამდენიმე ფრონტზე იკვეთება: როგორც რუსეთი, ასევე ულტრამემარჯვენე ძალები ეწინააღმდეგებიან ლიბერალიზმს და მხარს უჭერენ "ტრადიციულ ღირებულებებს", აკრიტიკებენ პროგრესულ რეფორმებს და დისკრედიტაციას უწევენ საქართველოს დასავლელ პარტნიორებს.
პოსტების ანალიზი ცხადყოფს, რომ რუსეთის მიმართ ამ ძალების საჯარო დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. თუ ზოგიერთი გვერდი მხარდაჭერას უცხადებს კრემლის რიტორიკას, სხვები აკრიტიკებენ და რუსეთს მტრად უფრო წარმოაჩენენ, ვიდრე მეგობრად. კონტენტზე დაკვირვება აჩვენებს, რომ რუსეთის მიმართ ქართველი ულტრამემარჯვენეების დამოკიდებულება უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე წარმოგვიდგენია. მიუხედავად კრემლთან გარკვეული იდეოლოგიური თანხვედრისა, ოკუპაცია და რუსეთ-საქართველოს ისტორიული წარსული ულტრამემარჯვენე ძალებს ნაციონალისტური, პრო-ქართული ნარატივისკენ უბიძგებს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ კვლევაში არაა გათვალისწინებული ულტრამემარჯვენე აქტორების მოტივაციური ანალიზი. იმის გასარკვევად, ეს ჯგუფები გულწრფელად აკრიტიკებენ რუსეთს, თუ მოსახლეობაში არსებულ ანტირუსულ განწყობებს საკუთარი აუდიტორიის გასაზრდელად იყენებენ, დამატებითი ანალიზია საჭირო.
ატლანტიკური საბჭო მიუკერძოებელი ორგანიზაციაა, რომლის მისიაც "გლობალური მომავლის ჩამოყალიბებაა". ატლანტიკური საბჭო მსოფლიო მოვლენებში აშშ-ის ჩართულობის გაზრდითა და პარტნიორებთან მუშაობის გზით გლობალური გამოწვევებისთვის გამოსავალს ეძებს.
ატლანტიკური საბჭოს ციფრული კვლევის ლაბორატორია იდენტიფიცრებას უკეთებს და ააშკარავებს დეზინფორმაციას მსოფლიოს გარშემო, რითაც ღია კვლევის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
სტატია მოამზადა On.ge-მ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. მასალის დამზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებლები არიან On.ge და DFRLab. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების შეხედულებებს.
თუ გინდა, რომ ნამდვილი და ყალბი ამბები ერთმანეთისგან მარტივად განასხვავო და დეზინფორმაციისგან სხვებიც დაიცვა, შემოგვიერთდი ჯგუფში – ერთად ვებრძოლოთ დეზინფორმაციას.
-
გადახედვათსუ-ში მყოფ სტუდენტებს დაცვის თანამშრომლები და ერთი უცნობი პირი დაუპირისპირდნენ თსუ-ში მყოფ სტუდენტებს დაცვის თანამშრომლები და ერთი უცნობი პირი დაუპირისპირდნენ
-
გადახედვაპიტერ ფიშერის თქმით, არსებულ ვითარებაში, საქართველოსთვის EU-ში გაწევრიანების შანსი არ არსებობს პიტერ ფიშერის თქმით, არსებულ ვითარებაში, საქართველოსთვის EU-ში გაწევრიანების შანსი არ არსებობს
-
გადახედვა"ჩემი ხმა" 25 ნოემბერს, დილის 9 საათზე, პარლამენტის უკან აქციას აანონსებს "ჩემი ხმა" 25 ნოემბერს, დილის 9 საათზე, პარლამენტის უკან აქციას აანონსებს
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე გახარიას გუნდს შეხვედრას სთავაზობს მამუკა ხაზარაძე გახარიას გუნდს შეხვედრას სთავაზობს
-
გადახედვაგიორგი ვაშაძე: შაბათს გვექნება დიდი აქცია გიორგი ვაშაძე: შაბათს გვექნება დიდი აქცია
-
გადახედვაპუტინის თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილების საპასუხოდ, უკრაინაში ახალი ჰიპერბგერითი ბალისტიკური რაკეტა გამოიყენეს პუტინის თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილების საპასუხოდ, უკრაინაში ახალი ჰიპერბგერითი ბალისტიკური რაკეტა გამოიყენეს
-
გადახედვასსს ცრუს უწოდებს მოქალაქის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მას დაუკავშირდნენ და 5 პოლიციელის თავდასხმაში და მიმალვაში დაადანაშაულეს სსს ცრუს უწოდებს მოქალაქის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მას დაუკავშირდნენ და 5 პოლიციელის თავდასხმაში და მიმალვაში დაადანაშაულეს
-
გადახედვაეუთო/ოდირი: ოდირი შეშფოთებულია საქართველოში გადაჭარბებული საპოლიციო ძალის გამოყენების შესახებ ცნობებით ეუთო/ოდირი: ოდირი შეშფოთებულია საქართველოში გადაჭარბებული საპოლიციო ძალის გამოყენების შესახებ ცნობებით
-
გადახედვაპროკურატურა ბრალდებას დაუმძიმებს პირს, რომელმაც საგარეჯოში მეუღლეს სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა — ქალი კლინიკაში გარდაიცვალა პროკურატურა ბრალდებას დაუმძიმებს პირს, რომელმაც საგარეჯოში მეუღლეს სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა — ქალი კლინიკაში გარდაიცვალა
-
გადახედვალიზი თირქია: საგამოძიებოში მითხრეს, რომ გაურკვევლობა მოხდა ლიზი თირქია: საგამოძიებოში მითხრეს, რომ გაურკვევლობა მოხდა
-
გადახედვაგიორგი გახარია: "ოცნებას" მალე წამოვაძახებ რაღაცებს, პირველ რიგში ბოდიშს გავახსენებ გიორგი გახარია: "ოცნებას" მალე წამოვაძახებ რაღაცებს, პირველ რიგში ბოდიშს გავახსენებ
-
გადახედვა1 იანვრიდან "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის ხელფასი 16 250 ლარი იქნება 1 იანვრიდან "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის ხელფასი 16 250 ლარი იქნება
-
გადახედვადამკვირვებლები აცხადებენ, რომ ქართულ დიასპორას ხმის მიცემის უფლება შეეზღუდა დამკვირვებლები აცხადებენ, რომ ქართულ დიასპორას ხმის მიცემის უფლება შეეზღუდა
-
გადახედვააზერბაიჯანელ აქტივისტ ვაფა ნაგს COP29-ის პროტესტისთვის სამთავრობო მედია ესხმის თავს აზერბაიჯანელ აქტივისტ ვაფა ნაგს COP29-ის პროტესტისთვის სამთავრობო მედია ესხმის თავს
-
გადახედვაარსებობს სიტყვა, რომელიც მრავალ ენაში უნივერსალურია არსებობს სიტყვა, რომელიც მრავალ ენაში უნივერსალურია
-
გადახედვადღეს 20 საათზე მელიქიშვილზე საპროტესტო აქცია — "მათეს თავისუფლებისთვის" გაიმართება დღეს 20 საათზე მელიქიშვილზე საპროტესტო აქცია — "მათეს თავისუფლებისთვის" გაიმართება
-
გადახედვაეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
-
გადახედვა24 ნოემბერს, თავისუფლების მოედანზე ქალთა მარში გაიმართება 24 ნოემბერს, თავისუფლების მოედანზე ქალთა მარში გაიმართება
-
გადახედვაპრეზიდენტი: ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს პრეზიდენტი: ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს
-
გადახედვაადგურ არძინბას თქმით, ქართველ ოლიგარქს აფხაზეთში შეღწევა სურს ადგურ არძინბას თქმით, ქართველ ოლიგარქს აფხაზეთში შეღწევა სურს
-
გადახედვასაგარეჯოში, კლინიკაში გარდაიცვალა ქალი, რომელიც ყოფილმა ქმარმა ქვით სცემა საგარეჯოში, კლინიკაში გარდაიცვალა ქალი, რომელიც ყოფილმა ქმარმა ქვით სცემა
კომენტარები